ნათია თურნავა - მალე ავაწყობთ მასიურ წარმოებას ისე, რომ  ჩვეულებრივ რეჟიმში გაიყიდოს პირბადეები, თუმცა ფასებზე კონტროლით

ნათია თურნავა - მალე ავაწყობთ მასიურ წარმოებას ისე, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში გაიყიდოს პირბადეები, თუმცა ფასებზე კონტროლით

access_time2020-03-24 20:00:18

ეკონომიკია და მდგრადი განვითარების მინისტრი დღეს კიდევ ერთ სამკერვალო საწარმოს ესტუმრა, რომელიც პირბადეების წარმოების პროცესში ჩაერთო. 

 

მათივე ინფორმაციით, თბილისში მდებარე საწარმო „მოვი“, რომელიც 2015 წელს შეიქმნა პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით და ექსპორტზეა პროფილირებული.

 

„საწარმო 100 %-ით საექსპორტოდ აწარმოებდა თავის ნაწარმს, ვიდრე თავს დაგვატყდებოდა კორონავირუსის გამოწვევა. დღეს აქ სრული შემადგენლობით კერავენ პირბადეებს ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის და მე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 


მინისტრი დეტალურად გაეცნო პირბადეების წარმოების პროცესს, საწარმოს თანამშრომლებისგან მიიღო ამომწურავი ინფორმაცია მისი მიმდინარეობის შესახებ. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, სულ უფრო მეტი სამკერვალო საწარმო ერთვება პირბადეები დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით მთავრობის მიერ წამოწყებულ პროგრამაში.

 

„პირბადეების წარმოება ნელ-ნელა იკრეფს ტემპს და ეწყობა. ძალიან სწრაფად მოვახერხეთ მისი ორგანიზაება, აქამდე ჩვენ პრაქტიკულად, არ გაგვაჩნდა ეს წარმოება, რადგან საჭიროება არ იყო. ახლა სულ უფრო მეტი სამკერვალო საწარმო ერთვება ამ პროგრამაში. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ნედლეულის მიწოდება, რომელიც უცხოეთიდან შემოდის, ავაწყოთ რიტმულად და მალე ჩვენი პირბადეები მიწოდებული იყოს ყველა იმ კატეგორიისთვის, ვისთვისაც ეს აუცილებელია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

ამასთან, ნათია თურნავა თქმით, ახლო მომავალში პირბადეების მასობრივი წარმოება ისე აეწყობა, რომ მათი ჩვეულებრივ რეჟიმში გაყიდვა გახდება შესაძლებელი.

 

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება - მალე ავაწყობთ მასობრივ წარმოებას ისე, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში გაიყიდოს პირბადეები, თუმცა ფასების კონტროლით. კიდევ უფრო დიდი იმედი მაქვს, რომ მათი საჭიროება ძალიან სწრაფად გაქრება, თუმცა, ჩვენ უკვე გამოვიტანეთ ერთი გაკვეთილი - ასეთი მარაგი ჩვენივე წარმოების ყოველთვის უნდა გვქონდეს და ასეც იქნება“, - აღნიშნა მან.

 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up