ნათია თურნავა - მოვუწოდებ კომპანიების ხელმძღვანელებს, მაქსიმალურად უზრუნველყონ საკუთარი თანამშრომლების დაცვა პირადი ჰიგიენის საშუალებით და თერმოსკრინინგით

ნათია თურნავა - მოვუწოდებ კომპანიების ხელმძღვანელებს, მაქსიმალურად უზრუნველყონ საკუთარი თანამშრომლების დაცვა პირადი ჰიგიენის საშუალებით და თერმოსკრინინგით

access_time2020-04-02 15:33:31

„ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე ნახოს იმ სექტორების და დარგების ჩამონათვალი, რომლებიც საქმიანობას განაგრძობენ, მაგრამ გარკვეული დათქმებით და პირობებით. მათ შორის, ძალიან ბევრია ისეთი სფერო, რომლებმაც მუშაობა დისტანციურ ფორმატში უნდა გადაიტანონ. ეს არის უპირატესად სახლიდან საქმიანობის წარმოება, ხოლო ოფისიდან მუშაობა - მხოლოდ კრიტიკული აუცილებლობის შემთხვევაში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.


ამასთან, მინისტრმა განმარტა, თუ რა პრინციპით შეარჩია მთავრობამ საწარმოები და ეკონომიკური საქმიანობის სახეები, რომელთა საგანგებო მდგომარეობის პირობებში მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცათ.


„ჩვენ შევიმუშავეთ და გამოვაქვეყნეთ მსხვილი სისტემის შემქმნელი წარმოებების ჩამონათვალი. ძირითადად, ეს არის მძიმე მრეწველობა და სამთო - მომპოვებელი წარმოება და გადამუშავება, რომელთა გაჩერება შეუძლებელი იყო ამ ეტაპზე. ამის მიუხედავად, მათაც ძალიან მკაცრად მოვთხოვთ ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების და წესების შესრულებას. ეს ისეთი საწარმოებია, რომელთა დიდი ნაწილის მუშაობა უწყვეტ ციკლთან არის დაკავშირებული. ჩვენ ამას გაგებით ვეკიდებით , მაგრამ ასევე ვთხოვთ ამ საწარმოების მენეჯერებს, რომ სრულიად ადეკვატურად მოეკიდონ ამ შესაძლებლობას," - განაცხადა ნათია თურნავამ.



მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ყველა იმ ბიზნესისა და წარმოების ხელმძღვანელების პასუხისმგებლობაზე, რომლებიც შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას. „მათ ამ პასუხისმგებლობას უნდა უპასუხონ მაღალი გარანტიებით თავისი თანამშრომლებისა და კლიენტების მიმართ, რომ არ მოხდება გადახვევა იმ წესებიდან, რომელიც დაამტკიცა და დაადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ," - განაცხადა ნათია თურნავამ.


მინისტრის თქმით, მთავრობას შექმნილი აქვს საგანგებო შტაბი. „მოქმედი ბიზნესების, ეკონომიკური სუბიექტებისა და ორგანიზაციების მხრიდან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული გაიდლაინებისა და წესების შესრულებაზე კონტროლს ჩვენ ერთობლივად ვახორციელებთ. ეს პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ლიდერობით მიმდინარეობს, თუმცა მასში ჩართული ვართ ჩვენც და სხვა სამთავრობო უწყებებიც. შემოწმების პროცესი გეგმაზომიერად ჩატარდება. მინდა, ყველა ორგანიზაცია მოემზადოს ამისთვის და მაქსიმალურად უზრუნველყონ საკუთარი თანამშრომლების დაცვა პირადი ჰიგიენის საშუალებით, ასევე შეასრულონ სხვა რეკომენდაციები, მათ შორის სავალდებულო თერმოსკრინინგი. ამ ვალდებულების შესრულებას ყველა ბიზნესსუბიექტს მკაცრად მოვთხოვთ," – განაცხადა მინისტრმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up