ნათია თურნავა - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უნდა მოხდეს დეესკალაცია პროექტის ირგვლივ და ხეობა ნორმალურ ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს

ნათია თურნავა - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უნდა მოხდეს დეესკალაცია პროექტის ირგვლივ და ხეობა ნორმალურ ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს

access_time2021-06-14 16:00:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უნდა მოხდეს დეესკალაცია პროექტის ირგვლივ და ხეობა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ხელისუფლება მზად არის პასუხისმგებლობა აიღოს, მაგრამ პროცესის შვიდობიანად გაგრძელებაზე პასუხისმგებლობა ასევე უნდა იკისრონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ.


„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით საერთაშორისო მედიაციის პროცესი დაიწყო. პირველი შეხვედრა ევროპული ენერგეტიკული ქარტიის დავების საბჭოს თავმჯდომარის მედიაციით გაიმართა. 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა შეხვედრა, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე იყო წარმოდგენილი, მათ შორის აქტივისტები, რომლებიც რიონის ხეობაში პროტესტს გამოთქვამენ, არასამთავრობო ორგანიზაციები, მთავრობა იყო წარმოდგენილი, 2 სამინისტრო, ასევე თვითონ ინდუსტრიაციაც განახლებადი ენერგიების და ჰესების ასოციაციის სახით. საკმაოდ საგნობრივი დისკუსია წარიმართა. ეს პირველი შეხვედრაა, მედიაციის პროცესი უფრო რთულია და ამით არ ამოიწურება, პოზიციები იყო დაფიქსირებული. საბოლოო დასკვნაში რაც გამოქვეყნდა, აღინიშნა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ უნდა მოხდეს დეესკალაცია პროექტის ირგვლივ, ნორმალურ პირობებს და ნორმალურ ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს ხეობა და ეს ჩვენი ძალიან დიდი სურვილია. დეესკალაციას ყოველთვის აქვს ორი მხარე, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯები, რომლებზეც ჩვენ მზად ვართ, მაგრამ გარკვეული პასუხისმგებლობა იმ ადამიანებმაც უნდა აიღონ, ვინც ხეობაში აპროტესტებს, რომ ეს იქნება მშვიდობიანი პროცესი და კომპანიას, რომელსაც დღეს კანონიერად გაცემული ნებართვის ფარგლებში ახორციელებს მხოლოდ საწყის მოსამზადებელ სამუშაოებს, არ შეექმნება პრობლემა, მათ თანამშრომლებს არ შეექმნებათ პრობლემა, ეს არის 300-მდე ადილობრივი მცხოვრები.


ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა უფლება იყოს დაცული, როგორც ინვესტორის, ასევე ადამიანების, ვინც მუშაობს ამ პროექტში. დაისახა გეგმები, რომ უფრო კვალიფიციურ, მაღალ დონეზე მოხდეს შესწავლა გარემოს დაცვითი და კომერციული ასპექტების, რა შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ ქმედებას, თუნდაც სამუშაოების შეწყვეტას, რასაც მძიმე შედეგი ექნება ჩვენი საინვესტიციო იმიჯისთვის, ასევე რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის, რადგან ამის შედეგად კომპანიას ექნება სრული უფლება, სახელმწიფოს მოსთხოვოს ამაზე პასუხი, რადგან ის დღეს ახორციელებს კანონიერი ნებართვის ფარგლებში ქმედებებს. ვფიქრობ, პირობები, რაც დაისახა, საშუალებას იძლევა ეტაპობრივად, მშვიდობიანად მოხდეს პროექტის ირგვლივ ნორმალიზაცია“,-განაცხადა თურნავამ.



IPN.GE






ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-27 18:00:21
27 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.64 თეთრით 3.0892-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს 3.0930-იანი კურსი დაფიქსირდა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 0.38 თეთრით - 3.6409-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.67 თეთრით 4.2588-მდე, თურქულ ლირასთან 0.02 თეთრით 0.3604-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.52 თეთრით 1.8159-მდე, 100 რუსულ რუბლთან 2.74 თეთრით 4.1895-მდე, 1000 სომხურ...

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-07-27 21:00:12
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები კვირის ბოლომდე მომზადდება იმუნიზაციის პროცესის შეუფერხებლად და კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით წარმართვის მიზნით, მასობრივი ვაქცინაციის ცენტრები მიმდინარე კვირის ბოლომდე უნდა მომზადდეს.   2. რა ღირს ყველაზე ძვირი...

ისრაელის პარლამენტმა გადადო საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა

ისრაელის პარლამენტმა გადადო საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა
access_time2021-07-27 17:00:45
ქნესეთის (ისრაელის პარლამენტი) იურიდიულ და საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტმა იმ ქვეყნებს ჩამონათვალის გაფართოების შესახებ კენჭისყრა გადადო, რომელში მოგზაურობაც, წითელის ზონის სტატუსის გამო, ისრაელის მოქალაქეებს შეეზღუდებოდათ პარასკევიდან. საუბარია დიდ ბრიტანეთზე, კვიპროსზე, თურქეთსა და საქართველოზე. კომიტეტეტის თავმჯდომარემ გიდალ კარივმა ისრაელის ხელისუფლებას იზოლაციის წესების აღსრულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე სპეციალური ნებართვის მისაღებად მოქმედი ზომების ეფექტიანობის...

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს

აფბა: დღეს ქვეყანაში საწვავის გაიაფების ყველა წინაპირობა არსებობს
access_time2021-07-27 12:45:13
“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბა, საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს და აცხადებს, რომ დღეს როგორც საერთაშორისო ბაზარზე ფასწარმოქმნაზე მოქმედი, ასევე ადგილობრივი პარამეტრები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში დაიწყოს საწვავის გაიაფება.   აფბას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მიმდინარე წელს საწვავის ფასი საქართველოში განუხრელად იზრდება. მან ისტორიაში პირველად, გადალახა ყველა...

10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია

10-ჯერ მაღალი საპროცენტო სარგებლის მიუხედავად, დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია
access_time2021-07-27 16:00:19
ბანკებში ფიზიკური პირების დეპოზიტების ლარიზაციის მაჩვენებელი 25%-ზე ნაკლებია. მიუხედავად იმისა, რომ ლარში განთავსებულ ანაბარს თითქმის 10-ჯერ მეტი საპროცენტო სარგებელი ერიცხება და 6 თვეში 5%-ით გამყარდა, ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობა კვლავ დაბალია. მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ლარში განთავსებული ანაბრის მთლიანი მოცულობა (ფიზიკური და იურიდიული პირები) 1.047 მლრდ-ით 13.903 მლრდ-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი 235 მლნ-ით 21.385 მლრდ-მდე შემცირდა, რისი მთავარი მიზეზიც ლარის...


მსგავსი სიახლეები

up