ნათია თურნავა - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ბიზნესის ნდობა იზრდება

ნათია თურნავა - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ბიზნესის ნდობა იზრდება

access_time2020-03-10 15:10:30

2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ბიზნესის ნდობა იზრდება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 2019 წლის უცხოური ინვესტიციების შედეგებზე კომენტარისას განაცხადა.


მინისტრის თქმით, გასული წლის მეოთხე კვარტალი ძალიან პოზიტიური დინამიკით ხასიათდებოდა და შედეგები დამაიმედებელია.


„ჩვენ ამაში ვხედავთ იმის ნიშანს, რომ ბიზნესის ნდობა იზრდება, მათ შორის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. მეოთხე კვარტალი ხასიათდებოდა ძალიან პოზიტიური დინამიკით, კერძოდ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მეოთხე კვარტალში გაორმაგდა, რეკორდულად - შვიდჯერ გაიზარდა რეინვესტირების მოცულობა. ეს ნიშნავს, რომ არსებული ბიზნესებიც, მათ შორის უცხოური ინვესტიციებით დაფუძნებული, გაფართოვდა და წლიური შედეგები, წინა წელთან შედარებით, მართალია მცირედით, მაგრამ ზრდის დინამიკას გვიჩვენებს, რაც შემდგომი აღმავალი ტალღის დასაწყისია", - აღნიშნა ნათია თურნავამ.



ეკონომიკის მინისტრის თქმით, თუ მიმდინარე წელს რაიმე ობიექტური ფაქტორები, მაგალითად იგივე კორონავირუსი და მსოფლიო ეკონომიკური შოკები არ შეგვიშლის ხელს, აღმავალი დინამიკა გაგრძელდება და განმტკიცდება.


„საქსტატის" თანახმად, 2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 347.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 102.9 პროცენტით (ორჯერ და მეტად) აღემატება 2018 წლის მეოთხე კვარტალის მაჩვენებელს. ასევე მკვეთრად გაიზარდა რეინვესტირების მაჩვენებელი. რეინვესტირების მოცულობა 7-ჯერ და მეტად არის გაზრდილი და 172.2 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს. რეინვესტირების წილი პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 14.0 პროცენტიდან 49.6 პროცენტამდე გაიზარდა.


2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საქართველოში გაიზარდა და 1267.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა რეინვესტირების მაჩვენებელი. რეინვესტირების მოცულობა 2019 წელს 40.1 პროცენტით გაიზარდა და 612.5 მლნ. აშშ. დოლარი, მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.3 პროცენტი შეადგინა. 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა კავშირგაბმულობის, სასტუმროების და რესტორნების და ენერგეტიკის სექტორებში.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up