ნათია თურნავა: „მთავრობის მიერ მიღებული დროული ზომების წყალობით, კვლავ იზრდება მოთხოვნა საქართველოზე, როგორც ტურიზმის, ასევე ბიზნესის განვითარების მიმართულებით“

ნათია თურნავა: „მთავრობის მიერ მიღებული დროული ზომების წყალობით, კვლავ იზრდება მოთხოვნა საქართველოზე, როგორც ტურიზმის, ასევე ბიზნესის განვითარების მიმართულებით“

access_time2020-09-17 12:30:00

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის ფარგლებში ტურიზმის მიმართულების საინვესტიციო პანელზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობას ტურიზმის სექტორის მიმზიდველობის შენარჩუნებისთვისა და ახალი ინვესტიციების მოზიდვისთვის. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, გლობალური კრიზისული ვითარების გათვალისწინებით, მთავრობის მიერ მიღებული დროული უსაფრთხოების ზომების წყალობით, კვლავ იზრდება მოთხოვნა საქართველოზე, როგორც ტურიზმის, ასევე ბიზნესის განვითარების მიმართულებით. 



„ჩვენ დაუყონებლივ განვაახლეთ სახელმწიფო პროგრამა „უმასპინძლე საქართველოში“, რომელიც თანადაფინანსებას უზრუნველყოფს სასტუმროს განვითარების სესხებსა და ფრენჩაიზის საფასურის გადახდაზე. განახლება აუცილებელი იყო, რათა იგი ხელმისაწვდომი იყოს ბიზნესისთვის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. პროგრამის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით უკვე დაფინანსებულია 129 სასტუმრო, შეიქმნა 3300 ახალი სამუშაო ადგილი, ხოლო მთლიანმა ინვესტიციამ 130 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, საგულისხმოა, რომ 2020 წელს, ამ შეზღუდულ პირობებშიც კი, ჩვენ მხარი დავუჭირეთ 10 ახალი სასტუმროს საინვესტიციო პროექტს“ - აღნიშნა მინისტრმა. მისივე თქმით, ასევე არიან საერთაშორისო ინვესტორები, რომლებმაც ბოლო სამი თვის განმავლობაში განაგრძეს განვითარების პროექტები და ამრიგად, კოვიდის შემდგომ პერიოდში გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ახალი სასტუმროებით გეგმავენ.


„ამ ეტაპზე, საქართველოს ეკონომიკის გაღრმავებისა და სექტორის მხარდაჭერის მიზნით, ჩვენ შემოვიღეთ სხვადასხვა ინიციატივები - მაგალითად, ძალიან წარმატებული პროექტის დისტანციურად საქართველოდან ფარგლებში - ვიწვევთ ე.წ. „ფრილანსერებსა და თვითდასაქმებულებს, რომ ჩამოვიდნენ ქვეყანაში საცხოვრებლად და სამუშაოდ. ეს არის ეკონომიკის სტიმულირებისა კიდევ ერთი საშუალება და, ასევე, საზღვრების ეტაპობრივი გახსნის შესაძლებლობა უსაფრთხოების მკაცრი ნორმებისა და ჯანმრთელობის პროტოკოლების შესაბამისად“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.





მთავრობა 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას გეგმავს

მთავრობა 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას გეგმავს
access_time2020-10-26 16:30:39
მთავრობამ საწოლფონდის შესაძენად გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. შესაბამისი განაცხადი უკვე ფიქსირდება სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე. სოციალური მომსახურების სააგენტომ კლინიკებთან უკვე გააფორმა ხელშეკრულებები 5,645,320 ლარის საწოლფონდის შესაძენად. შესყიდული საწოლი ადგილები თბილისსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში არის გადანაწილებული. ჯამურად, სოციალური მომსახურების სააგენტო 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას...

KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს

KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს
access_time2020-10-26 14:30:55
კომპანია KTW ჯგუფი მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს. მომავალი 3 წლის განმავლობაში კომპანია პროექტში 3-4 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ KTW ჯგუფის დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, ამ დროისთვის უკვე განხორციელებულია 0,5 მლნ დოლარის ინვესტიცია, წლის ბოლომდე კი ჯგუფს ამ მიმართულებით 1 მლნ დოლარის ინვესტიცია ექნება განხორციელებული. მიკროელექტროსადგურის საშუალებით საწარმო გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე იღებს...

დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს

დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს
access_time2020-10-26 13:20:47
26...

ქართული ბანკების ზარალის 30,8% საქართველოს ბანკზე მოდის

ქართული ბანკების ზარალის 30,8% საქართველოს ბანკზე მოდის
access_time2020-10-26 13:30:58
საქართველოს ბანკმა 9 თვე 77,5 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ თხუთმეტი კომერციული ბანკის კონსოლიდირებული ზარალი 252 მლნ. ლარი იყო, შესაბამისად საქართველოს ბანკის წილი საერთო მოცულობაში 30.8%-ით განისაზღვრა. ბანკი 2.6 მლრდ. ლარის საზედამხედველო კაპიტალით და 19.3 მლრდ. ლარის აქტივებით, მეორე ადგილზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის სექტემბერში წმინდა ზარალი, რომელიც 8 თვეში 317 მილიონ ლარს...

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-26 11:00:33
საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 30303- ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11370-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3766 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2268- ს...


მსგავსი სიახლეები

up