ნათია თურნავა - კრეატიული, ნიჭიერი ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რესურსს და ვალდებულები ვართ, ამას ხელი შევუწყოთ

ნათია თურნავა - კრეატიული, ნიჭიერი ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რესურსს და ვალდებულები ვართ, ამას ხელი შევუწყოთ

access_time2019-11-09 16:00:24

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ Startup Grind-ის რეგიონული ღონისძიების გახსნაზე 100 ათასლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეოთხე ეტაპის დაწყება ოფიციალურად  გამოაცხადა.

 

 

პროგრამას სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მსოფლიო ბანკის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) მხარდაჭრით ახორციელებს. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია.

 

 

 

„ჩვენი ამოცანაა, შევარჩიოთ ისეთი პროდუქტები და იდეები, რომლებიც საინტერესო იქნება საერთაშორისო ბაზრისთვის. ჩვენ მუდმივად აქცენტს ვაკეთებთ ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციების, სტარტაპების განვითარებაზე, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მისი თქმით, თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.

 

 

„ეს არის ის ფინანსური დახმარება, რომელსაც სახელმწიფო უწევს ინოვატორებს, სტარტაპერებს იმისთვის, რომ შეიქმნას ახალი, ინოვაციური პროდუქტები, დამუშავდეს ინოვაციური იდეები, რადგან საქართველო არის ძალიან მდიდარი არამარტო ბუნებით, სტუმართმოყვარებით, კონკრეტული ბუნებრივი რესურსებით, არამედ ძალიან ნიჭიერი ადამიანებით. კრეატიული, ნიჭიერი ადამიანები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რესურსს და ვალდებულები ვართ, ამას შევუწყოთ ხელი, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი წლიური ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს, მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს.

 

 

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროექტები-საქმიანობები, გარდა სამხედრო, ბირთვულ ტექნოლოგიებთან, სპირტის და სპირტიანი სასმელების, თამბაქოს, და სახიფათო ნივთიერებების წარმოებისა.

 





ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ
access_time2020-06-06 21:27:10
„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“...

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ
access_time2020-06-06 16:00:33
...

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...


მსგავსი სიახლეები

up