ნათია თურნავა - მზად ვართ, სტარტაპებს მომავალშიც მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ  სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერების მიმართულებით

ნათია თურნავა - მზად ვართ, სტარტაპებს მომავალშიც მაქსიმალურად გვერდით დავუდგეთ სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერების მიმართულებით

access_time2020-06-17 16:21:06

„დღეს, როდესაც გლობალურად ყველა ახალი რეალობის წინაშე დავდექით, განსაკუთრებით ფასობს ახალი აზრი, ახალი მიდგომა და ინოვაცია ნებისმიერი საკითხის მიმართ ნებისმიერ სფეროში“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ახალი - 100 000 ლარიანი გრანტების პროგრამის გამოცხადების შესახებ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.



საგრანტო პროგრამის პრეზენტაცია დღეს თბილისის ტექნოპარკში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ 100 000 ლარიანი გრანტების პროგრამა უკვე მეხუთედ ტარდება.



როგორც ნათია თურნავამ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, 100 000 ლარიანი და 650 000-ლარიანი გრანტები უკვე სისტემატურ, ტრადიციულ პროგრამად და საქართველოში განვითარებადი სტარტაპ ეკოსისტემის ნაწილად იქცა.



„დღემდე 76 გამარჯვებული ჯგუფი გვყავს, რაც დიდი მიღწევაა და იმედი მაქვს, წელს ჩვენ ამას 100-მდე მივიყვანთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახლა უკვე კონკურსის მე-5 ეტაპი გვაქვს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ შექმნილია გარკვეული ისტორიის მქონე ბაზარი და ასევე უმჯობესდება ეკოსისტემაც“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.




ნათია თურნავას თქმით, ეს არის საკმაოდ მაღალ სტანდარტებზე აწყობილი პროგრამა, რადგან მის მონაწილეებს აფასებენ სილიკონ ველის ვენჩურული ფონდები, ენჯელ-ინვესტორები, მათი წარმომადგენლები, ექსპერტები.



„ეს იმას ნიშნავს, რომ ის, რაც მათთვის მისაღებია, ძალიან დიდი ალბათობით, შეიძლება გლობალურადაც საინტერესო იყოს. ჩვენს კონკურსში გამარჯვება იმის წინაპირობაა, რომ თქვენ შეიძლება გლობალურ ასპარეზზე გქონდეთ მეორადი უკვე დაფინანსების და ინვესტორების მოზიდვის კარგი შანსი“, - აღნიშნა მან.



ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, გრანტი კონკურსის ძალიან მნიშვნელოვანი, ლოგიკური დასასრულია, მაგრამ თვითმიზანი არ არის, უფრო მნიშვნელოვანი ამ პროცესში დამწყები სტრატაპერების მიერ მიღებული ცოდნა და გამოცდილებაა.



„ეს არის არაჩვეულებრივი სკოლა, რადგან ჩვენი დახმარებით თუ ჩვენი დახმარების გარეშე, თქვენ გააგრძელებთ ამ თემაზე მუშაობას და დაგჭირდებათ ეს გამოცდილება, როდესაც თქვენს პირველ ინვესტორებს შეხვდებით პირისპირ და შეეცდებით დაარწუნოთ, რომ თქვენი იდეა, პროექტი იმსახურებს მათ მხარდაჭერას და დაფინანსებას. ასე რომ, გაიმარჯვებთ თუ არა, აქედან ყველაზე დიდი ბენეფიტი - ახალი ცოდნა მიგაქვთ და ეს იყო ჩვენი ამოცანა, როდესაც ამ პროგრამის დიზაინს ვაკეთებდით. ჩვენ მზად ვართ, მომავალშიც მაქსიმალურად გვერდით დაგიდგეთ სტარტაპეკოსისტემის გაძლიერების მიმართულებით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.



ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამა მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) მხარდაჭერით ხორციელდება. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ოთხი რაუნდის ფარგლებში ჯამურად 76 სტარტაპი დაფინანსდა. თითოეულ მათგანს 100 ათას ლარამდე ოდენობის გრანტი გადაეცა. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up