ნათია თურნავა - მადლობა იმ სასტუმროების მფლობელებს, რომლებმაც სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმეს სასტუმროები საკარანტო სივრცეებისთვის

ნათია თურნავა - მადლობა იმ სასტუმროების მფლობელებს, რომლებმაც სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმეს სასტუმროები საკარანტო სივრცეებისთვის

access_time2020-03-27 10:38:18

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა იმ ბრენდული სასტუმროების მეპატრონეების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, ვინც საკუთარი სასტუმრო ინფრასტრუქტურა საკარანტინო სივრცის მოსაწყობად სახელმწიფოს უსასყიდლოდ დაუთმო.


ნათია თურნავას თქმით, დღეს დღეს, როდესაც საქართველო, დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად, იმ უდიდესი გამოწვევის წინაშე დგას, რასაც კორონავირუსთან ბრძოლა ჰქვია, ერთიანობა, თანადგომა და ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.


„მინდა, სიხარულით აღვნიშნო, რომ ამ პროგრამაში ბრენდული სასტუმროებიც ჩაერთნენ და სახელმწიფოს უპრეცედენტო თანადგომა გამოუცხადეს - სასტუმროების „შერატონ გრანდ თბილისის", „მოქსის", „იბისის" და „დრიმლენდ ოაზის ჩაქვის" მფლობელებმა სრულიად უსასყიდლოდ დაგვითმეს სასტუმროები საკარანტო სივრცეების მოწყობის მიზნით. მინდა გულითადი მადლობა გადავუხადო მათ და გულწრფელი პატივისცემა გამოვხატო თითოეული მათგანის მიმართ ამ მხარდაჭერისთვის," - აღნიშნა ნათია თურნავამ.



მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციის ფარგლებში ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა, რაც კარანტინის გაძლიერებულ რეჟიმს და საქართველოში შემოსული ყველა მოქალაქის საკარანტინო სივრცეში განთავსებასაც გულისხმობს.


„ამ მიზნით, ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, ვახორციელებთ საკარანტინო სივრცეების მოწყობას ქვეყნის მასშტაბით მდებარე სასტუმროებში. დღეისთვის კარანტინის რეჟიმში 64 სასტუმროში 4 200-ზე მეტი ადამიანია მოთავსებული. თუმცა, საჭიროებიდან გამომდინარე საკარანტინო სივრცეების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ასეთ ვითარებაში სასტუმროების თანადგომა უკიდურესად მნიშვნელოვანია. ჩვენთვის დღეს მთავარი და საგანგებო პრიორიტეტი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაა. კარგად უზრუნველყოფილი კარანტინი თითოეული ჩვენგანის დაცვას ნიშნავს. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით შევძლებთ გავუმკლავდეთ შექმნილ რთულ ვითარებასა და გამოწვევას", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up