ნათია თურნავა - მაქსიმალურად ვაჩქარებთ პრივატიზაციას და ამ კვირაში პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში მომდევნო აუქციონი გამოცხადდება

ნათია თურნავა - მაქსიმალურად ვაჩქარებთ პრივატიზაციას და ამ კვირაში პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში მომდევნო აუქციონი გამოცხადდება

access_time2021-04-26 20:00:00

პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში ამ კვირაში მომდევნო აუქციონი გამოცხადდება და წარმოდგენილი იქნება 150-მდე ლოტი - როგორც ძველი, ასევე ახალი საინტერესო ობიექტები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.


მინისტრის თქმით, დაჩქარებული პრივატიზაცია საბიუჯეტო შემოსავლების რესურსია და სწორედ ეს შემოსავლები ხმარდება მათ შორის, ახალ მასშტაბურ პროგრამებს.


მისივე განცხადებით, დღეს, როდესაც ჩვენი ბიუჯეტი პანდემიის გამო საბიუჯეტო სოციალური ვალდებულებებითაა გადატვირთული, სწორედ კერძო სექტორმა უნდა იტვირთოს ეკონომიკის აღორძინებისა და განვითარების ლოკომოტივის როლი.



„ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად ვაჩქარებთ პრივატიზაციას. პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და თაოსნობით წამოვიწყეთ ახალი, მასშტაბური, 150 სახელმწიფო ქონების პროექტი და იცით, რომ პირველივე აუქციონი ძალიან კარგი შედეგებით დასრულდა. გამოტანილი საერთო ჯამური 41 მილიონი ლარის პაკეტი გაიყიდა 60 მილიონ ლარად. ეს იყო 250-ზე მეტი ლოტი. ამ კვირაში ჩვენ შემდეგ აუქციონს ვაცხადებთ და აქაც იქნება 150-მდე სხვადასხვა ლოტი - როგორც ძველი ობიექტები, ასევე დამატებული ახალი, საინტერესეო ობიექტები“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მინისტრის შეფასებით, გარდა იმისა, რომ აუქციონის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში შევა მნიშვნელოვანი თანხა, კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, რომ, საბოლოო ჯამში, არ გვექნება არც ერთი დაუმუშავებელი მიწა, არ გვექნება ძველი, ჯერ კიდევ საბჭოთა დროინდელი ნანგრევი შენობები, რომელიც არ იქნება ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართული და არ გვექნება გაჩერებული, ძველი ისტორიის მქონე სახელმწიფო საწარმოები.


„ყველაფერი იპოვის თავის პატრონს. ქონება გადაეცემა კერძო სექტორს, რომ ჩვენი ეკონომიკა უფრო სწრაფად განვითარდეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up