ნათია თურნავა: „„ნამახვანი ჰესის“ პროექტი ჯერ მხოლოდ დაწყებულია და ტოვებს სივრცეს, გავითვალისწინოთ გარკვეული მომენტები მისი გაუმჯობესებისთვის“

ნათია თურნავა: „„ნამახვანი ჰესის“ პროექტი ჯერ მხოლოდ დაწყებულია და ტოვებს სივრცეს, გავითვალისწინოთ გარკვეული მომენტები მისი გაუმჯობესებისთვის“

access_time2021-03-05 23:20:00

„აქ არიან ადამიანები, რომლებსაც რეალურად ადარდებთ ხეობის ბედი და დავინახეთ, რომ მათი პროტესტი გულწრფელია - აქ ჩვენ არ დაგვხვედრიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მოწადინებული არიან, რომ რაღაც შოუ დადგან და ანგაჟირებული განცხადებები გააკეთონ. დარწმუნებული ვართ, რომ რასაც ვთავაზობთ ადგილობრივ მოსახლეობას ამ პროექტის მეშვეობით, მათ შორის ეს ხეობის განვითარებასაც ემსახურება“ - ეს განცხადება ნათია თურნავამ ე.წ. „რიონის ხეობის მცველებთან“ შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომლებიც „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობითვე, მათთან კარვებში მისვლის გადაწყვეტილება ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა ცაგერში, ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის დროს მიიღეს, სადაც „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებული პრობლემური საკითხები განიხილეს. მინისტრების განცხადებით, კარვებში მყოფი ადამიანები ვერ დაესწრნენ ამ შეხვედრას, ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მთავრობის წევრები აუცილებლად წასულიყვნენ მათთან სასაუბროდ და ადგილზე გადაეწყვიტათ მათთვის მისაღები ფორმატი და ადგილი მომავალი შეხვედრებისთვის.


„მნიშვნელოვანია დიალოგი ყველა საჭირბოროტო საკითხზე რაც მათ ადარდებთ. შევეცდებით, ჩვენი არგუმენტები იმდაგვარად წარმოვადგინოთ, რომ არ დარჩეს ბევრი კითხვის ნიშანი. თუ დავინახეთ, ამ პროექტის მსვლელობისას შესაძლებელია, გავითვალისწინოთ გარკვეული მომენტები, რაც შეიძლება უკეთესად გადაწყდეს ამ პროექტის ფარგლებში, რომელიც ჯერ კიდევ მხოლოდ დაწყებულია და ტოვებს სივრცეს გარკვეული გაუმჯობესებისთვის, ამისთვისაც მზად ვართ“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.



მისივე თქმით, საქართველოში ბევრი მაგალითი გვაქვს ისეთი რეგიონების, სადაც ჰიდროენერგეტიკის განვითარების კვალობაზე გაივსო სოფლები, დამაგრდა მოსახლეობა და შეივსო ადგილობრივი ბიუჯეტები. „მზად ვართ, ერთად მოვნახოთ ის გზა, რომელიც წაადგება როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე სრულიად საქართველოს“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up