ნათია თურნავა - მსოფლიოს საქართველოს, როგორც უნიკალური და უსაფრთხო მიმართულების შესახებ 200 ჟურნალისტი და ბლოგერი მოუთხრობს

ნათია თურნავა - მსოფლიოს საქართველოს, როგორც უნიკალური და უსაფრთხო მიმართულების შესახებ 200 ჟურნალისტი და ბლოგერი მოუთხრობს

access_time2019-07-15 23:00:32

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო გზამკვლევის Lonely Planet ჟურნალისტს, ბენჯამინ კემპერს შეხვდა, რომელიც საქართველოში ღვინის ტურიზმის გასაშუქებლად იმყოფება.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პოპულარული გზამკვლევი ევროპის ღვინის მიმართულებების შესახებ ამზადებს გზამკვლევს და მათ შორის, საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უკავია.

 

უწყების ცნობით, ბენჯამინ კემპერი საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმყოფება. ის ერთერთია იმ 200 ბლოგერსა და ჟურნალისტებს შორის, რომელთა მიერ მომზადებულ სტატიებს, ბლოგებსა და სიუჟეტებს საქართველოს შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით ადამიანი გაეცნობა.

 


„ჩემი საბოლოო მიზანი ამერიკელი და ინგლისურენოვანი მკითხველის საქართველოში, ღვინის ქვეყანაში ჩამოყვანაა. ეს შესანიშნავი ქვეყანაა არაჩვეულებრივი ადამიანებით, უგემრიელესი საკვებითა და ღვინოებით, რომლებიც ერთ-ერთი განსაკუთრებული ღვინოებია, რაც კი ოდესმე გამისინჯავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში,“ – განაცხადა ბენჯამინ კემპერმა.

 

შეხვედრის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოში 200 ჟურნალისტისა და ბლოგერის სტუმრობა და აღნიშნა, რომ ისინი ობიექტურად  აღწერენ საქართველოსა და მისი ტურისტული პოტენციალის შესახებ, არსებულ ვითარებას და პირველ რიგში იმას, რომ საქართველო არის უსაფრთხო ტურისტული ბაზარი.

 

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ივლისის ბოლომდე საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის მოწვევით საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან  – გერმანია, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ბულგარეთი, აგრეთვე კორეის რესპუბლიკიდან, ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ყატარიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან 200-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი და გადამღები ჯგუფი ეწვევა. ისინი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს დაათვალიერებენ, გადაიღებენ კურორტებს, ტურისტულად მიმზიდველ ადგილებს, მოამზადებენ რეპორტაჟებსა და სტატიებს საქართველოს შესახებ, როგორც ტურისტულად მიმზიდველი და უსაფრთხო ქვეყანა, უნიკალური კულტურით და მრავალფეროვანი ბუნებით.






რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“

რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს წელს რთველი?- „კომპანიები ნაკლებ ყურძენს ჩაიბარებენ“
access_time2019-08-17 18:00:58
ღვინის ეროვნული სააგენტო ვარაუდობს, რომ წელს ღვინის მწარმოებლებმა, შესაძლოა, ნაკლები ყურძენი შეისყიდონ. სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა ამ ვარაუდს ივნისის ბოლოს განვითარებული პოლიტიკური მოვლენებს უკავშირებს და ამბობს, რომ ეს იყო იმის მიზეზიც, რომ ქართული ღვინის ყველაზე დიდ ბაზარზე ექსპორტი შემცირდა.   შეგახსენებთ, 2019 წლის ივლისში საქართველოდან რუსეთში 3 550 264 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებზე (4 542 496) 21.8%–ით,...

ქვეშეთი-კობის მაგისტრალი - რუსული საფრთხე თუ სარგებელი საქართველოსთვის?

ქვეშეთი-კობის მაგისტრალი - რუსული საფრთხე თუ სარგებელი საქართველოსთვის?
access_time2019-08-17 20:00:57
რუსეთის მიერ ქვეშეთი-კობის ჩქაროსნული მაგისტრალის სამხედრო დანიშნულებით გამოყენების გამორიცხვა არ შეიძლება, თუმცა, სამხედრო საფრთხეზე მეტად, ეკონომიკური...

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი
access_time2019-08-17 16:00:29
„ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“.                                                                                        ...

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას..."

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას...
access_time2019-08-17 14:00:48
“როგორც არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა ფაქოტრებზე და შეცდომებზე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლარის კურსის ვარდნას იწვევს არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იზრდება იმ დოზით, რა დოზითაც ლარს სჭირდება გასამყარებლად. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 2004-2012 წლები, როცა ლარი მყარდებოდა“, - ამბობს გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, რომელიც არც წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისგან იკავებს თავს, თუმცა, თვლის, რომ მაშინდელი ეკონომიკური ზრდის ტემპი...

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა
access_time2019-08-17 12:00:09
მიუხედავად მოლოდინებისა, რომ წელს, ზაფხულის სეზონზე ტურისტების შემოდინება შემცირდებოდა, რაც საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახებოდა, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან...


მსგავსი სიახლეები

up