ნათია თურნავა - მასშტაბური ენერგეტიკული რეფორმის ამოცანაა ენერგობაზარი გახდეს უფრო ღია და კონკურენტული, მომხმარებელი კი უფრო მეტად დაცული

ნათია თურნავა - მასშტაბური ენერგეტიკული რეფორმის ამოცანაა ენერგობაზარი გახდეს უფრო ღია და კონკურენტული, მომხმარებელი კი უფრო მეტად დაცული

access_time2020-01-28 11:42:30

„საქართველოს მთავრობა და ჩვენი სამინისტრო ვახორციელებთ მასშტაბურ რეფორმას ენერგეტიკის სექტორში, რომლის ამოცანაა ჩვენი ენერგეტიკული ბაზარი დაემსგავსოს ევროპულ ენერგობაზარს და გახდეს უფრო ღია, უფრო კონკურენტული, ჩვენი მომხმარებელი კი უფრო მეტად დაცული," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ენერგეტიკული კვირეულის ფორუმზე ჟურნალისტებთან საუბრისას.


მინისტრის განცხადებით, რეფორმის ფარგლებში გაიზარდა დერეგულირებული ბაზრის ნაწილი, დაფუძნდა ენერგეტიკული ბირჟა, პარლამენტმა კი მიიღო რეფორმის საკანონმდებლო ბაზა. „ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმის წყალობით, შემცირდა ზეწოლა ტარიფებზე, რასაც ბიზნესი ითხოვდა და ყველა გამოწვევის მიუხედავად შევძელით მოსახლეობისა და მცირე ბიზნესისთვის ტარიფების უცვლელად შენარჩუნება," - განაცხადა ნათია თურნავამ.


მინისტრის განცხადებით, რეფორმებმა ხელი შეუწყო ინვესტიციების მოზიდვას ენერგოსექტორში. ნათია თურნავამ დაასახელა რამდენიმე მათგანი, მათ შორის, „ნამახვანი ჰესი", რომელიც წელს მშენებლობის ეტაპზე გადავა, ასევე 250 მგვტ სიმძლავრის 4 ახალი ქარის სადგურის პროექტი, რომლებიც უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ და ინვესტორები ამჟამად სამშენებლო ნებართვის მიღებას ელოდებიან.



„დიდი წარმატება იყო გორის ქარის სადგურის პრივატიზება, რაც იმას ადასტურებს, რომ მდგრადი და მიმზიდველი პროექტია. ჩვენ ასევე ვგეგმავთ მზის ენერგოპროექტების დაწყებას. რაც მთავარია, ბაზრის გახსნამ შესაძლებელი გახადა, რომ მცირე და საშუალო ჰესები ვითარდება ყოველგვარი გარანტირებული შესყიდვის ტარიფის გარეშე. ასეთი უკვე 24 პროექტია. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.







„ეარ ფრანსმა“ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა

„ეარ ფრანსმა“ საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა
access_time2020-08-09 10:06:39
ფრანგულმა ავიაკომპანია „ეარ ფრანსმა“ (Air France) საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. „ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ პარიზიდან თბილისში 178 მგზავრი...

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...


მსგავსი სიახლეები

up