ნათია თურნავა -  მგზავრთნაკადის ზრდა და მათთვის უსაფრთხო და მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნა მნიშვნელოვანია ტურიზმისა და არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებისთვის

ნათია თურნავა - მგზავრთნაკადის ზრდა და მათთვის უსაფრთხო და მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნა მნიშვნელოვანია ტურიზმისა და არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებისთვის

access_time2019-12-12 09:00:29

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოს აეროპორტებში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო პროექტების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. 


მინისტრმა ნათია თურნავამ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია მგზავრთნაკადის სტატისტიკის, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, მათ შორის, საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლის, ფრენების უსაფრთხოების ამაღლებისა და მგზავრობის პირობების გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯების შესახებ.



პრეზენტაცია კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ წარმოადგინა. მისი თქმით, საქართველოს ხუთივე აეროპორტის - სამი საერთაშორისოს და ორი ადგილობრივის - განვითარებისთვის 2019 წელს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აეროპორტებში მგზავრთნაკადის სტატისტიკაზე.




გიორგი ჩოგოვაძის ინფორმაციით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პროგნოზით, თბილისის აეროპორტში წლის დასაწყისში არსებული მოლოდინით, როდესაც რუსეთის მიმართულებით ფრენები სრულდებოდა, ნოემბერში 13-პროცენტიანი ზრდა უნდა ყოფილიყო, რეალურად კი თბილისის შემთხვევაში გვაქვს 18-პროცენტიანი კლება. ბათუმის აეროპორტში საპროგნოზო 15-პროცენტიანი ზრდის ნაცვლად, მხოლოდ 7-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტი, სადაც არსებული მაჩვენებლები მოლოდინებზე მეტია, ქუთაისის აეროპორტია. 2019 წლის დასაწყისში, ნოემბრის თვეში 42 პროცენტიანი ზრდის მოლოდინი იყო, რეალურმა ზრდამ კი 50 პროცენტი შეადგინა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის შეფასებით, ამის მიზეზია ქუთაისში ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Ryanair - ის შემოსვლა და Wizz air-ის მიერ ახალი მიმართულებების დამატება.



გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დასასრულს უახლოვდება სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რის შედეგადაც აეროპორტის გამტარუნარიანობა 4-ჯერ გაიზრდება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს. ახალი აეროპორტის საშუალო წლიური გამტარუნარიანობა 2 მლნ მგზავრს შეადგენს. მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობა პროექტით გათვალისწინებულ ვადებში დასრულება და პირველ მგზავრებს 2020 წლის შემოდგომაზე მიიღებს.



„ჩვენ სამოქალაქო ავიაციის სფეროში ვაგრძელებთ „ღია ცის პოლიტიკას, რაც უზრუნველყოფს ახალი ავიაკომპანიების შემოსვლას და ახალი პირდაპირი მიმართულებების განვითარებას. ეს ასევე არის გაზრდილი მგზავრთნაკადი, რომელთა დიდი ნაწილიც ტურისტული მიზნებით ჩამოდის საქართველოში. ამდენად, მგზავრთნაკადის ზრდა და მათთვის უსაფრთხო და მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნა მნიშვნელოვანია ტურიზმისა და ქვეყნის ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარებისთვის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. ამავე დროს, მინისტრის თქმით, აუცილებელია, ქუთაისის აეროპორტში სარეკონსტრუქციო სამუშაოების პარალელურად მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. ნათია თურნავამ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელობას როგორც ქუთაისში, ასევე საქართველოს სხვა აეროპორტებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელებაზე მკაცრი მონიტორინგი დაავალა.








ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები

ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები
access_time2020-08-10 19:00:43
6 აგვისტოს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ასოციაციების გენერალური მდივნები მონაწილეობდნენ. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე უეფას ეგიდით გასამართ უახლოეს საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის ოთხივე ეტაპზე და ჩემპიონთა ლიგის სამ ეტაპზე მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის...

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა
access_time2020-08-10 20:00:57
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს ჩინური კომპანიების ByteDance და Tencent-ის სერვისებით ყოველგვარი სარგებლობა აუკრძალა - მათ შორისაა მოკლე ვიდეოჩანაწერების სერვისიTikTok და მესენჯერი WeChat. აკრძალვის ქვეშ ყველა გარიგება მოხვდება, მათ შორის მოლაპარაკებები წილების შეძენასთან დაკავშირებითაც. ტრამპის ბრძანებულება ძალაში 20 სექტემბერს შევა. გადაწყვეტილებას წინ პრეზიდენტის მუქარები უძღოდა. შემდეგ, 6 აგვისტოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა...

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება
access_time2020-08-10 18:00:32
კორონავირუსის პანდემიის გამო, საზღვრების ჩაკეტვამ და ფრენების გადადებამ, ტურიზმზე დამოკიდებული კომპანიების შეჩერება გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი, მთაში მოგზაურობის და თავგადასავლების სააგენტო Mountain Freak-ია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ალპინისტურ, სალაშქრო, „ტრეკინგ“ თუ კულტურულ -ფოლკროლურ ტურებს სთავაზობს. პანდემიამდე მთელი სეზონი დაჯავშნილი იყო, თუმცა კორონავირუსმა გეგმები შეცვალა და წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა, ამის შესახებ „კომერსანტი“...

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის
access_time2020-08-10 17:00:11
„საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%- ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს. ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს. საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობაა 50,000 ლარი. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. საჯარო აუქციონი 2020 წლის...

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!
access_time2020-08-10 16:00:18
ამომრჩევლის მოსყიდვა თუ კრიზისის დროს შეხიდება? ახალ სოციალურ პაკეტს, რომელიც მთავრობამ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შესთავაზა, უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასებები. რადგან არჩევნებამდე 3 თვეა, ოპოზიციამ ჩათვალა, რომ ხელისუფლება იმ ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს, ვინც შესაძლოა „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობით კმაყოფილი არ არის. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ პროგრამებს არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს და აანონსებენ, რომ შესაძლოა კიდევ ერთი სოციალური პაკეტი მომავალი წლის...


მსგავსი სიახლეები

up