ნათია თურნავა - პანდემიის პირობებში კიდევ ერთი ქართული საწარმო აფართოებს წარმოებას სახელმწიფოს, კერძოდ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით

ნათია თურნავა - პანდემიის პირობებში კიდევ ერთი ქართული საწარმო აფართოებს წარმოებას სახელმწიფოს, კერძოდ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით

access_time2021-02-17 13:00:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი, პლასტიკური ბოთლების ნახევარფაბრიკატებისა და რძის ნაწარმის კონტეინერების მწარმოებელი საწარმო „ალფა პეტი“ დაათვალიერა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



კომპანია 2018 წლიდან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიული კომპონენტით სარგებლობს და ცოტა ხნის წინ ამავე კომპონენტის ფარგლებში მიღებული დახმარებით გაფართოვდა, რის შემდეგაც რძის ნაწარმის კონტეინერების წარმოება დაიწყო.




ნათია თურნავას განცხადებით, ეს არის ძალიან კონკურენტუნარიანი ქართული საწარმო, რომელიც არა მხოლოდ ქართულ ბაზარს ამარაგებს, არამედ უკვე გავიდა ექსპორტზე ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში.




„კიდევ ერთი ქართული საწარმო აფართოებს წარმოებას სახელმწიფოს, კერძოდ პროგრამის „აწარმოე საქართველოში" დახმარებით. აღსანიშნავია, რომ „ალფა პეტის" პროდუქცია უკვე გავიდა ექსპორტზე რეგიონში, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და პანდემიის მიუხედავად, კომპანიამ არათუ შეამცირა წარმოება, პირიქით გაფართოვდა და სამომავლოდ ამ კუთხით კარგი პერსპექტივებიც აქვს. ახალი დანადგარი, რომელიც კომპანიამ სახელმწიფოს დახმარებით შეიძინა და დღეს სატესტო რეჟიმში ამოქმედდა, აძლევს შესაძლებლობას, რომ უფრო მრავალფეროვანი პროდუქცია მიაწოდოს როგორც ჩვენს, ასევე რეგიონის ბაზარს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.



კომპანია ამ ეტაპზე 54 ადამიანს ასაქმებს, მათ შორის ძირითადად ადგილობრივებს და უახლოეს ხანებშ წარმოების კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავენ.



„ალფა პეტის“ განხორციელებული ინვესტიციის ჯამური მოცულობა 30 მილიონ ლარს შეადგენს.



საწარმოს მინისტრთან ერთად ასევე სტუმრობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი და მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up