ნათია თურნავა: „მადლობა სასტუმროების სექტორს კოვიდ-პანდემიის პერიოდში გაწეული მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“

ნათია თურნავა: „მადლობა სასტუმროების სექტორს კოვიდ-პანდემიის პერიოდში გაწეული მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“

access_time2021-09-28 16:40:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს საკარანტინე და კოვიდ-სასტუმროების დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და პროექტში უსასყიდლოდ ჩართული სასტუმროების ნომინაციაში გამარჯვებულები დააჯილდოვა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


სასტუმრო „სტამბაში“ გამართულ ღონისძიებაზე ნათია თურნავამ მისასალმებელი სიტყვით მიმართა სასტუმრო სექტორის წარმომადგენლებს და მადლობა გადაუხადა კოვიდ-პანდემიის პერიოდში გაწეული დახმარებისთვის.



„ესაა მსოფლიო ტურიზმის დღისადმი მიძღვნილი სასტუმროების დაჯილდოების ცერემონია - ვაჯილდოვებთ კოვიდ-სასტუმროებს და იმ სასტუმროებს, რომლებმაც ამ ურთულეს პერიოდში ძალიან დიდი თანადგომა გაგვიწიეს ჩვენ, მთავრობას, ჯანდაცვის სექტორს და მთლიანობაში საქართველოს მოსახლეობას, იმის გამო, რომ მათთვის არადამახასიათებელ ფუნქციას შეეჭიდნენ და წარმატებით გაართვეს თავი“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.




აღსანიშნავია, რომ კოვიდ-პანდემიის პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე 250-ზე მეტმა სასტუმრომ უკვე მიიღო მონაწილეობა კოვიდ-კარანტინების და კოვიდ-სასტუმროების პროგრამაში, მათ დახმარება გაუწიეს ჯანდაცვის სექტორს როგორც კოვიდით მსუბუქად დაავადებული ადამიანების მკურნალობაში, ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღეს საკარანტინო სივრცეების გამართვაში. დღეს სასტუმროების ნაწილი დაჯილდოვდა შემდეგ ნომინაციებში: პროექტში უსასყიდლოდ ჩართული სასტუმროები; პროექტში ჩართული ცხელების და კლინიკური სასტუმროები; პროექტში ჩართული პირველი სასტუმროები.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გარდა ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სასტუმროებს ჯილდოები გადასცეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ. თითოეულმა გამომსვლელმა თავის სიტყვაში მადლობა გადაუხადა სასტუმრო სექტორის გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.



„ეს იყო ჩვენი, ქართული ნოუ-ჰაუ, ჩვენი, ქართული მართლაც ინოვაცია, რომელმაც ძალიან გაამართლა, რადგან სხვაგვარად ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებდა ამ უზარმაზარ და მოულოდნელ დარტყმას. და დღეს, როდესაც უკვე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი, კარგია, რომ ცხოვრება თანდათან შედარებით ნორმალურ რიტმს. თუმცა, ჩვენ ერთი პერიოდი კიდევ დაგვჭირდება სასტუმროების გვერდში დგომა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გადაწყვეტილების კვალობაზე - როდესაც გადავწყვიტეთ, რომ არ ჩავკეტოთ ტურიზმის ინდუსტრია და პირიქით, მის აღდგენაზე ვიმუშაოთ, სასტუმროები თანდათან უბრუნდებიან მუშაობის ნორმალურ პირობებს. და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი ძალიან მალე უმასპინძლებენ სულ უფრო მეტ უცხოელ და ადგილობრივ ტურისტს. მადლობა მათ ამ თანადგომისთვის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up