ნათია თურნავა - „ნამახვანიჰესის“ პროექტი პიკზე  საქართველოს 2000-ზე მეტ მოქალაქეს დაასაქმებს და პირველ რიგში, ეს რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობა იქნება

ნათია თურნავა - „ნამახვანიჰესის“ პროექტი პიკზე საქართველოს 2000-ზე მეტ მოქალაქეს დაასაქმებს და პირველ რიგში, ეს რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობა იქნება

access_time2020-11-19 15:00:00

„ნამახვანიჰესი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით. პროექტი ძალიან კარგადაა გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით, სერიოზული განხილვები ჰქონდათ გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით და დიდი გეგმა აქვთ. დარწმუნებული ვარ, რომ პირველ რიგში კომპანიის აქტიურობით, ჩვენი მედიაციით ეს პროცესი თანდათან მშვიდობიანად განიმუხტება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ნამახვანი ჰესის მშენებლობის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციის კომენტარისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



ნათია თურნავას ინფორმაციით, ინვესტორი, კომპანია „ენკა“ ძალიან აქტიურად მუშაობს მოსახლეობასთან, მათ შორის სოციალური პროექტების განხორცილების მიმართულებით. ინვესტორი ძალიან აქტიურად მუშაობს მოსახლეობასთან, მანამდეც მუშაობდა და სწორედ ამის გამო ძალიან შეთანხმებულად ჩატარდა იგივე მიწების გამოსყიდვა, კომპენსაციების დარიგება, ინვესტორი მთელ რიგ სოციალურ პროექტებს ახორციელებს და ადგილობრივი მოსახლეობა საკმაოდ კარგადაა ჩართული ამ პროექტიდან გამომდინარე სხვადასხვა სოციალურ პროგრამაში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.



ამასთან, ნათია თურნავას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტის მიმდინარეობისას იქმნება ახალი სამუშაო ადგილები, პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის - დღესდღეობით მოსამზადებელი სამუშაოს ფარგლებშიც ძალიან დიდი დოზით სწორედ ადგილობრივი, ახლომდებარე სოფლების მოსახლეობაა დასაქმებული. მინისტრის ინფორმაციით, პიკზე პროექტი საქართველოს 2000-ზე მეტ მოქალაქეს დაასაქმებს და პირველ რიგში, ეს რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.




„მთლიანობაში, რასაკვირველია, კარგი არ არის, როდესაც მსგავსი ექსცესები ახლავს მსხვილ პროექტებს და ისიც მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი. ზოგადად, ბევრ ქვეყანაში როდესაც დიდი პროექტები ხორციელდება, რომელსაც აქვს გარკვეული გავლენა გარემოზე, საკმაოდ რთული ინჟინერია და სამშენებლო მიზანი გააჩნია, ისმის ხოლმე კითხვები, არის გარკვეული პროტესტის გამოხატვა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა, თუმდა, მისი განმარტებით, ის ფაქტი, რომ ნებართვაში გარკვეული პირობებია ჩადებული, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ხელისუფლება ძალიან დიდი პასუხისმგებლობით და სიფრთხილით ეკიდება მსგავსი პროექტების უსაფრთხოების თემას.



„ამიტომ ინვესტორი ვალდებულია, თითოეულ ეტაპზე ცალკე მოიპოვოს ჩვენგან თანხმობა მხოლოდ და მხოლოდ ძალიან სერიოზული დასაბუთების საფუძველზე და ჩვენ მკაცრ მონიტორინგს ვაწარმოებთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.







„პროცენტის მეათედამდე სიზუსტით არ უნდა ილაპარაკო, უადგილო ქედმაღლობაა“

„პროცენტის მეათედამდე სიზუსტით არ უნდა ილაპარაკო, უადგილო ქედმაღლობაა“
access_time2020-11-27 10:00:55
ლოქდაუნი ლოქდაუნის გამოცხადების გარეშე, საქართველოს მთავრობა „წერტილოვანი შეზღუდვებით“ ქვეყანას სრულად კეტავს. ხვალიდან გაჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაიხურება ფიტნეს დარბაზები, აუზები და სავაჭრო ცენტრები. სტუმრებს ვეღარ მიიღებენ ვერც რესტორნები და კვების ობიექტები. გამოცხადებულ შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება, პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია ელოდება, რომ ეს ფასი მხოლოდ მშპ-ს 0.7%-0.8% იქნება და არა ათი ათასობით ახალი უმუშევარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-26 21:00:26
დღის ტოპ 10 საინტერესო ამბავი: 1.  ორთვიანი შეზღუდვები - რა იკრძალება 28 ნოემბრიდან 31 იანვრამდე? საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი...

26 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

26 ნოემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-11-26 18:15:30
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3137 ლარი გახდა....

რა არის „შავი პარასკევი“ და სად დაიწყო დიდი ფასდაკლებების ტრადიცია

რა არის „შავი პარასკევი“ და სად დაიწყო დიდი ფასდაკლებების ტრადიცია
access_time2020-11-26 20:00:13
შავი პარასკევი - არის პირველი პარასკევი ამერიკის ერთ-ერთი ეროვნული დღესასწაულის - მადლიერების დღის შემდეგ, ნოემბრის ბოლოს, როგორც წესი 23-დან 29-რიცხვამდე. სწორედ ამ დღეს იწყება...

გიორგი ხანიშვილი: 2020 წელს აგროექსპორტი მკვეთრად გაიზარდა

გიორგი ხანიშვილი: 2020 წელს აგროექსპორტი მკვეთრად გაიზარდა
access_time2020-11-26 19:00:14
სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 2020 წლის 3 კვარტალში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა. რასთან არის ეს დაკავშირებული და შეიძლება თუ არა ეს გამოკვეთილ ტენდენციად ჩაითვალოს?   აგრარული პროდუქციის ექსპორტის თვალსაზრისით 2020 წელს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს იყო წელი, როდესაც 2013 წელს დაწყებულმა აგროსექტორის მხარდაჭერის სახელმწიფო  პროგრამებმა შედეგები გამოიღეს.   ერთ-ერთი ასეთი პროექტია „დარგე მომავალი“, რომელიც ხილის და...


მსგავსი სიახლეები

up