ნათია თურნავა - მისასალმებელია, რომ ქართულ საწარმოებში არსებული სამუშაო პირობები მაქსიმალურად პასუხობს ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების ყველა მოთხოვნას

ნათია თურნავა - მისასალმებელია, რომ ქართულ საწარმოებში არსებული სამუშაო პირობები მაქსიმალურად პასუხობს ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების ყველა მოთხოვნას

access_time2020-04-08 20:15:12

სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების შემოწმების პროცესს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა დღეს კასპში, კომპანია „ჰაიდელბერგ ცემენტის" ქარხანაში დაესწრო. მასთან ერთად ინსპექტირება განახორციელეს ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ერთობლივმა ჯგუფმა.

 

 

 

მინისტრმა დეტალურად დაათვალიერა საწარმოო პროცესი და გაიდლაინების დაცვის ხარისხით კმაყოფილი დარჩა. მისი თქმით, „კასპი ცემენტის" საწარმოში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები. „აქ ყველგან არის  წარმოდგენილი პირადი დაცვის საშუალებები, ადგილებზე მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. ეს საწარმო საქმიანობას გააგრძელებს, მაგრამ შემოწმებას პერიოდულად განვახორციელებთ," - განაცხადა მინისტრმა.

 

 

 

მთავრობის დადგენილებით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა ბოლო სამ დღეში 100-ზე მეტ საწარმოში ჩაატარა ინსპექტირება. ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ორივე საჯარო უწყების სამუშაო ჯგუფის წევრებს გაწეული ნაყოფიერი სამუშაოსათვის. „მისასალმებელია, რომ კომპანიების დიდი წილი გაეცნო ყველა გაიდლაინს და იქ არსებული სამუშაო პირობები მაქსიმალურად პასუხობს ყველა მოთხოვნას. მცირე ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, მათ აქვს უნარი იმისა, რომ ადგილზევე გამოასწორონ ისინი," - განაცხადა ნათია თურნავამ. ამავე დროს, მინისტრმა დაასახელა 10-ზე მეტი საწარმო, რომლებმაც საქმიანობის უფლება ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებთან მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო ვერ აღიდგინეს. „მათ მიეცათ მითითება და განმარტება. დიდი იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში ეს კომპანიები კვლავ მოგვმართავენ და ადგილზე ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული დაგვხვდება და ჩვენც შევძლებთ მათ განაცხადი დავაკმაყოფილოთ," - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

 

„ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინების მოთხოვნების დაკმაყოფილებას ქართული საწარმოები რაც უფრო მალე შეძლებენ, რომელიც, პირველ რიგში, პერსონალის პირადი დაცვის საშუალებებით აღჭურვას გულისხმობს,  მით უფრო მალე ამოიქოქება ჩვენი ეკონომიკა პოსტკრიზისულ პერიოდში, რომელიც, იმედია, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მალე დადგება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.





ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება

ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება
access_time2020-05-26 16:00:59
„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალ ტანსაცმლის მაღაზიებში გასახდელი ოთახები უქმდება. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ტანსაცმელი ინფექციის გადატანის მაღალ რისკად მიიჩნევა, პრევენციისთვის, კომპანიამ გარკვეული ზომების დამატება გადაწყვიტა. როგორც რეზო მაღალაშვილი ამბობს, ამის პარალელურად გაიზრდება პროდუქციის მიბრუნება-გადაცვლის პროცედურები. უკან მიბრუნებული ტანსაცმელი კი, დარბაზის...

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“ სტუმრებს 8 ივნისიდან მიიღებს

სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია“  სტუმრებს  8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-26 17:15:05
სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერია” 8 ივნისიდან სტუმრებთან შესახვედრად ემზადება.სასტუმროს გუნდი მოხარულია კვლავ უმასპინძლოს სტუმრებს და აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე – 8 ივნისიდან გაიხსნება სასტუმროს გარე სივრცეები: “ივერია ტერასა” და “ივერია კაფე”. მეორე ეტაპზე -15 ივნისიდან სასტუმრო სრული დატვირთვით ამუშავდება, გაიხსნება ღია და დახურული აუზები.მესამე ეტაპზე – 22 ივნისს გაიხსნება იტალიური და აზიური რესტორნები – “ფილინი” და “უმამი” რადისონის ჯგუფისთვის...

„საქართველოს ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -"ნაცმოძრაობას” გიორგი გახარიასთან კითხვები აქვს

„საქართველოს ხელისუფლებამ  „გაზპრომთან“  მჭიდრო და კორუფციული ურთიერთობები დაამყარა“ -
access_time2020-05-26 15:00:12
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით,როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში კითხვებზე საპასუხოდ მივა, "ნაციონალური მოძრაობა” აპირებს „გაზპრომთან“ დაკავშირებით დაუსვას კითხვა. "რა თქმა უნდა, ჩვენ დავუდებთ პრემიერს გათვლებს, ამ სამი წლის განმავლობაში, როდესაც კონტრაქტი შეცვალა საქართველოს მთავრობამ რუსეთთან, რა რაოდენობის ზარალი განიცადა ქვეყანამ, რატომ აზარალეს ქართული სახელმწიფო, რატომ არაფერს ვიღებთ ჩვენ გაზის...

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას

„ველი თქვენთან თანამშრომლობას ეკონომიკის დივერსიფიკაციაში“-დონალდ ტრამპის წერილი გახარიას
access_time2020-05-26 12:00:56
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება. „ძვირფასო პრემიერ-მინისტრო! ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ...

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას

როგორც შეძლებს მომხმარებელი ელექტროენერგიის ღირებულების შემცირებას
access_time2020-05-26 18:30:36
საათობრივი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ, მივიღებთ აქტიურ მომხმარებელს, რომელსაც მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების შემცირება შეეძლება – ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ გადაცემა “ბიზნესპარტნიორის ოთხეულში” განახადა. როგორც მილორავამ განმარატა, ახალი ბაზრის წესებით, საათობრივი ვაჭრობა ინერგება საბითუმო დონეზე და შემდეგ გავრცელდება...


მსგავსი სიახლეები

up