ნათია თურნავა პანკისის მოვლენებზე - შექმნილ პრობლემაზემე ვგრძნობ  პასუხისმგებლობას

ნათია თურნავა პანკისის მოვლენებზე - შექმნილ პრობლემაზემე ვგრძნობ პასუხისმგებლობას

access_time2019-06-07 14:18:06

ძირითადი პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოსი და რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტროსი და ეკონომიკის მინისტრისაც. მეც ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას შექმნილ პრობლემაზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პანკისში მცირე ჰესის მშენებლობის გამო განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.


ეკონომიკის მინისტრს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.


როგორც თურნავამ აღნიშნა, კომუნიკაციის პრობლემამ, რის გამოც ხშირ შემთხვევაში დაბრკოლება ექმნება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს, ეკონომიკის სამინისტროს დაანახა ენერგეტიკის დარგის სწრაფი რეფორმირების საჭიროება.



„ის რაც მოხდა, რასაკვირველია, იყო ძალიან სამწუხარო გაუგებრობა და როდესაც მსგავსი ფაქტი ხდება, რა თქმა უნდა, ძირითადი პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოსი, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტროსი და ეკონომიკის მინისტრისაც. მეც ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას შექმნილ პრობლემაზე. მე ამასთან დაკავშირებით დავინახე ძალიან დიდი გამოწვევა და საჭიროება, მთლიანად ენერგეტიკის დარგის რეფორმიერბის ანუ პანკისის და სხვა რამოდენიმე მსგავსმა შემთხვევამ, როდესაც ქვეყნისთვის ძალიან საჭირო პროექტებს, ცუდი კომუნიკაციის გამო დაბრკოლება ექმნება და ვერ ხორციელდება დროულად, ამან დაგვანახა, რომ ჩვენი ენერგეტიკის სექტორი სწრაფ რეფორმირებას საჭიროებს, მათ შორის კომუნიკაციის ნაწილშიც, უკეთესი კომუნიკაციის მხრივ, რომელიც აშკარად აკლდა ამ კონკრეტულ შემთხვევას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


ეკონომიკის მინისტრის თქმით, პანკისის შემთხვევაში ინვესტორი დაახლოებით წელიწადნახევარი აწარმოებდა კომუნიკაციას მოსახლეობასთან და იყო განსხვავებული მოლოდინები კომუნიკაციის შედეგებზე.


„იყო განსხვავებული განცდა, იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად შედეგიანია ეს კომუნიკაცია და ჩვენ ვნახეთ, რომ არ იყო შედეგიანი“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.






„იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩაგვეტარებინა“

„იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით  ჩაგვეტარებინა“
access_time2019-11-14 15:57:28
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, დემოკრატიული განვითარების გზაზე, მორიგ მნიშვნელოვან ეტაპს გადის, როგორც მმართველი პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარეს, აუცილებლად მიმაჩნია, გამოვეხმაურო იმ პროცესებს, რაც ამ დღეებში პარლამენტში ვითარდება. იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა...

ანა დოლიძე: „შეშფოთებული ვარ იმ მწარე სილით, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას გააწნა“

ანა დოლიძე: „შეშფოთებული ვარ იმ მწარე სილით, რომელიც  „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას გააწნა“
access_time2019-11-14 14:56:47
„შეშფოთებული ვარ იმ ამბებით,რაც მომდის საქართველოდან. ამ წუთებში ვიმყოფები ყაზახეთში, ვატარებ რამდენიმე საჯარო ლექციას, დღეს შეხვედრა მქონდა უზენაეს სასამართლოში. შეშფოთებული ვარ იმ მწარე სილით,რომელიც გააწნა „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას“-ამის შესახებ იურისტმა ანა დოლიძემ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა. მისი განცხადებით, სიმწრით მოპოვებული პროპორციული არჩევნები დღეს სახელდახელოდ...

ლევან კობერიძე „ოცნებიდან“ დეპუტატების წასვლაზე: გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა?

ლევან კობერიძე „ოცნებიდან“ დეპუტატების წასვლაზე: გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა?
access_time2019-11-14 13:55:16
“გრძელდება სპექტაკლი? არ დამთავრებულა? ეტყობა დამატებითი მოქმედება არის. თუ დატოვება უნდოდათ და ასეთი მკვეთრი განცხადებების გაკეთება, ჩვენ როდესაც რამეს ვაპროტესტებდით, ვინც დავტოვეთ თავის დროზე უმრავლესობა.. ვერ გეტყვით, გავარკვევ რა ვითარებაა, მაგრამ სპექტაკლის ნაწილი მეჩვენება ” უთხრა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ტელეკომპანია პირველს მას შემდეგ, რაც პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ პროექტი ჩააგდო, უმრავლესობა კი რამდენიმე დეპუტატმა...

დეპუტატები,რომლებმაც საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს

დეპუტატები,რომლებმაც  საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს
access_time2019-11-14 14:18:29
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.   პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა:   ენზელ მკოიანი კახა ოქრიაშვილი დიმიტრი ხუნდაძე   რეგისტრაცია გაიარეს თუმცა კენჭისყრაში...

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
access_time2019-11-14 13:18:30
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა. საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ შემუშავებული კანონპროექტი კონსტიტუციაში...


მსგავსი სიახლეები

up