ნათია თურნავა: „ნენსკრა ჰესის“ პროექტი თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაში

ნათია თურნავა: „ნენსკრა ჰესის“ პროექტი თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაში

access_time2017-09-20 20:19:17

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელის მოადგილის, ნათია თურნავას განცხადებით, „ნენსკრა ჰესის“ პროექტი საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაში თავის წვლილს შეიტანს.

 

 

ამის შესახებ ნათია თურნავამ გადაცემაში „საქმის კურსი“ განაცხადა.


მისი თქმით, ეს პროექტი განსაკუთრებულია იმითაც, რომ კერძო ინვესტორს ეძლევა დროებით სარგებლობის უფლება და 35 წლის შემდეგ ჰესი საქართველოს მოსახლეობას უკან დაუბრუნდება. 

 

„ნენსკრა ჰესი“ გახლავთ საქართველოს ენერგეტიკისთვის განსაკუთრებული რამოდენიმე ნიშნით. პირველი - ეს არის უმსხვილესი პროექტი - ერთ მილიარდიანი და მეტიც და ასეთი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი ცოტა გვაქვს. მეორე მხრივ, "ნენსკრა ჰესი" შეიტანს თავის წვლილს საქართველოს ენერგოუსაფრთოხებაში. დღეს ჰიდროენერგია მიწოდებულია ერთი ჰესის მიერ. ეს არის "ენგურჰესი", რომელიც მართალია ძალიან კარგ მდგომარეობაშია, რეაბილიტირდება დროდადრო, მაგრამ წინა საუკუნის 80-იან წლებშია მაინც გაშვებული და მისი ნაწილი მდებარეობს ჩვენთვის არაკონტროლირებად ტერიტორიაზე. ეს გარკვეულ რისკებს ქმნის. სწორედ ისეთი პროექტები, როგორებიცაა "ნენსკრა", "ხუდონი", "ნამახვანი", "ონი", შეავსებს ამ რისკს. ეს არის პროექტები, რომელსაც აქვს მაღალი კაშხლები და დიდი რეზერვუარები. სწორედ ეს იყო მთავრობის დაკვეთა და ამ ფორმით ეს ყალიბდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


 

წყარო : bm.ge

 

 



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება

თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება
access_time2020-07-06 16:45:43
„თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე“  საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს გახსნა კორონავრიუსის პანდემიამ შეაფერხა. ამის შესახებ „კომერსანტს“ კურორტის კომერციულმა მენეჯერმა სალომე ყვავილაშვილმა განუცხადა. მისივე განცხადებით, ახალი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ ტერიტორიაზე მიმდინარე წელს გაიხსნება, თუმცა ბრენდის სახელწოდება კვლავ გასაიდუმლოებულია. 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით „თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის“ განვითარება...

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად

სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე - სასტუმროს  ნომრის შეძენა აპარტამენტის ნაცვლად
access_time2020-07-06 15:45:57
სასტუმროს ნომრის შეძენა აპარტამენტის სანაცვლოდ - ესაა სიახლე უძრავი ქონების ბაზარზე, რომელსაც სასტუმრო „ლაბაუ“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს.   სასტუმროს ნომრის შეძენით, მყიდველი ავტომატურად ხდება  5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მთლიანი მოგების მეწილე. სასტუმრო მდებარეობს გუდაურში.  რა უპირატესობა აქვს სასტუმრო ნომრის შეძენას აპარტამენტის შეძენისგან განსხავებით?  - ამასთან დაკავშირებით...


მსგავსი სიახლეები

up