ნათია თურნავა: „„ნამახვანი ჰესის“ აშენება მოხდება იმ პირობებისა და წესების მიხედვით, რომლებსაც მათ  სახელმწიფო უწესებს და გაუკონტროლებს“

ნათია თურნავა: „„ნამახვანი ჰესის“ აშენება მოხდება იმ პირობებისა და წესების მიხედვით, რომლებსაც მათ სახელმწიფო უწესებს და გაუკონტროლებს“

access_time2021-03-05 22:40:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ცაგერში „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ინვესტორისთვის მიწის გადაცემის საკითხები განმარტა და დასმულ შეკითხვებს უპასუხა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


პრემიერ-მინისტრის დავალებით გამართულ შეხვედრაში ნათია თურნავასთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ექსპერტები და ადგილობრივი ხელისუფლებს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.



ნათია თურნავას განცხადებით, ეს არ არის მიწის უპირობოდ გადაცემა და თუ ინვესტორი რომელიმე პირობას არ ასრულებს, რომელიც ხელშეკრულებაში, სამშენებლო და გარემოსდაცვით ნებართვებშია ჩადებული, სახელმწიფოს აქვს სრული უფლებამოსილება, დააყენოს მისი პასუხისმგებლობის საკითხი, რაც, საბოლოო ჯამში, შეიძლება ხელშეკრულების მოშლით და მიწის უკან გამოთხოვით დასრულდეს.




„მაგრამ თუ ინვესტორი პირნათლად ასრულებს ყველა ვალდებულებას, რასაც მათ სახელმწიფო აკისრებს, რა თქმა უნდა, ის ამ მიწაზე თავისუფლად დახარჯავს საკუთარ სახსრებს, ააშენებს სადგურს და დაასაქმებს ხალხს. არცერთი ინვესტორი, გარანტიის გარეშე, რომ მიწას, რაზეც აშენებს და ხარჯავს ფულს, მას არავინ გამოაცლის უმიზეზოდ, დარღვევის გარეშე, ინვესტიციას არ ჩადებს,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.



მინისტრმა უარყო ბრალდება, თითქოს ინვესტორს რიონის ხეობა მთლიანად გადაეცა. მისი თქმით, არცერთი ინვესტორი არ შემოვა კერძო საკუთრებაში მიწის ქონის გარეშე, მით უფრო, რომ აქ საუბარია 800 მლნ დოლარზე მეტ ინვესტიციაზე. „ეს ტერიტორია არ არის გადაცემული უპირობოდ - ეს არის მხოლოდ ამ ჰიდროსადგურისთვის აუცილებელი მდებარეობა და მას ახლავს დიდი ნაგებობები. ეს არის იგივე წყალსაცავი, რომლის სარკის მოცულობა არის 530 ჰა. ჰესის აშენება მოხდება იმ პირობებისა და წესების მიხედვით, რომელსაც სახელმწიფო მათ უწესებს და გაუკონტროლებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნებათ მათ ეს მიწა მართლზომიერ სარგებლობაში. თუ რომელიმე პირობა ირღვევა, სახელმწიფოს აქვს სრული უფლება, პროექტი მოშალოს და გადაცემული მიზნობრივი აქტივი დაიბრუნოს უკან“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.



შეხვედრაზე დასმული კითხვის საპასუხოდ მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, შეუძლია თუ არა ინვესტორს, ეს მიწა სხვა საქმიანობაში გამოიყენოს. „ვერცერთი უცხოელი ამ მიწას ვერ მოიკიდებს და ვერ წაიღებს. შეუძლია თუ არა ეს სხვა საქმიანობაში გამოიყენოს? - არა და ეს არის ხელშეკრულების მკაფიო პირობა. მიწა გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ მიზნობრივად ჰესის მშენებლობისთვის. არსებობს მკაფიო პროცედურა, რაც ხელშეკრულების დანართშია გაწერილი, როგორ უნდა დაასაბუთოს თითოეული მიწის ნაკვეთის აუცილებლობა და პროექტთან კავშირი ინვესტორმა, რომ სახელმწიფო დარწმუნდეს, რომ ეს მიწა ამ პროექტს ნამდვილად სჭირდება,“ - განაცხადა მინისტრმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up