ნათია თურნავა: მთავრობა აკონტროლებს იმ ობიექტებს, რომელთა საქმიანობაც, ვირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო, დროებით შეჩერებულია

ნათია თურნავა: მთავრობა აკონტროლებს იმ ობიექტებს, რომელთა საქმიანობაც, ვირუსთან დაკავშირებული მდგომარეობის გამო, დროებით შეჩერებულია

access_time2020-03-24 18:29:57

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განმარტებით, მკაცრი კონტროლი განხორციელდება ისეთ ეკონომიკურ საქმიანობებზე, რომლებიც, საგანგებო მდგომარეობის გამო, ამ ეტაპზე, შეჩერებულია და კომპანიები თვითნებურად დააპირებენ საქმიანობის განახლებას. ამის შესახებ ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



ნათია თურნავას თქმით, ამ მხრივ განსაკუთრებით მკაცრი კონტროლი მიმდინარეობს ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სადაც კონტროლს ახორციელებენ გაერთიანებული ჯგუფები, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგების დ ჯანდაცვის სამინისტროს თაოსნობით. „როგორც უკვე განვმარტე, ამ ორ მუნიციპალიტეტში მოქმედებს მკაცრი აკრძალვის რეჟიმი და იმ საწარმოების საქმიანობა, რომლებიც არ შედის საგამონაკლისო ჩამონათვალში ანუ არ არის დაკავშირებული კვების მიწოდებასთან, ან სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასთან, მაგალითად ელექტროენერგიის, გაზის, საწვავის მიწოდებასთან და მათი საქმიანობა ხდება დახურულ სივრცეში, იქნება დროებით შეჩერებული, განხორციელდება კონტროლი და გარკვეული ჯარიმებია გათვალისწინებული“ - განაცხადა ნათია თურნავამ.



მინისტრის განმარტებით, საბჭომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად მკაცრი კარანტინისა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დაშვებული იყოს ისეთი საწარმოების ფუნქციონირება, რომლებიც არ საჭიროებენ დახურულ საწარმოში მუშაობას - ასეთია, მაგალითად, კარიერების წარმოება, ქვიშა-ხრეში მოპოვება, საშენი მასალების მოპოვება, რომელიც ღია სივრცეში ხორციელდება და სხვა ისეთი სამუშაოები, რომლებიც ღია სივრცეში ხორციელდება. „ამ სახის საქმიანობების გარკვეული კონკრეტული სია გამოქვეყნდება უახლოეს საათებში“ - აღნიშნა მინისტრმა.




რაც შეეხება საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებს, მინისტრის თქმით, იქ შეზღუდული საქმიანობების ჩამონათვალი არ არის ძალიან დიდი, თუმცა, აქაც არის ჯარიმები და ამასაც ხელისუფლება აკონტროლებს.






დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...


მსგავსი სიახლეები

up