ნათია თურნავა - მზადდება ახალი კანონი კონკურენციის შესახებ, რომელიც კიდევ უფრო მეტ ძალაუფლებას მისცემს კონკურენციის სააგენტოს

ნათია თურნავა - მზადდება ახალი კანონი კონკურენციის შესახებ, რომელიც კიდევ უფრო მეტ ძალაუფლებას მისცემს კონკურენციის სააგენტოს

access_time2019-05-18 10:00:47

მთავრობა კონკურენციის შესახებ კანონის ცვლილებებზე მუშაობს. ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. თურნავას თქმით, საკანონდებლო ცვლილებათა პაკეტით კონკურენციის სააგენტოს უფრო მეტი ძალაუფლება მიენიჭება.

„მზადდება საკანონმდებლო ბაზა, ახალი კანონი კონკურენციის შესახებ, რომელიც კიდევ უფრო მეტ ძალაუფლებას მისცემს კონკურენციის სააგენტოს და თუკი სადმე დავინახავთ ოლიგოპოლიის ნიშნებს - რაც ერთმანეთში შეთანხმებას და ფასების კონტროლს ნიშნავს - აქაც გვექნება ძალიან ქმედითი იარაღი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.


მანვე ისაუბრა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამ პროექტს მიიჩნევს სტრატეგიულად,ეს აისახა მთელ რიგ მნიშვნელოვან დადებით გადაწყვეტილებებში და იმ მხარდაჭერაში, რაც მთავრობამ დღემდე ამ პროექტს აღმოუჩინა. მინისტრმა აღნიშნულის შესახებ კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა. „ანაკლიის პორტი არის ის პროექტი, რომელსაც მხოლოდ კომერციული მიზანშეწონილობიდან ვერ შევხედავთ. ეს არის ჩვენთვის ძალიან სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რომელსაც აქვს მრავლობითი მნიშვნელობა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის განმამტკიცებელი პროექტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ჩვენი სატრანზიტო როლის განმტკიცებისთვის გვქონდეს შავ ზღვაზე ღრმაწყლოვანი პორტი. ის, რომ საქართველოს მთავრობა ამ პროექტს მიიჩნევს სტრატეგიულ პროექტად, აისახა მთელ რიგ მნიშვნელოვან დადებით გადაწყვეტილებებში და იმ მხარდაჭერაში, რაც ჩვენ დღემდე აღმოვუჩინეთ ამ პროექტს.

300 მილიონის ინფრასტრუქტურის აშენება იგეგმება, რაზეც სახელმწიფო სახსრები იხარჯება. 70 მილიონ ლარამდე უკვე დახარჯულია, იმისთვის, რომ ვალდებულება სახელმწიფოზე რაც იყო, მათ შორის, მიწის გამოსყიდვა, შემდგარიყო და  მიწები გადასცემოდა კონსორციუმს. 100 მილიონი დოლარის ვალდებულება აქვს მთავრობას და საპარტნორო ფონდს აღებული, რომ ეს იქნება ე.წ. სუბორდინირებული სესხი და ეს იქნება ჩვენი თანადაფინანსება, როცა კერძო ინვესტორი და კონსორციუმი თავის წილ ვალდებულებას შეასრულებს და თავის წილ დაფინანსებას მოიზიდავს. ისიც კი, რომ ამ პროექტში საერთაშორისო ბანკებია ჩართული და ჩვენ მათთან მოლაპარაკება გვაქვს, ესეც საქართველოს მთავრობის ჩართულობით მოხდა. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ძალისხმევა იქნა გაწეული იმისთვის, რომ ეს პროექტი შედგეს. რასაკვირველია, ეს პროექტი ხორციელდება არა როგორც კერძო პროექტი, ეს არ არის სახელმწიფო პორტი, ეს არის კერძო, საჯარო პარტნიორობით შექმნილი პორტი. ახლა ჩვენ ველოდებით, რომ კერძო კომპონენტი დაგვეწევა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მხარდაჭრის ფონზე კონსორციუმი თავის ვალდებულებებს წარმატებით შეასრულებს და ეს პროექტი დადგენილ ვადებში შედგება“,- განაცხადა თურნავამ.


მინისტრმა „თიბისი ბანკის“ საქმეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროცესში ჩართული ყველა მხარის ძალისხმევით, ყველა პრობლემა აღმოფხვრილია და მთლიანობაში საკითხი დახურულია.

„ჩვენთვის აქ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის თვითონ “თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული ვითარება. „თიბისი“ ბანკი არის ერთ-ერთი სისტემის შემქმნელი ბანკი, ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი საინვესტიციო იმიჯისთვის, ჩვენი ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის და რაც მთავარია, საერთო ძალისხმევით - ეროვნული ბანკის ჩართულობით და თვითონ „თიბისი ბანკის“ ძალისხმევითაც, თუკი რაიმე კითხვა არსებობდა ამ მიმართებაში და თუკი რაიმე პრობლემამ იჩინა თავი, ის დროულად აღმოიფხვრა და მთლიანობაში დახურულია. ბანკთან დაკავშირებით ყველა შეკითხვაზე პასუხი გაცემულია. რაც უფრო დროულად დაანებებს თავს ყველა ამ ქეისის ხსენებას და ამ საკითხზე აპელირებას სხვადასხვა პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ კონტექსტში, მით უკეთესია ჩემი აზრით, თვითონ ამ საბანკო დაწესებულებისთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.








m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა
access_time2019-09-21 17:01:21
                                                                                              დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და...

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა

აკაკი ზოიძე - არ დავუშვებთ, ერთი მხრივ, ბიზნესი ზედმეტი რეგულაციებით დავახრჩოთ და მეორე მხრივ, არსებობდეს მონური შრომა
access_time2019-09-21 13:00:25
არის მცდელობა იმ პროცესის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას ემსახურება, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ განაცხადა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით.   მისი თქმით, ამ საკითხზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი წუხილებია და საზოგადოებაში მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.   „რატომღაც მცდელობაა, იმ პროცესის დისკრედიტაციის, რომელიც მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვას...

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი

ბეჭდები ქვევრის თემაზე - Tsikolia-ს ახალი ხაზი
access_time2019-09-21 11:00:59
დიზაინერი ზვიად ციკოლია ქვევრის თემაზე საიუველირო ნაწარმის შექმნას იწყებს.   როგორც bm.ge-ის დიზაინერმა განუცხადა, ახალ ხაზში თავიდან იქნება ბეჭდები, რომელსაც დაემატება საყურეები, ყელსაბამები და ა.შ.   ბრენდს Tsikolia ერქმევა.   „ქვევრს მე ბევრნაირად ვხედავ. ის არის ჩვენი ერის საიდენტიფიკაციო ატრიბუტი, ამიტომ ვაგრძელებ ქვევრის ხაზს და მალე კიდევ ბევრ სხვა რამეს იხილავთ“, - უთხრა ციკოლიამ bm.ge-ის.   დიზაინერს...

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა

„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა
access_time2019-09-21 10:00:49
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,410,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან ოთარ შამუგიასთან, სამეგრელო ზემო-სვანეთის...

„ყურძნის ბირჟა“ - მოსავლის გაყიდვის ალტერნატიული გზა ინტერნეტში

„ყურძნის ბირჟა“ - მოსავლის გაყიდვის ალტერნატიული გზა ინტერნეტში
access_time2019-09-21 18:00:07
უკვე რამდენიმე დღეა, ინტერნეტსივრცეში ვებსაიტი „ყურძნის ბირჟა“ გამოჩნდა. ვებგვერდზე თავად მევენახე წერს დეტალურად, რა ჯიშისა და რაოდენობის ყურძენი აქვს გასაყიდი, სად მდებარეობს ვენახი, რა ღირს ერთი კილოგრამი ყურძენი და როდის უნდა მოიკრიფოს მოსავალი. იქვე მითითებულია კონკრეტული მევენახის საკონტაქტო ინფორმაცია. როგორც ვებგვერდზე წერია, მისი შემქმნელები არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები და ერთადერთი მიზანი აქვთ...


მსგავსი სიახლეები

up