ნათია თურნავა: „მნიშვნელოვანია, საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა სოფელში თუ ქალაქში  მცხოვრებ ადამიანს ჰქონდეს წვდომა ინტერნეტის სერვისებზე“

ნათია თურნავა: „მნიშვნელოვანია, საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა სოფელში თუ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს ჰქონდეს წვდომა ინტერნეტის სერვისებზე“

access_time2021-05-14 23:59:01

მნიშვნელოვანია, საქართველოს ყველა რეგიონში, ყველა სოფელში თუ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს ჰქონდეს წვდომა ინტერნეტის სერვისებზე, მათ შორის, იმ პროგრამებზე, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე ისაუბრა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



„ძალიან ბევრი პროგრამა ხორციელდება სხვადასხვა სამინისტროს ეგიდით - ესენია სოფლის მეურნეობის პროგრამები, ჩვენი სამინისტროს პროგრამები, მათ შორის „აწარმოე საქართველოში, ასევე იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვადასხვა სერვისები და ინტერნეტი არის მთავარი საფუძველი, რომ ყველა ამ პროგრამაზე ჩვენს მოქალაქეებს სოფლიდან გაუსვლელად ჰქონდეთ წვდომა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.



ამასთან, ნათია თურნავას თქმით, ეს მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად, რადგან ქვეყანა ავითარებს ტურიზმს - მცირე საოჯახო სასტუმროები, მათი განთავსება გლობალურ ქსელში, საერთაშორისო საზოგადოებისთვის და ტურისტებისთვის გაცნობა, საჭიროებს მაღალი ხარისხის ინტერნეტს.




„ასევე უფრო მეტად ვითარდება ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდების მიერ გლობალურად მიწოდებული აიტი სერვისები და ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდები ქმნიან სტარტაპებს, რომელთაც საერთაშორისო აღიარება აქვთ და ეს ახალგაზრდები ამ შესაძლებლობას იძენენ ინტერნეტით“, - აღნიშნა მინისტრმა.






500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან -260$— მდე ჩამოვიდა, რის გამოც...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up