ნათია თურნავა: „მანგლისში, სადაც ბუნებრივი აირი აქამდე არასდროს ყოფილა, 11 მილიონიანი პროექტი განხორციელდა და 1600-მდე ოჯახს გაზი მიეწოდება

ნათია თურნავა: „მანგლისში, სადაც ბუნებრივი აირი აქამდე არასდროს ყოფილა, 11 მილიონიანი პროექტი განხორციელდა და 1600-მდე ოჯახს გაზი მიეწოდება"

access_time2021-07-23 13:30:40

„მანგლისის გაზიფიცირება მართლაც ისტორიული მოვლენაა - აქ არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი და ჩვენი მთავრობის გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში, ზუსტად ერთი წლის წინ, მიუხედავად პანდემიისა, დავიწყეთ ამ დასახლების  გაზიფიცირება. საკმაოდ რთული პროექტი იყო, ძვირადღირებული, მაგრამ ნამდვილად ძალიან კარგი საქმე გაკეთდა და დაახლოებით 1600-მდე ოჯახმა მიიღო ბუნებრივი აირი" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დაბა მანგლისში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ახლადაშენებული გაზსადენი დაათვალიერა. მინისტრთან ერთად გაზიფიცირების შედეგებს გაეცნენ სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" გენერალური დირექტორი მიხეილ შალამბერიძე, კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას" გენერალური დირექტორი მაირ მამმედოვი, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის" დირექტორი აზერ მამმადოვი, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

დაბა მანგლისი აქამდე არასდროს ყოფილა გაზიფიცირებული. პროექტი საქართველოს მთავრობის გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში განხორციელდა. საკურორტო დასახლების ერთიან გაზგამანაწილებელ ქსელში ჩართვის მასშტაბური სამუშაოები, საქართველოს მთავრობის 2019 – 2021 წლების გაზიფიცირების სამოქმედო გეგმის საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით კომპანია „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ" განახორციელა. შედეგად, აშენდა 34,150 გრძივი მეტრი მკვებავი და ქსელის მოწყობისთვის საჭირო 48,180 გრძივი მეტრი გაზსადენი. მასშტაბური სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაბა მანგლისში მცხოვრებ 1,558 აბონენტს საშუალება მიეცა, ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. პროექტის ღირებულებამ 11 მილიონ 163 418 ლარი შეადგინა.

„ეს არის საწინდარი, რომ მანგლისში, რომელიც  ოდითგანვე იყო ცნობილი, როგორც ძალიან კარგი სააგარაკე, ასევე ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან შესაფერისი და მიმზიდველი ადგილი, განვითარდეს ტურისტული ობიექტები და  ახალი სასტუმროები აშენდეს.  რა თქმა უნდა, ახლა  გაცილებით უფრო მარტივი იქნება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რადგან უფრო მეტი საინვესტიციო მიზიდულობა შევძინეთ ამ დასახლებას და აქედან გამომდინარე, ვულოცავ ყველა მანგლისელს ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დასრულებას" - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღესვე ნათია თურნავა ლალი კუბათაშვილის სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა, სადაც  გაზიფიცირების პროექტის დასრულება სიმბოლურად გაზქურის ანთებით აღნიშნა.  საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, კუბათაშვილების ოჯახს, გაზქურა საჩუქრად გადასცა.


მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების სამწლიანი მასშტაბური გეგმის ფარგლებში 2019-2021 წლებში ქვემო ქართლის რეგიონში სულ გაზიფიცირდება 29 სოფელი, რაც 7,870 აბონენტს მოიცავს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up