ნათია თურნავა: „მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღონისძიება თბილისში არის ჩვენი ქმედებების ეფექტურობის ძალიან მაღალი შეფასება“

ნათია თურნავა: „მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღონისძიება თბილისში არის ჩვენი ქმედებების ეფექტურობის ძალიან მაღალი შეფასება“

access_time2020-09-16 14:30:08

„ჩვენ ამაყები ვართ, რომ სწორედ საქართველო, თბილისია დღეს ქალაქი, სადაც მსოფლიო ტურიზმის ლიდერები მსჯელობენ, ამ რთული გამოწვევის პირობებში როგორი მომავალი ექნება ტურიზმს, როგორ დაეხმარონ გლობალურად მსოფლიოში ამ დარგს და საქართველო, რა თქმა უნდა, თავის ღირსეულ სიტყვას იტყვის ამ მიმართულებით“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თბილისში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის მნიშვნელობის შეფასებისას ჟურნალისტებთან განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საამაყოა, რომ საქართველო მასპინძლობს პანდემიის დაწყების მომენტიდან პირველად გამართულ ასეთი მაღალი რანგის საერთაშორისო ღონისძიებას. „ჯამში ეს არის 24 სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ სწორედ საქართველო არის ის უსაფრთხო, მწვანე და ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყანა, სადაც შეუძლიათ სხვათაშორის, პანდემიის დაწყების შემდეგ პირველად ფიზიკურად მიიღონ სხდომაში მონაწილეობა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.




ამასთან, ნათია თურნავას შეფასებით, ღონისძიება ჩვენი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ორ გზავნილს შეიცავს: საქართველო განიხილება როგორც ტურისტულად უდიდესი პოტენციალის მქონე ქვეყანა, რომელმაც უკვე ბევრს მიაღწია ამ დარგში და შეიძლება უფრო მეტი, მაღალი და ღირსეული ადგილი დაიკავოს გლობალურად. „მეორე გზავნილი კი ის არის, რომ ჩვენი ხელისუფლება, საკმაოდ წარმატებულად, ყველაფერს აკეთებს, რომ ნ ასეთი მაღალი რანგის შეხვედრები ჩატარდეს საქართველოში, როგორც უსაფრთხო ქვეყანაში. ჩვენ კვლავაც ვართ მწვანე ქვეყანა და ეს არის ჩვენი ქმედებების ეფექტურობის ძალიან მაღალი შეფასება“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.








„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე

„ქართული ოცნების“ პროგრამა ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს“ - ლევან კობერიძე
access_time2020-09-25 19:30:42
„ლელოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებას „კომერსანტთან“ საუბრისას პასუხობს, რომლის თქმით, „ლელო საქართველოსთვის ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივა, რომელიც მევახშეობის აკრძალვას მოიცავს, „მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს ჰგავს, რომლის შინაარსიც დაწერილი არ არის და თანაც, განძის კუნძულია ალბათ, სადღაც აღმოჩენილი“. „იმის ნაცვლად რომ ქვეყნის...

დავით სონღულაშვილის პასუხი ,,ლელოს”: ნუ იგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში

დავით სონღულაშვილის პასუხი ,,ლელოს”: ნუ იგდებთ თავს უხერხულ მდგომარეობაში
access_time2020-09-25 18:50:59
„ლელოს” წევრმა, ბატონმა საბა ბუაძემ გაავრცელა ყალბი განცხადება, რის მიხედვითაც, ჩემს დეკლარაციაში ასახული გადასესხების ფაქტი თითქოს და ეხება თანხის ხელზე გადასესხებას.   პირადად მას მსურს ვუთხრა და საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ კერძო სექტორში საქმიანობის პერიოდში, პირადი კრედიტი გადავასესხე კომპანიაზე, რაც მთელს მსოფლიოში და საქართველოშიც მიღებული პრაქტიკაა.   ბატონ ბუაძეს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ავრცელებს დეზინფორმაციას....

მიმდინარე კვირაში რეგიონში მხოლოდ ლარმა განიცადა რეკორდული გაუფასურება

მიმდინარე კვირაში რეგიონში მხოლოდ ლარმა განიცადა რეკორდული გაუფასურება
access_time2020-09-25 18:10:49
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა და მისი გაუფასურება დღემდე გრძელდება. მიმდინარე კვირაში, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარი რეკორდულად თითქმის 11 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად კი ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.2295 ლარი იყო, ხოლო დღევანდელი მონაცემებით 3.3332 ლარი შეადგინა.   დღეს დილიდან ვაჭრობა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში $1/3.3175 ლარით...

„მევახშეები თავის პარტიაში მოიკითხონ“ - „ქართული ოცნების“ პასუხი „ლელოს“

„მევახშეები თავის პარტიაში მოიკითხონ“ - „ქართული ოცნების“ პასუხი „ლელოს“
access_time2020-09-25 17:20:49
„ძალიან ცუდია, რომ ეს ადამიანი კარიერას ტყუილებით იწყებს. მევახშეები თავის პარტიაში მოიკითხოს“, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ილია წულაია „ლელო“ მიერ გამოქვეყნებული „ქართული ოცნების“ დეპუტატების სიას, რომლებიც მევახშეობით ფულის „ხელზე გასესხებით“ არიან დაკავებულები. ილია წულაია „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამბობს იმასაც, რომ თანხები საკუთარ კომპანიაზე ინვესტიციის სახით აქვს...

სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა

სადაზღვევო კომპანიებისთვის მინიმალური კაპიტალის ზღვრის გაზრდის მოთხოვნა გადავადდა
access_time2020-09-25 16:05:44
სადაზღვევო კომპანიების სავალდებულო საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის ზრდის გადავადების შესახებ განცხადება დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა, საქართველოს ბიზნეს ასოციაციიაში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. შეხვედრას ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე უძღვებოდა. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს, აღნიშნულ საკითხზე მთავრობის მოსაზრება, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ბექა ლილუაშვილმა გააცნო. აღსანიშნავია,...


მსგავსი სიახლეები

up