ნათია თურნავა: „პირველი კვარტლის მონაცემებით, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის კუთხით ჩვენ სამჯერ და მეტად გადავაჭარბეთ 2019 წლის ფაქტობრივ მონაცემებს“

ნათია თურნავა: „პირველი კვარტლის მონაცემებით, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის კუთხით ჩვენ სამჯერ და მეტად გადავაჭარბეთ 2019 წლის ფაქტობრივ მონაცემებს“

access_time2020-06-11 16:18:47

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, წელს პირველი კვარტლის მონაცემებით, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა გასული წლის შესაბამისი პერიოდის ფაქტობრივ მონაცემებს მინიმუმ 3-ჯერ გადააჭარბა. სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პოლიტიკის და პროცესის მიმდინარეობის შესახებ ნათია თურნავამ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დეტალურად ისაუბრა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



„ჩვენი პოლიტიკა სახელმწიფო ქონებასთან, მის პრივატიზაციასთან მიმართებაში არის - მაქსიმალურად, ყველგან, სადაც საქმე არ ეხება სტრატეგიულ ობიექტს, რომელიც მიზანშეწონილია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში დარჩეს, ყველგან უნდა ვეცადოთ, რომ ეს ობიექტები კერძო ინვესტორებს ჩაბარდეს და მოხმარდეს ეკონომიკას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. პირველი კვარტლის მონაცემებით ჩვენ პრივატიზაციის გეგმას არა უბრალოდ გადავაჭარბეთ, არამედ სამჯერ და მეტად გადავაჭარბეთ 2019 წლის პირველი კვარტლის ფაქტობრივ მონაცემებს, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.



ნათია თურნავა არსებული გამოწვევების ფონზე 2020 წლის პირველ კვარტალში პრივატიზაციის შედეგებს მისასალმებელს უწოდებს. „ეს მართლაც მისასალმებელია პანდემიის ფონზე, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ინერცია საკმაოდ პოზიტიური იყო - ბიზნესის დიდი ინტერესი გამოიწვია პროგრამამ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“, რომელიც შარშან შემოდგომაზე დაიწყო“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ამის მიუხედავად, მინისტრის განცხადებით, გლობალური პანდემიის გამო საქართველოს ეკონომიკის სულ მცირე 4%-იანი შემცირება საინვესტიციო პროცესზეც აისახება, რომლის ნაწილიცაა სახელმწიფო ქონების პრივატიზება.




„ვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ოპტიმისტური პროგნოზი შესრულდეს, მაგრამ რეალისტური პროგნოზი, რომელიც ასახულია ბიუჯეტში, ისაა, რომ მცირდება ეკონომიკა, მცირდება ეკონომიკური აქტივობა და ინვესტორებისთვის, კერძო კომპანიებისთვის შედარებით უფრო რთული იქნება გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ ობიექტის პრივატიზებასთან დაკავშირებით. ამის საპირწონედ ყველაფერს ვეცდებით, რომ ოპტიმისტური პროგნოზი გამართლდეს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ჩვენზე და ქონების მართვის სააგენტოზე დამოკიდებული, სადაც ძალიან კარგი პროფესიონალები მუშაობენ. ბევრი რამ გლობალურ პროცესებზეა დამოკიდებული,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.



მინისტრის განცხადებით, პანდემიის გაძლიერების და მისი მეორე ტალღის შემთხვევაში ეს იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი უცხოელი ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში პრივატიზების პროცესში მიიღონ მონაწილეობა, ისევე როგორც ქართველი ინვესტორებისთვის. „თუმცა, პირველი კვარტლის მაგალითი გვიჩვენებს, რომ მიუხედავად ამ სირთულეებისაა, ჩვენი გაძლიერებული მუშაობით უფრო მეტი შეგვიძლია, და ჩვენ ამას ვეცდებით“, - აღნიშნა მინისტრმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up