ნათია თურნავა - ოქტომბრის ბოლომდე გავზრდით არსებული რეგულარული ფრენების სიხშირეს ევროპის მიმართულებით

ნათია თურნავა - ოქტომბრის ბოლომდე გავზრდით არსებული რეგულარული ფრენების სიხშირეს ევროპის მიმართულებით

access_time2020-10-15 17:00:00

„ოქტომბრის ბოლომდე გავზრდით არსებული რეგულარული ფრენების სიხშირეს ევროპის მიმართულებით, ნოემბრიდან კი მოხდება ფრენების რაოდენობის და მიმართულებების ეტაპობრივი გახსნა. ეს ძალიან დაგვეხმარება, მათ შორის, ორგანიზებულად საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლის უზრუნველყოფაში არჩევნებისთვის. ჩვენი გადაწყვეტილება აბსოლუტურად სინერგიაშია ადაპტაციის პოლიტიკასთან,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, მინისტრის განცხადებით, ამის თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ამასთან, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ძირითადად საუბარია ფრენებზე ევროპის მიმართულებით, რომლებიც შესრულდება თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან.


მინისტრის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტის ამოქმედება ნიშნავს იმას, რომ საქართველოში რეგულარულ რეისებს უფრო აქტიურად ბიუჯეტური ავიაკომპანიებიც შეასრულებენ.



„ეს გადაწყვეტილება მიღებულია ეპიდემიოლოგიებთან შეთანხმებით. ასევე ჯანდაცვის სექტორთან ერთობლივი მსჯელობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ყველა შემომსვლელს ექნება ვალდებულება, წარმოადგინოს PCR ტესტის ლაბორატორიული შედეგები. საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ალტერნატივა, კვლავაც სავალდებულო კარანტინი გაიარონ, ან წარმოადგინონ ნეგატიური ტესტის შედეგი და წავიდნენ თვითიზოლაციაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ჩვენი მოქალაქე ამ უფლებით ისარგებლებს. ეს, ერთი მხრივ, გვაძლევს საშუალებას, რომ კვლავინდებურად ვმართოთ ეპიდვითარება და მოვახდინოთ რისკების პრევენცია, მაგრამ, ამავდროულად, არ შევზღუდოთ და გავზარდოთ მობილობა. დიდი იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში შემოვა მეტი ტურისტი, თუ, რა თქმა უნდა, გლობალური ეპიდვითარება ამის საშუალებას მოგვცემს. ბიზნეს-ვიზიტორებიც უფრო მეტად შემოვლენ და ჩვენი მოქალაქეებისთვისაც უფრო მარტივი იქნება მიმოსვლა,“ - განაცხადა მინისტრმა.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up