ნათია თურნავა: მზად ვართ გლობალურ კორპორაციებს შევთავაზოთ ჩვენი ქვეყანა, როგორც ალტერნატიული ბიზნესპლატფორმა

ნათია თურნავა: მზად ვართ გლობალურ კორპორაციებს შევთავაზოთ ჩვენი ქვეყანა, როგორც ალტერნატიული ბიზნესპლატფორმა

access_time2020-04-21 20:15:28

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET) და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ონლაინ სადისკუსიო პანელში „COVID-19-ის შემდგომი ეკონომიკური რეაბილიტაციის პერსპექტივები“ მიიღო მონაწილეობა.

 

ონლაინ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი ჩინეთში, მონღოლეთსა და კორეაში მარტინ რაიზერი, მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი ევროკავშირის ქვეყნებში არუპ ბანერჯი და ISET-ისა და ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი თამარ სულუხია.

 

კონფერენციაზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომელიც ქვეყნებმა, მათ შორის მცირე ზომის ქვეყნებმა უნდა გადადგან პოსტკოვიდურ პერიოდში.

 

ნათია თურნავამ ონლაინ პანელის მონაწილეებს ეკონომიკის სტიმულირებისა და პოსტკრიზისული პერიოდიდან გამოსვლის სამთავრობო გეგმის ძირითადი აქცენტები გაუზიარა.

 


ეკონომიკის მინისტრის თქმით, დღეს მსოფლიოს ყველა ქვეყანა , მთავრობები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ერთად ქმნიან ახალ ისტორიას, ახალ გამოცდილებას, თუ როგორ ებრძვიან ვირუსს და როგორ ამზადებენ თავიანთ ეკონომიკას აქტიური რეაბილიტაციისთვის, კორონავირუსით შექმნილი გამოწვევის გადალახვის შემდგომ.

 

ნათია თურნავას განცხადებით, , საქართველო მზად არის, წარმოჩინდეს გლობალურ ეკონომიკაში, გლობალურ ბაზარზე ახალი როლით - როგორც ალტერნატიული პლატფორმა ბიზნესისთვის და მსხვილ კორპორაციებს ბიზნესის აქ გადმოტანა შევთავაზოთ.

 

მისივე თქმით, დივერსიფიკაცია და წარმოების სხვადასხვა ლოკაციაზე გადატანა ბიზნესის დაზღვევის მიზნით, ახალი ტრენდი იქნება.

 

„ჩვენ ვგრძნობთ ამ ტრენდს. საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ამ თვალსაზრისით - ლოგისტიკურად, გამჭვირვალობისა თუ დაბალი გადასახადების თვალსაზრისით და რაც მთავარია, თუკი უფრო სწრაფად გადავლახავთ არსებულ გამოწვევას და დავძლევთ ეპიდემიას, ეს მოგვცემს დამატებით კონკურენტულ უპირატესობას. აქედან გამომდინარე, საქართველო ძალიან მიმზიდველია დივერსიფიკაციის მსურველი გლობალური კორპორაციებისთვის და მზად ვართ შევთავაზოთ მათ ჩვენი ქვეყანა, როგორც ალტერნატიული ბიზნეს პლატფორმა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

Imedinews.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up