ნათია თურნავა - მნიშვნელოვანია ჩვენს  ყოველდღიურ საქმიანობაში უკეთ იყოს გათვალისწინებული ყველა ის მთავარი საკითხი, რაშიც ბიზნესი პრობლემას ხედავს

ნათია თურნავა - მნიშვნელოვანია ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში უკეთ იყოს გათვალისწინებული ყველა ის მთავარი საკითხი, რაშიც ბიზნესი პრობლემას ხედავს

access_time2019-10-11 21:00:47

პრემიერ-მინისტრის დავალებით ბიზნესთან კომუნიკაცია გავააქტიურეთ და პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველა ის მთავარი საკითხი, რაც დღეის მოცემულობით არსებობს და რაშიც პრობლემას ხედავს ბიზნესი, რაც შეიძლება უკეთ იყოს მიმართული და გათვალისწინებული ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბიზნეს გაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



მისივე თქმით, შეხვედრაზე ბიზნესმა დასვა რიგი საკითხების, რომელთაგან რამდენიმე უშუალოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს არ ეხება, თუმცა სამინისტრო ამ საკითხებს მიიტანს როგორც მთავრობის სხვა წევრებამდე, ასევე პრემიერ-მინისტრამდე.



„ვინაიდან ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ვიყოთ ქართული წარმოებისა და ქართული ბიზნესის ლობისტები, ბიზნესის იმ სატკივარს, რომელიც მათ დღევანდელ შეხვედრაზე გააჟღერეს, მივიტანთ მთავრობის სხვა წევრებამდე და რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის ოფისთანაც გვექნება შესაბამისი განხილვა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.




ბიზნეს გაერთიანებების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა ასევე დაასახელა ის სამი უმთავრესი საკითხი, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე დაისვა.



„ეს არის მეტი კომუნიკაცია საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესში, პროგნოზირება და სტაბილურობა, რაც ბიზნესს აწუხებს. ამ ნაწილში, ჩვენ შევთანხმდით, რომ თვეში ერთხელ შევიკრიბებით სხვა უწყებებთან ერთად და გავაცნობთ ბიზნესის წარმომადგენლებს, თუ რა მზადდება, რათა დროულად შევძლოთ ჩვენი გეგმების კორექტირება. მეორე, რაც ითქვა - ყველას სურს, უფრო სწრაფი გადაწყვეტილებები და ეფექტური მენეჯმენტი დაინახოს. აქაც ბევრი გვაქვს სამუშაო და დღეს გავაცანით ბიზნესს, თუ რას ვაპირებთ, თუნდაც პრივატიზაციის მიმართულებით. მაგრამ სხვა ჩვენს კოლეგებთან ერთად გავივლით მათ სტრუქტურებში რა შეიძლება გაუმჯობესდეს ამ მხრივ. მესამე - ეს არის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, მონეტარული პოლიტიკა და ლარის კურსის თემები. აქაც ბიზნესი უკვე ხედავს, რაოდენ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და ეროვნული ბანკი მჭიდრო კოორდინაციაში მუშაობს ერთმანეთთან და იდგმება ნაბიჯები ლარის კურსის დასტაბილურებისთვის", - აღნიშნა ნათია თურნავამ.



მისივე თქმით, ბიზნესთან მუშაობა და შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.








კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up