ნათია თურნავა - მნიშვნელოვანია, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ საქართველო მომდევნო 6 წელიწადში ეკონომიკური ზრდის მიხედვით იქნება ლიდერი როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში

ნათია თურნავა - მნიშვნელოვანია, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ საქართველო მომდევნო 6 წელიწადში ეკონომიკური ზრდის მიხედვით იქნება ლიდერი როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში

access_time2021-10-13 16:40:00

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საშუალოვადიან პერიოდში - 2021 – 2026 წლებში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ექნება რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



„სავალუტო ფონდის პროგნოზით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოში ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. მნიშვნელოვანია, როდესაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ საქართველო მომდევნო 6 წელიწადში შეინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის მიხედვით ლიდერის პოზიციას როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში. ჩვენ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება - საშუალო ტემპით 5.8 პროცენტი, თითქმის 6 პროცენტი წლიურად. აღნიშნული მოგვცემს საშუალებას, ძალიან სწრაფად დავძლიოთ ის ნეგატიური შედეგი, რაც პანდემიამ მოგვაყენა, ასევე დავძლიოთ სიღარიბე, ხოლო ჩვენი ეკონომიკა უფრო მეტად დივერსიფიცირებული და ძლიერი გავხადოთ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.








ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო

ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
access_time2021-10-21 11:55:49
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკისგან 6 მილიონი ევრო მიიღო. თანხა მთლიანად ამ სეგმენტის გაჯანსაღებასა და განვითარებას, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირებასა და სწრაფ რეაბილიტაციას მოხმარდება.   სესხი ევროპის საინვესტიციო ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში ამ სეგმენტისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობისა და ადგილობრივი საბანკო სექტორის...

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნა

თბილისში ამერიკული ჰოსპიტალი გაიხსნა
access_time2021-10-21 15:00:35
American Intercontinental Healthcare Group-ის ოპერატორობით თბილისში მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ გაიხსნა, რომელიიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მხარდაჭერით საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებით შეიქმნა. პროექტის განხორციელებისთვის გაწეული პირდაპირი ინვესტიცია 50 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.    ჯანდაცვის სექტორისთვის სტრატეგიული ობიექტი წარმოდგენილია 183 საწოლით და სხვადასხვა მიმართულების განყოფილებით, რომელიც...

„კრისტალმა“ ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა დანერგა

„კრისტალმა“ ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა დანერგა
access_time2021-10-21 09:55:18
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალი“ ციფრული ტრანსფორმაციისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას აგრძელებს. სწორედ ამ სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს ძირითადი ბიზნეს პროცესების მართვის ახალი სისტემა - „ალტას“ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის დანერგვაც კომპანიამ წარმატებით დაასრულა. „ალტას“ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლითაც მანამდე არსებული ძირითადი ბიზნესპროცესების მართვის სისტემა ჩანაცვლდა, გაცილებით მოქნილი და საბანკო სფეროში აპრობირებულია...

დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-10-20 21:00:05
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. ინტერნეტ–გადახდების რაოდენობა 100%-ით გაიზარდა - როგორ შეცვალა პანდემიამ მომხმარებლის ქცევა კოვიდ პანდემიის ფონზე საბარათე ოპერაციებისა და ბარათით გადახდების მაჩვენებლები რადიკალურად შეიცვალა, რადგან პანდემიის დასაწყისში ვირუსის შემანელებელ ერთ-ერთ ფაქტორად...

აფხაზეთში მაინერების ამოღება ელექტროენერგიის მოხმარებას 5-7%-ით შეამცირებს

აფხაზეთში მაინერების ამოღება ელექტროენერგიის მოხმარებას 5-7%-ით შეამცირებს
access_time2021-10-20 19:00:27
ბოლო 2-3 წელია, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა კრიპტოვალუტის მაინინგს ებრძვის და რამდენიმე ათასი ერთეულის ამოღება ოფიციალურადაც დაადასტურა. თუმცა ქართველი ენერგეტიკოსები ამ პროცესის მიმართ უნდობლობას აშკარად ამჟღავნებენ. ენერგეტიკოს გია არაბიძეს აღსრულების მექანიზმი სუსტი ეჩვენება. თუმცა ოკუპირებულ რეგიონში მაინინგის ამოღების ფაქტების საფუძველზე ასკვნის, რომ აფხაზეთს შესაძლებლობა აქვს ენერგომოხმარება 5-7%-ის ფარგლებში შეამციროს. ,,მაინინგს აფხაზეთი ებრძვის...


მსგავსი სიახლეები

up