ნათია თურნავა - მნიშვნელოვანია, რომ მსხვილი სახელმწიფო ენერგოკომპანიები 2019 წელს საოპერაციო მოგებით ასრულებენ

ნათია თურნავა - მნიშვნელოვანია, რომ მსხვილი სახელმწიფო ენერგოკომპანიები 2019 წელს საოპერაციო მოგებით ასრულებენ

access_time2019-12-06 11:51:02

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სახელმწიფო წილობრივი ენერგეტიკული კომპანიების - „სახელმწიფო ელექტროსისტემისა" და „საქრუსენერგოს" წლიური ანგარიშები მოისმინა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" შემაჯამებელი ანგარიში კომპანიის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ უჩა უჩანეიშვილმა წარადგინა. კომპანიის მმართველმა მიმოიხილა 2019 წლის განმავლობაში, შიდა ქსელის გაძლიერებასთან და გენერაციის ახალი წყაროების ქსელთან მიერთებასთან დაკავშირებული სამუშაოები, რამაც საქართველოს ენერგოქსელი კიდევ უფრო საიმედო და სტაბილური გახადა.



უჩა უჩანეიშვილმა ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით თუ საკუთრივ სსე-ის პირადი რესურსით განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა დასრულების შემდეგ, საქართველო შეძლებს შიდა ენერგეტიკული რესურსით უპასუხოს იმ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რასაც გაზრდილი ელექტროენერგიის მაჩვენებელი იწვევს. კომპანიის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონული ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის გაზრდა, რათა შემცირდეს ქვეყნის დამოკიდებულება იმპორტირებულ რესურსზე და შესაძლებელი გახდეს საქართველოში წარმოებული ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანა.




ასევე აღინიშნა, რომ კომპანია 2019 წელს საოპერაციო მოგებით ასრულებს. ანალოგიური შედეგი აქვს კიდევ ერთ მსხვილ სახელმწიფო ენერგოკომპანიას „საქრუსენერგოს", რომელიც ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 500, 330 და 220 კვ ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს, მათ შორის, საქართველოს ენერგოსისტემის დამაკავშირებელ ხაზებს რუსეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან. „საქრუსენერგოს" გენერალური დირექტორის ბაჩანა სულაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ 2018 – 2019 წლებში კომპანიის ელექტრო-გადამცემი ინფრასტრუქტურა გამართულად ფუნქციონირებდა, რის გამოც აღნიშნულ პერიოდში სისტემის საავარიო გამორთვას ადგილი არ ჰქონია. ბაჩანა სულაძის განცხადებით, კომპანიას ფინანსური მაჩვენებლები საშუალებას აძლევს, განახორციელოს პროექტები საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმიდან, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს ენერგოსისტემის მდგრადობისა და საიმედოობისთვის, ასევე კომპანიის შემდგომი განვითარებისთვის.



„ელექტროგადამცემი ქსელის მდგრადობა საქართველოს უწყვეტი ენერგომომარაგებისთვის უმნიშვნელოვანესია. ასევე, აუცილებელია აღნიშნულ ინფრასტრუქტურაში დამატებითი ინვესტიციის განხორციელება იმ რეალობის გათვალისწინებით, რომლებიც ქვეყანას აუცილებლად ექნება მას შემდეგ, რაც ქვეყანაში გენერაციის ახალი ობიექტები აშენდება, ჩვენი ენერგოსისტემა კი უფრო მეტად ჩაერთვება ევროპის ენერგეტიკულ ქსელში. ამიტომ, ძალიან საგულისხმოა იმის აღნიშვნა, რომ ორივე კომპანია - „სახელმწიფო ელექტროსისტემა" და „საქრუსენერგო" დღეს ფინანსურად მდგრადი სტრუქტურებია. ორივე კომპანიამ 2019 წელი საოპერაციო მოგებით დაასრულა, რაც კარგი მაგალითია სხვა სახელმწიფო კომპანიებისთვის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პრეზენტაციების დასრულების შემდეგ.



სამინისტროს ხელმძღვანელობა ანალოგიურად გეგმავს მის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და პროფილური სახელმწიფო კომპანიების წლიური ანგარიშების მოსმენას.







24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება

24 სექტემბერი - რეგიონის ვალუტებს შორის ქართული ლარი რეკორდული სისწრაფით უფასურდება
access_time2020-09-24 18:10:43
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. გუშინ გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა მიუხედავად ამისა 24...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-09-24 21:30:36
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უკეთესად ესმის ეს საკითხი - კახა ოქრიაშვილი ხაზარაძის ინიციატივას ემხრობა „კრედიტების გაიაფების იდეას მივესალმები, რადგან ყოფილ ბანკირს უფრო ესმის ეგ საკითხი. ჯობია ბევრი კრედიტი გასცე და...

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება

ლარი იმ კრიტიკულ ნიშნულს უკვე გადასცდა, რის შემდეგაც, პროდუქციის გაძვირება იწყება
access_time2020-09-24 17:15:01
ლარის გაუფასურების გამო, იმპორტირებული პროდუქციის ფასის ზრდა გარდაუვალია - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ განუცხადა. მისივე თქმით, გაძვირების პროცესი უკვე ოქტომბრიდან დაიწყება.   Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 16:03 საათისთვის ერთი დოლარი 3.3200 ლარად ივაჭრება, აღმავალი ტრენდი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, შეუქცევადია და ლარი, ახალ-ახალ უარყოფით რეკორდულ ნიშნულებს აღწევს.   დისტრიბუტორთა ასოციაციის...

Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?

Forbes: რატომ ჩავარდა ბელორუსული სოციალისტური ექსპერიმენტი?
access_time2020-09-24 20:45:59
მასობრივმა საპროტესტო ტალღამ ბელორუსიაში ცხადყო, რომ ლუკაშენკომ თანამემამულეთა უმრავლესობის ნდობა საბოლოოდ დაკარგა, თუმცა, ამავე დროს პოსტ-საბჭოთა სივრცეზე ის თავის პოპულარობას მაინც ინარჩუნებს.  მისი მმართველობა შენარჩუნებულ საწარმოებთან, სოციალურ გარანტიებთან, აყვავებულ სოფლის მეურნეობასთან და გაწკრიალებულ ქალაქებთან ასოცირება.   თუმცა, დეტალური შესწავლის შემთხვევაში ნათელი ხდება, რომ ლუკაშენკოს მიერ აშენებული სისტემა შედარებით მაღალ სოციალურ ...

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი შეჩერდება

აჭარაში 22:00 საათიდან რესტორნები იხურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება კი შეჩერდება
access_time2020-09-24 14:00:38
აჭარის რეგიონში ხვალიდან, რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს, ამაზე დაწესდება შეზღუდვა და ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება, გარკვეული დროით, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აჭარის რეგიონში დღეს არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე საჭირო გახდა გარკვეული შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა. „ვსაუბრობდით...


მსგავსი სიახლეები

up