ნათია თურნავა -  მიმდინარე წელს ავამოქმედეთ რამდენიმე ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შეიქმნა

ნათია თურნავა - მიმდინარე წელს ავამოქმედეთ რამდენიმე ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შეიქმნა

access_time2020-12-14 17:34:12

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დღეს 2020 წელს უწყების მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ნათია თურნავამ სხვა მრავალ საკითხთან ერთად საზოგადოებას პანდემიის გამო მკაცრი და წერტილოვანი შეზღუდვების მართვის პროცესში სამინისტროს მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. მისი განცხადებით, ამ მიზნით მთელი რიგი ელექტრონული პლატფორმა შეიქმნა.

„ჩვენ ამ პროცესში ჩართულები ვართ, რა თქმა უნდა, სხვა შესაბამის უწყებებთან და საგანგებო შტაბთან ერთად. მათ შორის შეიქმნა ბიზნესვიზიტორების მართვის პლატფრომა, რაც მიუხედავად შეზღუდვებისა და პანდემიისა, ბიზნესვიზიტორების და ინვესტორების უსაფრთხო ჩამოყვანის უზრუნველყოფის საშუალებას გვაძლევდა. 18 000-მდე განაცხადი დამუშავდა ამ პლატფორმის მეშვეობით და ის დღესაც მოქმედებს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავამ ასევე ისაუბრა ნაცვალგების შეთანხმების ქვეყნებიდან ვიზიტორთა წინასწარი რეგისტრაციის პლატფორმის შესახებ, რომელიც ასევე 2020 წლის ივლისიდან მოქმედებს და რომლის მეშვეობითაც დამუშავდა 8 000-მდე სარეგისტრაციო განაცხადი, საიდანაც 6 000-მდე ვიზიტორმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა.

მისი თქმით, ამავე პერიოდში დაიწყო პროექტი „იმუშავე საქართველოდან“, შესაბამისი ელექტრონული პლატფორმით. ის უცხოელ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ და აქედან გააგრძელონ მუშაობა. ნათია თურნავას ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში გაცემულია 1000-მდე ნებართვა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის შემოსვლაზე.


„მკაცრი და წერტილოვანი შეზღუდვების მართვის პროცესში, ასევე სხვა შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ვიმუშავეთ ინსპექტირების ჯგუფების შემადგენლობაში, ვამოწმებდით, თუ როგორ ასრულებს ბიზნესი ეპიდემიოლოგიურ რეკომენდაციებს, და ამ პროცესში 1500-ზე მეტი ობიექტის შემოწმება მოხდა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up