ნათია თურნავა - პანდემიით გამოწვეული გლობალური გამოწვევის მიუხედავად, საქართველო კვლავაც ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით

ნათია თურნავა - პანდემიით გამოწვეული გლობალური გამოწვევის მიუხედავად, საქართველო კვლავაც ერთ-ერთი მიმზიდველი ქვეყანაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით

access_time2020-12-15 21:00:00

„ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ ევროკავშირთან ერთად ჩაატარა საქართველოს საინვესტიციო გარემოს კვლევა, რომლითაც შეისწავლა საქართველოში 22 სხვადასხვა დარგში არსებული ვითარება და გამოაქვეყნა შეფასება, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ღია ეკონომიკაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართ. ჩვენ ვართ მერვე 80 - ზე მეტ ქვეყანას შორის. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ჩატარებული ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები; მხარდაჭერის მექანიზმები, რომელთაც ჩვენ ინვესტორებს ვთავაზობთ, არის ძალიან მიმზიდველი და მიუხედავად პანდემიისა, მიუხედავად გლობალური გამოწვევისა, საქართველო კვლავაც ერთერთი მიმზიდველი ქვეყანა რჩება პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და უცხოელი ინვესტორების მიმართ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების“ დოკუმენტის მიმართ, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) ევროკავშირთან ერთად საქართველოს მთავრობის დაკვეთით მოამზადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ნათია თურნავას განცხადებით, საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების საფუძველზე, საქართველოს პირველად მიენიჭა რეიტინგი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევაში FDI Regulatory Restrictiveness Index და აღნიშნულ კვლევაში საქართველომ დაიკავა მოწინავე მე-8 პოზიცია, 80-ზე მეტ ქვეყანას შორის, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. კვლევა მოიცავს ქვეყანაში არსებული 22 ეკონომიკური სექტორის შესწავლას და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებული ბარიერების იდენტიფიცირებას.

„ეს არ არის პირველი ასეთი შეფასება. მცირე ხნის წინ აშშ - ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც საქართველო დასახელებულია როგორც ერთ-ერთი ძალიან ღია და მიმზიდველი ეკონომიკა უცხოელი ინვესტორებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ქმნის ძალიან კარგ წინაპირობას, რომ 2021 წელს ჩვენ გავზარდოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ეკონომიკა გაჯანსაღდეს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.



მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, საქართველო ასევე ერთ-ერთი გამორჩეულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობით მშპ-სთან მიმართებაში. „ამ მაჩვენებლით საქართველო გლობალურად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა - 7,5 პროცენტი მშპ-ში არის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც ერთერთი საუკეთესო გლობალურად მაჩვენებელია,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up