ნათია თურნავა - მოლოდინზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა პირველ რიგში, ჩვენი მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია

ნათია თურნავა - მოლოდინზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა პირველ რიგში, ჩვენი მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია

access_time2020-01-31 23:50:22

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური ზრდის წინასწარი შედეგები გვაძლევს იმის საშუალებას, რომ წინასწარ შევაჯამოთ გასული წლის ეკონომიკური მონაცემები - 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,2%-ით გაიზარდა, რაც თავისთავად მაღალი მაჩვენებელია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ეკონომიკური ზრდის წინასწარი შედეგების შეფასებისას მედიასთან განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრის თქმითვე, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ ზრდა წინასწარ პროგნოზებზე გაცილებით უფრო მაღალია.



„თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ 2019 წლის დასაწყისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 4.5%-ს შეადგენდა, რაც განპირობებული იყო რეგიონში არსებული გამოწვევებითა და ზოგადად, გლობალური ეკონომიკის ნელი განვითარებით. თუმცა, როგორც ვხედავთ, საბოლოო ჯამში ეს პროგნოზი არ გამართლდა და ჩვენი ეკონომიკური ზრდა გაცილებით უფრო მაღალია", - განაცხადა ნათია თურნავამ.



მისივე თქმით, მოლოდინზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა პირველ რიგში, ქვეყნის მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.




„ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ქართული წარმოების კონკურენტუნარიანობის ამაღლებისკენ საერთაშორისო არენაზე და სწორედ ექსპორტი გახლდათ 2019 წელს ჩვენი ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა, რადგან 2019 წელს ექსპორტი აღწევს ბოლო ათწლეულების მანძილზე რეკორდულ მაჩვენებელს - 3 771.5 მლნ. დოლარს გადააჭარბა. სწორედ ექსპორტი არის ის მამოძრავებელი ძალა, რომელმაც ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდა მოგვიტანა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკური გუნდის პოლიტიკის შედეგად, ქართული წარმოება ხდება უფრო მეტად კონკურენტუნარიანი, უფრო მეტად ძლიერი და ფეხს იკიდებს პირველ რიგში ევროპულ ბაზრებზე, რაზეც მეტყველებს სტატისტიკა", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.



მისივე თქმით, სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით, იქნება ეს „აწარმოე საქართველოში", აგრარული სექტორის მხარდაჭერის პროგრამები, გააქტიურებული პრივატიზების თუ გააქტიურებული წიაღისეულის ლიცენზიების გაცემა - ხდება ქართული ბიზნესის დახმარება და მათთვის დამატებითი ბიძის მიცემა განვითარებისთვის.



როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, თუ უფრო დეტალურად ჩავხედავთ ეკონომიკური ზრდის დარგობრივ სტრუქტურას, სწორედ მრეწველობის დამამუშავებელი სექტორი ლიდერობს, ასევე საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი არის ტურიზმის ინდუსტრიაში - რესტორნებსა და სასტუმროებში, ჩვენი სერვისინდუსტრიაც უფრო ძლიერი ხდება.



„და ეს მიუხედავად იმ გამოწვევისა, რის წინაშეც გასულ წელს აღმოვჩნდით - ვგულისხმობ 20-21 ივნისის შედეგებს, მაგრამ მაშინაც საქართველოს მთავრობამ საკმაოდ სწრაფად შეიმუშავა ანტიკრიზისული გეგმა და გვერდში დაუდგა ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას, რამაც საბოლოო ჯამში, კარგი შედეგი გამოიღო", - განაცხადა ნათია თურნავამ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up