ნათია თურნავა - მსხვილი იაპონური კორპორაციები საქართველოში განახლებადი ენერგეტიკით დაინტერესდნენ

ნათია თურნავა - მსხვილი იაპონური კორპორაციები საქართველოში განახლებადი ენერგეტიკით დაინტერესდნენ

access_time2021-10-21 17:40:13

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრმა ნათია თურნავა იაპონიის სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ-შეხვედრა გამართა, რომლის დროსაც საუბარი წარიმართა ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ასევე განხილული იქნა საქართველოს ბაზარზე იაპონური საინვესტიციო აქტივობასთან დაკავშირებული საკითხები.



შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ჩიქოვანი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორი მიხეილ ხიდურელი, აგრეთვე მსხვილი იაპონური კომპანიების  -  Kansai Electric Power-ისა და Itochu Corporation-ის მაღალი მენეჯმენტის წარმომადგენლები.  




შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე ენერგეტიკის სექტორში, მათ შორის, განახლებადი ენერგიების კუთხით. იაპონურმა მხარემ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის პოტენციალის უკეთ შესწავლის ინტერესი გამოთქვა. აღინიშნა, რომ საქართველო, ევროპა - აზიას შორის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობისა და ლიბერალური ბიზნეს რეგულაციებიდან გამომდინარე, მიმზიდველი საინვესტიციო ბაზარია იაპონური კაპიტალისთვის. შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ქვეყნებს შორის ორმხრივი საინვესტიციო დაცვის შესახებ შეთანხმების არსებობა, რომელიც 2021 წლის ზაფხულიდან მოქმედებს და დამატებითი სტიმულია იაპონური ინვესტორებისთვის კაპიტალი საქართველოს ეკონომიკისკენ მიმართონ.



ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო მიესალმება საქართველოში იაპონური კომპანიების უფრო მეტად გააქტიურებას. „ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს ორმხრივად ხელსაყრელი ნორმატიული ბაზა, რათა უფრო მეტი იაპონელი ინვესტორი დაინტერესდეს საქართველოთი და უფრო მეტი ქართული პროდუქცია შევიდეს იაპონიის ბაზარზე. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კავშირების დაახლოებას, რაც, საბოლოო ჯამში, სარგებელს მოუტანს როგორც საქართველოს, ასევე იაპონიას," - განაცხადა მინისტრმა.



ონლაინ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მხარეებს შორის გაგრძელდება თანამშრომლობა მთელ რიგ სექტორებთან დაკავშირებით. მათ შორის, როგორიცაა ჰიდროენერგეტიკა, „მწვანე წყალბადის" წარმოება, ტრანსპორტი და სატრანსპორტო დერეფნის განვითარება და სხვ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up