ნათია თურნავა: „მოსახლეობას გაზგამანაწილებელი კომპანიების  სერტიფიცირებული სპეციალისტები მოემსახურებიან

ნათია თურნავა: „მოსახლეობას გაზგამანაწილებელი კომპანიების სერტიფიცირებული სპეციალისტები მოემსახურებიან"

access_time2019-06-27 12:29:27

საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი აირის დანადგარების მონტაჟის სპეციალისტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე გაივლიან მომზადება-გადამზადებას და შესაბამის სერთიფიკატებს მიიღებენ - ამის შესახებ განცხადება გაკეთდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა დაესწრო. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



როგორც შეხვედრაზე ითქვა, სპეციალისტების მომზადებას და სერტიფიკატების გაცემას სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სერტიფიკაციის ორგანოს "ენერგოაუდიტი და დიაგნოსტიკა"-ს პროდუქტის სერტიფიკაციის ორგანო განახორციელებს.



„იმისთვის, რომ გაზის მოხმარება იყოს უსაფრთხო, მეტი კვალიფიციური კადრი გვჭირდება და სასიხარულოა, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ტრადიციულად ძლიერია ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის და სხვადასხვა ენერგეტიკული მიმართულების სკოლა, გაჩნდეს პირველი ასეთი სერტიფიკაციის ორგანო. ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა, რომელსაც აქტიურად დაუჭირეს მხარი გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა, რადგან, პირველ რიგში, ისინი გრძნობენ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას, რომ მათი მომხმარებელი იყოს დაცული" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.




ნათია თურნავას თქმით, საფრთხე, რომ ოჯახებში გაზის დანადგარების მონტაჟს არაკვალიფიციური ადამიანები გააკეთებენ, მოიხსნება, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებული რისკების პრევენციისთვის.



სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სერტიფიკაციის ორგანოზე "ენერგოაუდიტი და დიაგნოსტიკა" შესაბამისი აკრედიტაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის" მიერ გაიცა.







„m2 ჯგუფი“ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული ობიექტის მშენებლობას იწყებს

„m2 ჯგუფი“ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ შეჩერებული ობიექტის მშენებლობას იწყებს
access_time2020-10-20 14:50:23
„m2 ჯგუფი“ სამშენებლო კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.  ხელშეკრულების პირობების თანახმად, მშენებლობა სამი წლის ვადაში დასრულდება და, თორმეტწლიანი ლოდინის შემდეგ, 400-მდე დაზარალებული ოჯახი, კუთვნილ ბინებს მიიღებს. პროექტი თბილისის მერიასთან 23 ივნისს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული დოკუმენტი, მხარეების კომპეტენციის ფარგლებში, „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაუმთავრებელი...

თუ დაშვებულია 200 კაციანი კულტურული ღონისძიება, რატომ არ შეიძლება ქორწილების ჩატარება?!

თუ დაშვებულია 200 კაციანი კულტურული ღონისძიება, რატომ არ შეიძლება ქორწილების ჩატარება?!
access_time2020-10-20 15:00:08
სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების ჩატარება - ქორწილი, იუბილე, ქელეხი - კორონავირუსის მეორე ტალღის გამწვავებისას,  10 სექტემბრიდან ღია სივრცეშიც აიკრძალა. ღონისძიებები ესაა სფერო, რითაც  შემოსავალს 20-მდე სხვადასხვა პროფესიის ადამიანი იღებდა.  თითქოს ჩავარდნილი გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონების შემდეგ, სოციალური ივენთების მიმართულება გამოცოცხლებას იწყებდა და წყვილებმა ქორწილებისა და დაბადების დღეების აღნიშვნაც კი  შემოდგომაზე გადაწყვიტეს, მორიგი...

დაიწყოს გამოძიება გელათის დაზიანების ფაქტზე — საია

დაიწყოს გამოძიება გელათის დაზიანების ფაქტზე — საია
access_time2020-10-20 16:15:07
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გენერალურ პროკურატურას მიმართავს განცხადებით, დაიწყოს გამოძიება „გელათის“ დაზიანების ფაქტზე.   „კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გელათში არსებულ მდგომარეობას უკავშირებს მცირე ხარვეზებს. სინამდვილეში ეს არის არა მცირე ხარვეზები, არამედ ეს არის ძეგლის დაზიანება, რომელზეც პასუხი უნდა აგოს როგორც [სამუშაოების შემსრულებელი] კომპანიის წარმომადგენლებმა, ასევე, გამოძიებამ უნდა შეისწავლოს, ადგილი ხომ არ ჰქონდა გულგრილობას ჩინოვნიკების...

ფქვილი შესაძლოა, კიდევ 3 ლარით გაძვირდეს - “ პურზე ფასის ცვლილება ალბათ, ნელნელა მოხდება“

ფქვილი შესაძლოა, კიდევ 3 ლარით გაძვირდეს - “ პურზე ფასის ცვლილება ალბათ, ნელნელა მოხდება“
access_time2020-10-20 14:30:56
რუსული საექსპორტო ხორბლის ფასი, კვლავ იზრდება. მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ავთანდილ სილაგავას თქმით, ქვეყანაში არსებული გარდამავალი მარაგების ამოწურვის შემდეგ, ხორბალი და ფქვილი გაძვირდება საქართველოშიც.   ლევან სილაგავას თქმით, მსოფლიო ბაზარზე არსებული რთული ვითარების კომპენსირებისათვის ხელისუფლება მზად არის სხვადასხვა მეთოდებით ჩაერიოს, რათა პური არ გაძვირდეს.   ,,ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს გარდამავალი მარაგები, თუმცა ყოველი შემდგომი შემოტანა...

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად განვითარების პერსპექტივას ხედავს

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის სწრაფად განვითარების პერსპექტივას ხედავს
access_time2020-10-20 14:05:12
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტმა ბრიფინგი გაიმართა, სადაც განხილული იყო თუ როგორ აისახება ეს ისტორიული მოვლენები, გლობალური პანდემია და ეკონომიკური კრიზისი, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონზე.   ჯიჰად აზური, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის თქმით, საქართველო რეგიონში იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც წლების განმავლობაში განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები, რამაც საქართველოს...


მსგავსი სიახლეები

up