ნათია თურნავა - კომპანიებს, რომლებიც მუშაობა ანახლებენ, ეს დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებს, კეთილი უნდა ინებონ და ყველა რეკომენდაცია შეასრულონ

ნათია თურნავა - კომპანიებს, რომლებიც მუშაობა ანახლებენ, ეს დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებს, კეთილი უნდა ინებონ და ყველა რეკომენდაცია შეასრულონ

access_time2020-05-01 19:15:36

დღემდე ვახერხებთ, საკმაოდ ეფექტიანად ვმართოთ ეპიდემია, არ დავუშვათ ინფიცირების მყისიერი ზრდა, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენი ძალები დავზოგოთ ეკონომიკაში და მოვემზადოთ ეკონომიკის ამუშავებისთვის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

 

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ ეკონომიკა ფრთხილად, ეფექტიანად და გართულების გარეშე, ეტაპობრივად გაიხსნას.

 

„ჩვენს სამთავრობო სტრატეგიაში ძირითადი აქცენტი კეთდება შემაკავებელ, პრევენციულ ღონისძიებებზე, რომ არ მივუშვათ ინფექციის ადა ეპიდემიის საფრთხე ჯანდაცვის სექტორამდე. რაც შეიძლება მეტი შევაკაოთ მანამდე პრევენციული ღონისძიებებით და ამით ვართ წარმატებული, რადგან ბევრ სხვა ქვეყანაზე ადრე დავიწყეთ პრევენციული ზომები. დღეს უკვე ვხედავთ შესაძლებლობას, ვმართავთ რა ეფექტურად ამ პროცესებს, მივცეთ საშუალება ბიზნესებს, ფრთხილად, ეტაპობრივად ამოქმედდნენ. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ეს ჩვენთვისაც და იმ ბიზნესებისთვისაც, რომლებიც პირველ ეტაპზე იხსნებიან. ჩვენ ამ პროცესს ვმართავთ ძალიან კოორდინირებულად. ეს არის მართლაც ახალი გამოწვევა, რომელიც აქამდე არ გვქონია, რადგან საუბარია საქართველოში მოქმედ დაახლოებით 190 000 კომპანიასა და ბიზნესსექტორზე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 

მისი თქმით მაგალითად, სამშენებლო ინდუსტრიაში თითოეულ კომპანიას ათობით პროექტი აქვს და ყველა ყურადღების ცენტრშია, რადგან მედიკოსების მიერ დამტკიცებული გაიდლაინები არსად უნდა დაირღვეს.

 


შესაბამისად, მინისტრის თქმით, კომპანიების შემოწმების პროცესში ბევრი უწყება არის ჩართული.

 

„ერთი რომელიმე სტრუქტურის ჩართულობით ეს ვერ მოხერხდებოდა. პრაქტიკულად მთელი ადმინისტრაციული რესურსი, რაც მთავრობაში გაგვაჩნდა – ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია, ვისთვისაც ეს ბუნებრივი ვალდებულებაა; ჩვენს სისტემაში შემავალი ტექზედამხედველობა; ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი სურსათის უვნებლობის სააგენტო; მუნიციპალურ ორგანოებში არსებული ინსპექციები არიან ჩართული. საჭიროების შემთხვევაში, ერთვება შემოსავლების სამსახური, კიდევ შეიძლება,  ჩაერთოს სხვადასხვა შემმოწმებელი სტრუქტურა. მთელს რესურსს მივმართავთ იქითკენ, რომ ეტაპობრივი გახსნის პროცესი მიმდინარეობდეს ძალიან მკაცრი შემოწმების ქვეშ“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

 

ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე 5 000-მდე აპლიკაცია შევიდა. როგორც მან განმარტა, აღნიშნული საკითხის კოორდინაცია კვლავ უბრუნდება ჯანდაცვის სამინისტროსა და მის სტრუქტურაში შემავალ შრომის ინსპექციას, რომელიც კანონით არის პროცესის წარმმართველი, სადაც შრომის პირობები უნდა გადამოწმდეს.

 

„აქ სწორედ შრომის უსაფრთხო პირობებზეა საუბარი. მათი კოორდინაციით, ჩვენ და ყველა ჩამოთვლილი უწყება, ერთიანი გეგმის ფარგლებში ამოწმებს კომპანიებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეში 1000-ზე მეტი კომპანია შემოწმდება, რათა რეალურად ეკონომიკის გახსნა არ მოვიდეს კონფლიქტში მთავარ ამოცანასთან, ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასთან და ეპიდემიის გავრცელების არდაშვებასთან. დღემდე ჩვენ ამას ვახერხებდით, მაგრამ ასევე მინდა, მოვუწოდო იმ კომპანიებს, ვინც ახლა იხსნება – ჩვენ გავითვალისწინეთ ბევრი რამ პირველ ეტაპზე და ეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო, ონლაინვაჭრობა გაიხსნა, ეს არის სწორი, რადგან ონლაინვაჭრობას აქვს შესაძლებლობა, იყოს ყველაზე მეტად უსაფრთხო ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით, მაგრამ ეს აკისრებს ამ კომპანიებს დამატებით პასუხისმგებლობას. მათაც კეთილი უნდა ინებონ და ყველა არსებული რეკომენდაცია შეასრულონ, მით უმეტეს, ეს არ არის არსებით სირთულეებთან დაკავშირეუბლი. ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიაზრონ. თუ რომელიმე ეტაპზე შეფერხდება გახსნის გეგმა, ეს შემდგომ ეტაპებზეც აისახება. ამიტომ ჩვენც ვაგებთ პასუხს ამაზე და ჩვენ პასუხისმგებლობას ვიაზრებთ, ბიზნესებსაც მოვუწოდებთ, ყველა მიუდგეს ისევე პასუხისმგებლიანად, როგორც დღემდე აკეთებდა მათი უმრავლესობა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.



1tv.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up