ნათია თურნავა - ორი ურთიერთმონათესავე პოლიტიკური პარტია ერთმანეთის საპირისპირო ლოგიკას ავითარებს და ვერ თანხმდება, რის გამო გვისაყვედუროს

ნათია თურნავა - ორი ურთიერთმონათესავე პოლიტიკური პარტია ერთმანეთის საპირისპირო ლოგიკას ავითარებს და ვერ თანხმდება, რის გამო გვისაყვედუროს

access_time2020-07-08 20:49:51

„ევროპული საქართველო" და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - ეს ორი ურთიერთმონათესავე პოლიტიკური პარტია და მისი ორი წარმომადგენელი ერთმანეთის საპირისპირო ლოგიკას ავითარებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნისთვის საზღვრის უპირობო გახსნასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ განაცხადა.


მისი თქმით, „ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი საყვედურს გამოთქვამს იმის გამო, რატომ არ გაუხსნა მთავრობამ საზღვრები უფრო მეტ ქვეყანას, მაგალითად თურქეთსა და პოლონეთს, თუმცა საკითხავია, რამდენად იცნობს ის თურქეთში არსებულ ვითარებას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე კი აცხადებს, რატომ გაუხსენით ამ ხუთ ქვეყანას საზღვარიო.


„იქნებ ერთმანეთში ადებატოთ ეს ორი პარტია და იქნებ ერთ მესიჯზე ჩამოყალიბდნენ. მე აქედან ერთი აზრი გამომაქვს, რომ ვერ ხედავენ ზუსტად რის გამო უნდა გვისაუყვედურონ. რეალურად ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ გეგმაზომიერად და დროულად", - აღნიშნა ნათია თურნავამ.



მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ 30 ივნისს ევროკავშირმა გამოაქვეყნა 15 ქვეყნისგან შემდგარი უსაფრთხო ქვეყნების სია, რომელშიც საქართველოც შედიოდა, თითოეულმა ქვეყანამ თავისი კონკრეტული წესები შემოიღო - ვიღაცამ საერთოდ უარი თქვა ჩვენთვის საზღვრის გახსნაზე, ვიღაცამ განსაკუთრებული შეზღუდვები დაგვიწესა და ჩვენც ანალოგიურად უნდა წავიდეთ.


„აქედან გამომდინარე, არ იყო გამართლებული ჩვენც ყველასთან გაგვეხსნა საზღვრები. ახლა ჩვენ ეს ხუთი ქვეყანა გმოვყავით, რომელთაც ჩვენც გაგვიხსნეს საზღვრები, სადაც ზომიერი ეპიდვითარებაა და სადაც პირდაპირი ფრენების პერსპექტივა გვაქვს. თუმცა, ჩვენ დამატებითი კონტროლის ბერკეტებს ვაწესებთ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up