ნათია თურნავა - ნუ დავიყვანთ ანაკლიის სტრატეგიულ  პროექტს მარტო კონსორციუმის და ბატონი ხაზარაძის პრობლემებამდე

ნათია თურნავა - ნუ დავიყვანთ ანაკლიის სტრატეგიულ პროექტს მარტო კონსორციუმის და ბატონი ხაზარაძის პრობლემებამდე

access_time2019-10-04 15:20:00

ანაკლიის პორტის მომავალი არ უნდა დავუკავშიროთ პირდაპირ იმ დისკუსიას, დებატებსა და პრობლემებს, რომლებიც შეიძლება გვქონდეს იგივე ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან - თუ რაიმე პრობლემა ექნება კონსორციუმს, არ ნიშნავს, რომ ის აისახება პორტის მომავალზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „მაესტროს ბიზნეს თაიმში საუბრისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



მისი თქმით, თავად პროექტის აზრი დიდი დიდი ხანია გაცდა ერთი კონკრეტული ინვესტორის პრობლემატიკას.



„სახელმწიფო, მთავრობა იმდენადაა ანაკლიის პორტის პროექტში ჩართული და მის მხარდასაჭერად მოტივირებული, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა პრობლემები ექმნება „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, ახერხებს თუ არა ის თანხების ვადებში მობილიზებას, ეს პროექტი ყველა ვარიანტში განხორციელდება, - აღნიშნა ნათია თურნავამ.



ნათია თურნავამ ვრცლად ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი-ს პრობლემები ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი საკითხია.




„ნუ დავიყვანთ ასეთ დიდ, მნიშვნელოვან, სტრატეგიულ პროექტს მარტო კონსორციუმის და ბატონი ხაზარაძის პრობლემებამდე, ეს არის თავისი მასშტაბით ერთმანეთს აბსოლუტურად აცდენილი ორი თემა. ანაკლიის პორტი უდიდესი სტრატეგიული პროექტია, ეს იდეა მანამდეც არსებობდა, ვიდრე ჰორიზონტზე კონსორციუმი გამოჩნდებოდა და მერეც იარსებებს. ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ - ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პროექტი დღევანდელი ფორმით განხორციელდება, სადაც კონსორციუმი თავის ღირსეულ როლს შეასრულებს. მაგრამ კონსორციუმის პრობლემა პირდაპირ კავშირში არ არის ანაკლიის პროექტის პრობლემასთან - ანაკლიის თემა გაცილებით დიდია, უპირატესი და ეს საკითხები ასე მოგვარდება თუ ისე, პორტი მაინც იარსებებს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.



ამასთან, ნათია თურნავამ აქცენტი გააკეთა იმ პრობლემებზე, რომლებსაც ანაკლიის პორტის პროექტის შეფერხება ქმნის, მათ შორის რეგიონისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო მცირე ქვეყანა და შესაბამისად, პატარა ბაზარია და აქ განხორციელებული ყველა მსხვილი პროექტი მასზე დიდ ზეგავლენას ახდენს, ისევე, როგორც თითოეული დიდი პროექტის შეფერხება დიდ დარტყმას აყენებს.



„ვიცი, რომ სამეგრელოში, ანაკლიის რაიონში ადამიანებს ძალიან დიდი იმედგაცრუება აქვთ იმის გამო, რომ პროექტი უნდა დაწყებულიყო 2017 წელს, ახლა უკვე ოპერირებადი პორტი და თავისუფალი ეკონომიკური ზონა და 1000-მდე სამუშაო ადგილი უნდა ყოფილიყო შექმნილი. ადამიანებს ამაზე გათვლილი გეგმები ჰქონდათ და იმის გამო რომ ეს პროექტი გვიანდება, ზარალდება როგორც რეგიონი, ისე მთლიანად საქართველო, - განაცხადა მინისტრმა.









„როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება მისცა

„როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება მისცა
access_time2019-10-16 18:25:30
რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით შესაძლებელია, ფრენები განახლდეს. „როსავიაციამ“ რუსულ ავიაკომპანია S7 Airlines-ს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება მისცა. აღნიშნულ ცნობას საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით „სოვა ნიუსი“ ავრცელებს. ბრძანების თანახმად, ავიაკომპანიას რეისის მოსკოვი-ქუთაისი განხორციელება კვირაში 7-ჯერ შეუძლია. არსებული ინფორმაციის თანახმად, S7 Airlines-ის წარმომადგენლებს ჯერ არ...

რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში? - ქართული ოცნების დეპუტატების ვერსიები

რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში? - ქართული ოცნების დეპუტატების  ვერსიები
access_time2019-10-16 20:15:33
„თიბისი ბანკის“ და მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძე „მთავარი არხის“ ეთერში სკანდალური განცხადება გააკეთა. მან გაიხსენა  2017 წლის შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან სოლოლაკის სასახლეში, სადაც ყოფილმა პრემიერ მინისტრმა მას განუცხადა, რომ ის ვერ ერკვევა გეოპოლიტიკურ სიტუაციაში. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის პროექტზე უარის თქმისკენ მოუწოდა, რადგან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მიიჩნევდა, რომ შავ ზღვაში ამერიკელების ადგილი არ...

ახალი რეგულაცია საფინანსო სექტორისთვის - რა შეზღუდვა ამოქმედდება სესხის გამცემი პირებისთვის 2020 წლიდან

ახალი რეგულაცია საფინანსო სექტორისთვის - რა შეზღუდვა ამოქმედდება სესხის გამცემი პირებისთვის 2020 წლიდან
access_time2019-10-16 19:00:29
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, კომერციული ბანკებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის 2020 წლის 1-ლი თებერვლიდან ახალი შეზღუდვა ამოქმედდება. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 11 ოქტომბრის ბრძანებაშია აღნიშნული. საუბარია, სესხის გამcემი პირებისთვის დაწესებულ შეზღუდვაზე, რომელიც სესხის უზრუნველყოფისთვის ჩადებული ქონების ბანკში გადაგირავებას კრძალავდა. აღსანიშნავია,...

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „S&P Global“-მა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის რეიტინგი ‘BB-/სტაბილურამდე’ გაზარდა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „S&P Global“-მა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის რეიტინგი ‘BB-/სტაბილურამდე’ გაზარდა
access_time2019-10-16 14:05:54
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო შ&P Gლობალ -მა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“(„კორპროაცია“) გრძელვადიანი რეიტინგი „B+“-დან „BB -“-მდე გააუმჯობესა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა. სააგენტომ კორპორაციის რეიტინგი 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კორპორაციის როლს ენერგეტიკული პოლიტიკის მიზნებისათვის. კორპორაცია წარმოადგენს მთავარ ინსტრუმენტს ბუნებრივი გაზის მოწოდების საიმედოობის...

„კურიოზულია, როცა სახელმწიფო ამბობს, რომ ბიზნესის მხარდამჭერია და მუდმივად სხვადასხვა ტიპის არაეფექტიანი რეგულაციები შემოაქვს“

„კურიოზულია, როცა სახელმწიფო ამბობს, რომ ბიზნესის მხარდამჭერია და მუდმივად  სხვადასხვა ტიპის არაეფექტიანი რეგულაციები შემოაქვს“
access_time2019-10-16 17:30:17
„კურიოზულია, როცა ერთი მხრივ, სახელმწიფო ამბობს რომ ბიზნესის მხარდამჭერია და მეორე მხრივ, სხვადასხვა ტიპის რეგულაციები შემოაქვს. რეაგულაციების მიზნობრიობა არ აიხსნება, ერთადერთი არგუმენტი მათი მხრიდან ის არის,რომ ევროკავშირის დირექტივა გვავალებს ამას. ეს მიუღებელი პასუხია,“ - განაცხადა რადიო „კომერსანტზე“ სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორმა, ქართლოს ყორანაშვილმა. გადაცემაში ბიზნეს გარემოს სამართლებრივი ჩარჩოს, ბიზნესზე სამართლებრივი...


მსგავსი სიახლეები

up