ნათია თურნავა - მაიკ პომპეოს ვიზიტი თავისთავად არის იმის აღიარება, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი სტრატეგიული, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობებია

ნათია თურნავა - მაიკ პომპეოს ვიზიტი თავისთავად არის იმის აღიარება, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ძლიერი სტრატეგიული, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობებია

access_time2020-11-19 10:08:00

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტი არის მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები ისე, როგორც არასდროს არის ძლიერი და აშშ დგას საქართველოს, ქართველი ხალხის გვერდით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


მინისტრის თქმით, აშშ-ის გვერდით დგომა განსაკუთრებით ფასეულია გლობალური პანდემიის დროს, როდესაც მსოფლიოს წინაშე დიდი პრობლემები და გამოწვევებია.


„ასეთ დროს აშშ-ის მთავრობა ძალიან გვეხმარება და გამოხატავს მკაფიო მზადყოფნას, რომ წინ წავწიოთ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით,- აღნიშნა ნათია თურნავამ.


ეკონომიკის მინისტრის თქმით, მაიკ პომპეოს ვიზიტი თავისთავად არის იმის აღიარება, რომ ჩვენს ქვეყნებს ძლიერი სტრატეგიული, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები გააჩნია.



მისივე თქმით, ეს ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანია გზავნილია ბიზნესისთვის, რადგან ბიზნესი დიდ ყურადღებას აქცევს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს.


ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ აქტებს, რომელიც მიანიშნებს, რომ საქართველო ამერიკული ბიზნესებისთვის მიმზიდველი ქვეყანაა.


„შეგახსენებთ სექტემბერში გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომელშიც დადებითად არის შეფასებული საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს კლიმატი. ასევე გასულ წელს ამერიკის კონგრესის წარომადგენელთა პალატის კომიტეტების მიერ დამტკიცებულ საქართველოს მხარმდაჭერ კანონპროექტს, რომელშიც დიდი ბლოკი ეთმობა ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხს და ერთგვარი მოწოდებაცაა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლების მიმართ, რომ დააჩქარონ პროგრესი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობის თვალსაზრისით, - აღნიშნა ნათია თურნავამ.


მისივე თქმით, ერთობლიობაში ეს ყველაფერი ქმნის მოცემულობას, რომ საქართველოში ამერიკელი ინვესტორების აქტივობა გაიზარდოს, თუმცა ხაზგასასმელია, რომ საინვესტიციო თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის დღესაც საკმაოდ მაღალ დონეზეა.


„სტატისტიკური მონაცემებით, პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის ორივე კვარტლის მონაცემებით, აშშ-ი არის ტოპ სამეულში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით. საუბარია საქართველოში განხორციელებულ დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე ამ ურთულეს პერიოდში. ეს არის მთელი რიგი პროქტები სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში,“ - დასძინა ნათია თურნავამ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up