ნათია თურნავა - მომავალი წელი იქნება ვაქცინაციის წელი, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს გარკვეული ვალდებულებების მომსახურება და პროგრამების დაფინანსება

ნათია თურნავა - მომავალი წელი იქნება ვაქცინაციის წელი, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს გარკვეული ვალდებულებების მომსახურება და პროგრამების დაფინანსება

access_time2020-12-03 12:44:02

მომავალი წელი იქნება ვაქცინაციის წელი საქართველოსა და მსოფლიოსთვის, მაგრამ პანდემიასთან ბრძოლის გეგმიდან გამომდინარე ჩვენ მოგვიწევს გარკვეული ვალდებულებების მომსახურებისა და პროგრამების დაფინანსება, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც 2021 წლის ბიუჯეტს ეხებოდა.

 

მისივე თქმით, ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშე დგას.

 


ბიუჯეტში ძალიან ბევრი პრიორიტეტი გადალაგდა და აქცენტი კეთდება მოსახლეობის სოციალურ დახმარებაზე, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და ბიზნესის დახმარებაზე. შევარბილეთ ის ნეგატიური ზეგავლენა, რაც პანდემიას ჩვენზე ჰქონდა და კიდევ ექნება. განსაზღვრულია, რომ ანტიპანდემიური ღონისძიებების საერთო ღირებულება, რაც 2020-2021-ში ჯამურად განხორციელდება, მილიარდ ოთხას მილიონ ლარს აჭარბებს. მნიშვნელოვანი პაკეტია მოსახლეობის მხარდაჭერის მიმართულებით 1200- ლარიანი დახმარებების გაგრძელება, ვინც დროებით შემოსავლის გარეშე რჩება, 300-ლარიანი დახმარება თვითდასაქმებულებისთვის. ეს არის კომუნიალური გადასახადების სუბსიდირება. მიუხედავად პანდემიისა, ჩვენ ჩვენი ყველა სოციალური ვალდებულება შევასრულეთ, ხელფასების გაზრდა ჯარისკაცებისთვის, მასწავლებლებისთვის თუ პენსიის გაზრდა. შემცირებულია ისეთი პროგრამები, რომელთა განხორციელება აღარაა აქტუალური. მათ შორის ტურიზმთან დაკავშირებული პროგრამები. თუმცა, ინფრასტრუქტურულ პროექტებში კაპიტალური ხარჯები რჩება,- განაცხადა ნათია თურნავამ.



IPN




დეფაქტო აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კრიტიკულად იზრდება

დეფაქტო აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი კრიტიკულად იზრდება
access_time2021-01-25 18:34:24
„კომერსანტი“ გთავაზობთ EKHOKAVKAZA-ს  სტატიის ქართულ ვერსიას, სადაც გამოყენებულია ოკუპირებულ რეგიონში მოქმედი ტოპონიმები და ტერმინები, რომელთაც რედაქცია არ იზიარებს. აფხაზეთში ბევრი იმედოვნებდა, რომ 2020 წელი კორონავირუსსაც თან გაიყოლებდა, თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა  - იანვარის პირველი დღეებში დაინფიცირების შემთხვევათა ნახტომისებრი ზრდა დაფიქსირდა.   დღე-ღამეში დაავადებულთა რაოდენობამ 170-ს გადააჭარბა, რაც...

„ფული რომელიც ჩვენ დღეს ვისესხეთ, ხვალ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა დაფარონ. - კოტე გაბრიჩიძე

„ფული რომელიც ჩვენ დღეს ვისესხეთ, ხვალ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა დაფარონ. - კოტე გაბრიჩიძე
access_time2021-01-25 17:30:11
„ეს ჩვენი არჩეული  მთავრობაა და ჩვენ უნდა მივუთითოთ.  არავინ გაჩერდება , პროტესტი იქნება  ბოლომდე, ჩვენ გუშინაც შევუერთდით მიტინგს, რომელიც  სრულიად აპოლიტიკური  იყო და შემდეგ პოლიტიკა მიაბეს.  უბრალოდ,  სტუმარმასპინძლობის ბიზნესის ორგანზებულ აქციაზე პოლიტიკოსები მოვიდნენ. ჩვენ ყველანაირად ვეტყვით იგივე ამირან გამყრელიძეს, რომ  ჯერ ბიუჯეტის შევსებაა...

FITCH -მა საქართველოს, ლიბერთისა და თიბისი ბანკს “მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა

FITCH -მა საქართველოს, ლიბერთისა და თიბისი ბანკს “მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა
access_time2021-01-25 15:21:42
საქართველოში რეზოლუციის ჩარჩოს ამოქმედების პასუხად, Fitch -მა სამ ქართულ სისტემურ ბანკს „მხარდაჭერის რეიტინგი“ გაუუარესა.   საფინანსო სექტორში რეზოლუციის კანონმდებლობის შემოღება გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ უარყოფითად ჯერ კიდევ 2019 წლის გაზაფხულზე, კანონმდებლობის დაანონსებისას შეაფასა და განაცხადა, რომ თუკი ეს კანონი ამოქმედდებოდა 3 ბანკს: თიბისის, საქართველოს ბანკს და ლიბერთის „მხარდაჭერის რეიტინგს“ არსებული 4 დონიდან 5 დონემდე დაუწევდა.   თუმცა,...

ტურიზმის სექტორის კომპანიების 18% საქმიანობის სრულად შეჩერებას ელის

ტურიზმის სექტორის კომპანიების 18% საქმიანობის სრულად შეჩერებას ელის
access_time2021-01-25 14:30:16
ტურიზმის სექტორში გამოკითხული კომპანიების  18.2% თვლის, რომ მოუწევთ საქმიანობის სრულად შეჩერება, 37%-ს მიაჩნია რომ შემოსავლები შემცირდება 75%-ით, 27.3% - შემოსავლების 50%-ით შემცირებას ვარაუდობს.   ტურიზმის სფეროში მოღვაწე 8 არაკომერციული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პროგნოზი საკმაოდ პესიმისტურია. ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა უმეტესი წილი მოდის დაბალი რგოლის მომსახურე პერსონალზე, რომელთა ანაზღაურება მათთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საქართველოში...

NDI- საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემები უმუშევრობა, სიღარიბე, ფასების ზრდა და ლარის გაუფასურებაა

NDI- საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემები უმუშევრობა, სიღარიბე, ფასების ზრდა და ლარის გაუფასურებაა
access_time2021-01-25 13:26:18
NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა (59%) საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს.   კვლევის თანახმად, რომელიც 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდს მოიცავს, ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მდგარ სხვა პრობლემებს შორის დასახელებულია: ფასების ზრდა (45%); სიღარიბე (28%); ლარის გაუფასურება (27%); პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები (14%); დაბალი ხელფასები (11%) და საზღვრების ჩაკეტვა (6%).   ამასთან,...


მსგავსი სიახლეები

up