ნავთობისა და გაზის კორპორაცია 300 მლნ ევროს ობლიგაციებს გამოუშვებს

ნავთობისა და გაზის კორპორაცია 300 მლნ ევროს ობლიგაციებს გამოუშვებს

access_time2019-12-26 12:27:40

„ნავთობისა და გაზის“ კორპორაციის წლიური ანგარიში და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა. შეხვედრას დაესწრნენ მინისტრი ნათია თურნავა, მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი და აგრეთვე კორპორაციის პასუხისმგებელი პირები.


კორპორაციის გენერალური დირექტორის, გიორგი ბახტაძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კორპორაცია ფინანსურ წელს მნიშვნელოვანი მოგებით ასრულებს. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ J.P. Morgan-მა საქართველოში ძირითად ემიტენტებთან ვიზიტის შემდგომ 2019 წლის 11 ივნისს გამოაქვეყნა პრეს-რელიზი, რომლის მიხედვით კორპორაცია შეაფასა ყველაზე მაღალი სანდოობის მქონე კომპანიად, ხოლო საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ ამავე წლის 15 ოქტომბერს კორპორაციას გრძელვადიანი რეიტინგი „BB -- მდე გააუმჯობესა და პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.


პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ ნავთობისა და გაზის კორპორაცია წარმოადგენს მთავარ ინსტრუმენტს ბუნებრივი გაზის მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფის საქმეში. ამასთან, კორპორაცია არის საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი ნავთობის და გაზის უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო პროექტებში და აგრეთვე აქვს ეროვნული ნავთობის კომპანიის სტატუსი. კორპორაცია პროდუქციის განაწილების ხელშეკრულებებში წარმოადგენს სახელმწოფო ინტერესს.


გიორგი ბახტაძის განცხადებით, კორპორაციამ სრულად უზრუნველყო თბილისის აღმოსავლეთით მდებარე „გარდაბნის თბოსადგური 2-ის მშენებლობის დაფინანსება. ეს არის კომბინირებული ციკლის, თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მგვტ. დადგმული სიმძლავრის მქონე სადგური, რომელიც სრულად 2020 წლის დასაწყისში შევა ექსპლუატაციაში და საქართველოს ერთიან ელექტროსისტემას სტაბილურად მიაწვდის ელექტროენერგიას.



კორპორაციის კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საქართველოს ტერიტორიაზე მაგისტრალური გაზსადენების მშენებლობა/რეაბილიტაცია და ქვეყნის იმ რეგიონების გაზიფიკაცია, სადაც გაზის მიწოდება არასდროს ყოფილა, მაგალითად ერთ-ერთი ასეთი რეგიონია აჭარის მთიანეთი. გიორგი ბახტაძის ინფორმაციით, მხოლოდ 2019 წელს კორპორაციამ 97 კმ. სიგრძის გაზსადენის მშენებლობა დაასრულა.


რაც შეეხება სამომავლო პროექტებს, 2020 წელს დაგეგმილია „გარდაბანი3-ის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტზე მუშაობის დაწყება. აღნიშნული სადგურისთვის გამოყენებული იქნება ახალი მოდიფიკაციის ტურბინები, რომლებსაც ექნება აქამდე წარმოებულ ტურბინებზე უფრო მაღალი ეფექტურობა, შესაბამისად ბუნებრივი გაზის უფრო ნაკლები დანახარჯი ყოველ გენერირებულ კვ/სთ ელექტროენერგიაზე.


ასევე, 2020 წელს დაგეგმილია EPC (პროექტირება, შესყიდვები, მშენებლობა) კონტრაქტორის შერჩევა მიწისქვეშა გაზსაცავის მასშტაბური პროექტისათვის. ამ პროექტსაც ახორციელებს ნავთობისა და გაზის კორპორაცია. გაზსაცავის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2024 წელს.


2020 წლის აპრილში დაგეგმილია არსებული ევროობლიგაციების რეფინანსირება, რომლის ფარგლებშიც მოხდება 300 მლნ. ევროს მოცულობის ევროობლიგაციების გამოშვება და ამ სახსრებით არსებული 250 მლნ აშშ დოლარის ობლიგაციების სრული გამოსყიდვა.


პრეზენტაციის ბოლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ დადებითად შეაფასა კორპორაციის მიერ გაწეული საქმიანობა 2019 წელს. მისი თქმით, „კორპორაციის წარმატებულ საქმიანობაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაც. ნავთობის და გაზის კორპორაცია კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორი უნდა იყოს წარმატებული და მომგებიანი სახელმწიფო საწარმო. კორპორაციის უშუალო ჩართულობით და მონაწილეობით უმნიშვნელოვანესი ენერგოობიექტები შენდება და აგრეთვე მიმდინარეობს არსებული ობიექტების რეკონსტრუქცია, რაც საბოლოო ჯამში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და უსაფრთხო და უწყვეტი ენერგომომარაგებისთვის - განაცხადა ნათია თურნავამ.





Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია

Forbes: აპრილის ეკონომიკა და გადასახადების გრძელი სია
access_time2020-04-01 20:00:58
1 აპრილს მილიონობით ამერიკის მაცხოვრებლისთვის იჯარის გადახდის ბოლო ვადა ყველაზე დამამძიმებელი აღმოჩნდა. უძრავი ქონების ყოველი მეოთხე მოქირავნე ახლა შემოსავლის მეოთხედზე მეტს საცხოვრებელზე იხდის. საცხოვრებლის ქირა კი მხოლოდ პირველია იმ გადასახადების რიგში, რისი მოგვარებაც აპრილში ხალხს მოუწევს -  კომუნალური გადასახადები, საკრედიტო ბარათები, დაზღვევა, იპოთეკა, სტუდენტური გადასახადი - ბევრი რამ რასაც არაერთი ამერიკელი უბრალოდ ვერ გასწვდება. კარგი ამბავი ისაა, რომ აპრილიდან სექტემბრის...

ლიბერთი მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს

ლიბერთი  მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს
access_time2020-04-01 17:50:52
დღეიდან, 1 აპრილიდან, ლიბერთის გადაწყვეტილებით, არაასაკობრივი პენსიონერები „პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით უფასოდ ისარგებლებენ. ,,ჩვენ ვაგრძელებთ მომხმარებელზე ზრუნვას და მათ უსაფრთხოებასა და საჭიროებებზე მორგებულ კიდევ ერთ სიახლეს ვთავაზობთ. დღევანდელი გადაწყვეტილებით, არაასაკობრივ პენსიონერებს შეეძლებათ შეუფერხებლად და რაც მთავარია, ნულოვანი ტარიფით გაიაქტიურონ ‘პენსია ჩარიცხვამდე’ სერვისი სერვისცენტრებსა და ლიბერთის ნებისმიერი ბანკომატის საშუალებით. გვინდა, ვთხოვოთ...

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა

1 აპრილი - ქართული ლარი მყარდება, თურქული ლირა მცირედით გაუფასურდა
access_time2020-04-01 19:00:37
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდება, სამეზობლოში ვალუტის კურსები ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 1 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2413 ლარი შეადგინა. Bloomberg-ზე დილიდან ვაჭრობა...

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა

საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა
access_time2020-04-01 18:10:11
საქართველოს მთავრობამ ყველა დეველოპერული მშენებლობა შეაჩერა. როგორც „კომერსანტმა“  გაარკვია, შესაბამისი ცვლილება „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში შევიდა.    ინფორმაციის გადამოწმება მთავრობის ცხელ ხაზზეც ვცადეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ დეველოპერული საქმიანობა ქვეყანაში გუშინ აიკრძალა. 144-ზე გვითხრეს, რომ შპს-ს იმ შემთხვევაში აქვს მუშაობის უფლება...

ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს

 ხელისუფლების სახიფათო გადაწყვეტილება - ზემო რაჭა ტურისტულ დანიშნულებას დაკარგავს
access_time2020-04-01 17:50:09
„თუ იქნება ჰესი, არ იქნება მდინარე აქ. კარგად დაიმახსოვრეთ, რომ აქ იქნება პატარა, რუჩუაზე ოდნავ დიდი ნაკადული“, - ეს სიტყვები მოძრაობა „არა ონის კასკადის“ ერთ-ერთ აქტივისტს ეკუთვნის, რომელიც მან რაჭის სოფელ ნიგავზების მდინარის ვიდეოკადრებთან ერთად გამოაქვეყნა. ასე გააპროტესტა მან რაჭაში ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა. გარემოს დაცვის სამინისტროსგან მშენებელი კომპანიისთვის რამდენჯერმე შენიშვნებით უკან დაბრუნებული პროექტი მოწონებულია - 2020 წლის 17 მარტს, როცა ქვეყანა მთლიანად...


მსგავსი სიახლეები

up