ნათია თურნავა - მინდა ყველას მოვუწოდო, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ქართული წარმოების საშენ მასალას და შეიძინონ ადგილობრივი პროდუქცია

ნათია თურნავა - მინდა ყველას მოვუწოდო, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ქართული წარმოების საშენ მასალას და შეიძინონ ადგილობრივი პროდუქცია

access_time2020-09-09 18:31:06

„მინდა ყველას მოვუწოდო, პირველ რიგში, სამშენებლო ბიზნესს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ქართული წარმოების საშენ მასალას, ქართულ მარმარილოს, ბაზალტს და სხვა ქართულ პროდუქციას, შეიძინონ ადგილობრივი მასალა და არა იმპორტირებული" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანია „ჯეოსტოუნის" მარმარილოსა და ბაზალტის გადამამუშავებელ საწარმოში ვიზიტისას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


კომპანია „ჯეოსტოუნი“ სასარგებლო მინერალებისა და ბუნებრივი ქვების მოპოვების სექტორში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ბუნებრივი ქვის მოპოვებაზე, წარმოებაზე, დამუშავებასა და ტრანსპოტირებაზეა სპეციალიზირებული. კომპანია ასევე ფლობს ბაზალტისა და კირქვის კარიერებს, საიდანაც მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს.



კომპანიაში თითქმის 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამ ეტაპზე დასაქმებულია 24 ადამიანი.


„მნიშვნელოვანია, რომ ქართული მარმარილო, რომელიც მოიპოვება ლოპოტაზე და გადამუშავდება კომპანია „ჯეოსტოუნის" მიერ, არამხოლოდ ქართულ ბაზარს მიეწოდება, არამედ ექსპორტზე გადის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ავსტრალია და ჩინეთი, სადაც ქართული მარმარილო კონკურენტულია. მინდა მოვუწოდო ყველას საქართველოში, პირველ რიგში, სამშენებლო ბიზნესს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ქართული წარმოების საშენ მასალას, ქართულ მარმარილოს, ბაზალტს, სხვა ქართულ პროდუქციას და შეიძინონ ადგილობრივი მასალა და არა იმპორტირებული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up