ნათია თურნავა ორდღიანი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია

ნათია თურნავა ორდღიანი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია

access_time2020-02-27 20:40:16

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ორდღიანი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



„აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა ბაქოში სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს დაესწრება და შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან და ეკონომიკის მინისტრთან მიქაელ ჯაბაროვთან. შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველო-აზერბაიჯანის პარტნიორული ურთიერთობები ენერგეტიკის სფეროში და მათი სამომავლო პერსპექტივები.



სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალს რამდენიმე, მათ შორის ევროპის ქვეყნების (იტალია, ხორვატია, ბულგარეთი, თურქეთი და ა.შ.) ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრები, ასევე შესაბამისი უწყებების მაღალი თანამდებობის პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები (BP AGT; TANAP ; ICGB AD და აშ.) დაესწრებიან. მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება რამდენიმე სესია და პანელი, სადაც საუბარი წარიმართება რეგიონული თანამშრომლობის და მსხვილი, სტრატეგიული ენერგოპროექტების მიმდინარეობის გარშემო. მინისტერიალის ერთ-ერთი წამყვანი თემა, ევროპული ბაზრის საიმედო, უსაფრთხო ენერგომომარაგების მიზნით ენერგორესურსების მწარმოებელ, სატრანზიტო და მომხმარებელ ქვეყნებს შორის სტრატეგიული ურთიერთობების განვითარება იქნება. მინისტერიალის ბოლოს გაფორმდება შესაბამისი დეკლარაცია.




ნათია თურნავა მონაწილეობას მიიღებს სესიაში: „სამხრეთ გაზის კორიდორი: მიღწევები და გამოწვევები“.



საქართველოს დელეგაციაში ნათია თურნავასთან ერთად არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ექსპერტი აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგეტიკული დერეფნის საკითხებში გიორგი ვაშაყმაძე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორი გივი ბახტაძე; შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის აღმასრულებელი დირექტორი ლევან კანკავა; შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ოლეგ ბიჭიაშვილი; სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ გენერალური დირექტორის მრჩეველი დავით ონიანი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა

30 მარტი - ქართული ლარი და სომხური დრამი უმნიშვნელოდ გამყარდა, თურქული ლირა კი გაუფასურდა
access_time2020-03-30 19:00:15
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.     ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 30 მარტის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2845 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა $1/3.2875...

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა

საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა
access_time2020-03-30 17:10:10
საქართველოს მასშტაბით კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. საკარანტინო რეჟიმი ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში იქნა შემოღებული. „მივიღეთ გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ. ჩვენ ვაცხადებთ ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინს, რომელიც ხვალ, დილის 08:00 საათიდან დაიწყება“, –...

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს

დააპაუზე უფასოდ - საინიციატივო ჯგუფი, რომელიც პანდემიის დროს მოქალაქეებს იურიდიულ კონსულტაციას უწევს
access_time2020-03-30 17:00:36
„დააპაუზე უფასოდ“ - ამ სახელით ინტერნეტსივრცეში შექმნილი სამართლებრივი სივრცე მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემების სამართლებრივი გზით მოგვარებას. იდეის ავტორი, ადვოკატი მარიკა არევაძე „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ რამდენიმე ათეული სხვადასხვა პრობლემის შესახებ იღებენ შეტყობინებას და მათი მხრიდან ხდება ხალხის დაკვალიანება იურიდიული კუთხით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე ფორსმაჟორულ სიტუაციაში იჯარის, სესხების თუ კომუნალურებთან დაკავშირებული გართულებების...

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი

„როდესაც ერთ ბაზარზე ხარ ჩამოკიდებული, დრამატული ცვლილებები ყოველთვის მოსალოდნელია“ - ალექსანდრე რატიშვილი
access_time2020-03-30 18:00:42
 „წარმოება არც გაზრდილა და არც შემცირებულა, ბაზარზე  მოთხოვნა  სტაბილურად არსებობს, რომელსაც ვაკმაყოფილებთ“- ამის შესახებ „კომერსანტს“ პურ-ფუნთუშეულის და საკონდიტრო პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის „ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა ალექსანდრე რატიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წარმოების პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს და კომპანიაა 15 სახის პროდუქციას წარმოებას ისევ აგრძელებს.   „როგორც საგანგებო...

„როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო“ - ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრის თვითმკვლელობას „covid 19”-ის პანდემიას უკავშირებენ

„როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო“ - ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრის თვითმკვლელობას  „covid 19”-ის პანდემიას უკავშირებენ
access_time2020-03-30 16:30:04
გერმანიის ჰესენის ფედერალური მიწის ფინანსთა მინისტრმა ტომას შეფერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დასავლური მედიის ცნობით, ტომას შეფერის ცხედარი ფრანკფურტის მახლობლად, მატარებლის ლიანდაგზე აღმოაჩინეს. ჰესენის ფედერალური შტატის პრემიერ-მინისტრის, ვოლკერ ბუფირის თქმით, შეფერი "covid 19"-ის პანდემიის გამო სტრესულ მდგომარეობაში იყო. "როგორც ჩანს, სტრესს ვერ გაუძლო. გამოსავალი ვერ იპოვა და დაგვტოვა. მისი წუხილი იყო, შეძლებდა თუ არა მოსახლეობის უზარმაზარ...


მსგავსი სიახლეები

up