ნათია თურნავა „ინტერ რაოს“ სარჩელზე - „მოთხოვნა, რომ ტარიფები უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, არის უსაფუძვლო“

ნათია თურნავა „ინტერ რაოს“ სარჩელზე - „მოთხოვნა, რომ ტარიფები უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, არის უსაფუძვლო“

access_time2021-12-01 19:00:00

„მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა „ინტერ რაოს“ პოზიციები (ისინი ითხოვდნენ 200 მილიონამდე კომპენსაციას და ამ ეტაპზე, საუბარია მხოლოდ 80 მილიონზე), მაშინაც და დღესაც მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, რომ არ გავზარდოთ ტარიფები მომხმარებლისთვის, მათ შორის არც „თელასისთვის“ გადასახდელი ტარიფი“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ საარბიტრაჟო სასამართლოში „ინტერ რაოსთან“ მიმდინარე დავასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარის დროს განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



ნათია თურნავას შეფასებით, დენის ტარიფი დგინდება დამოუკიდებელი მარეგულირებლის, სემეკის მიერ ძალიან გამჭვირვალე მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით და ის მოთხოვნა, რომ ტარიფები უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, არის უსაფუძვლო.




„სწორედ ამიტომ იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება და ჩვენ აბსოლუტურად მყარად ვდგავართ ამ პოზიციაზე“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.



როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მივაღწიოთ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და განვავითაროთ საკუთარი ენერგოგენერაციის წყაროები. რათა ნაკლებად ვიყოთ ნებისმიერი ქვეყნის ნება-სურვილზე დამოკიდებულები.



როგორც ცნობილია, სტოკჰოლმის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა საქართველოს Inter Rao-ს სასარგებლოდ 80.5 მილიონის გადახდა დააკისრა, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაასაჩივრა და საკითხზე სამართლებრივი დავა გრძელდება. საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ 2014 წელს ტარიფები სწორად იქნა განსაზღვრული, ამიტომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება, როგორც დაუსაბუთებელი, გასაჩივრებულია სტოკჰოლმის სასამართლოში.





რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი უკრაინისას 13-ჯერ აჭარბებს

რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი უკრაინისას 13-ჯერ აჭარბებს
access_time2022-01-22 21:00:29
მსოფლიო ელის, როდის შეიჭრება რუსეთი უკრაინაში. 2014 წელს ყირიმისა და დონბასის ნაწილის (ლუგანსკის და დონეცკის ოლქები) ანექსიის შემდეგ, რუსეთი უკრაინას ახალი ომით ემუქრება, რასაც წინ უძღოდა ნატო-რუსეთის საბჭოს უშედეგოდ...

სილქფესტი ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს მომხმარებლებს!

სილქფესტი ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს მომხმარებლებს!
access_time2022-01-22 17:48:07
სილქნეტს 22 და 23 იანვარს მრავალფეროვანი შეთავაზებები აქვს მობილური ქსელის მომხმარებლებისთვის. „სილქფესტის“ ხუთი განსხვავებული პაკეტიდან სასურველი პირობის გააქტიურებას ფიზიკური, იურიდიული პირები კომბინაციით *202# შეძლებენ: 300 წუთი - 5 ₾  5 GB + 100 წუთი - 7 ₾  700 წუთი - 9 ₾ 15 GB უსწრაფესი ინტერნეტი  - 10 ₾ 20 GB უსწრაფესი ინტერნეტი  - 12 ₾ მომხმარებელი არ...

ინფლაციის ყველაზე დიდი რისკი გეოპოლიტიკური არეულობაა - მოსაზრება

ინფლაციის ყველაზე დიდი რისკი გეოპოლიტიკური არეულობაა - მოსაზრება
access_time2022-01-22 19:00:32
ინფლაცია არ არის მხოლოდ ქვეყნის შიდა პრობლემა. შეერთებულ შტატებში წლიური ინფლაცია 7%-ს აღწევს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო ოთხი ათწლეულის განმავლობაში. ეს საფრთხეს უქმნის ჯო ბაიდენის...

აშშ-ის “ლეტალური” სამხედრო დახმარება უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ის “ლეტალური” სამხედრო დახმარება უკრაინაში ჩავიდა
access_time2022-01-22 13:00:31
კიევში ამერიკის საელჩოს ცნობით, პარასკევს ღამით უკრაინაში აშშ-ის სამხედრო დახმარების მიწოდება დაიწყო, რაც ქვეყანას რუსეთის შესაძლო ინტერვენციისგან თავის დაცვაში...

რუსული "დიდება" ციფრებში - გიორგი ქადაგიძის მიმოხილვა

რუსული
access_time2022-01-22 18:00:58
დღევანდელ რუსეთს არ გააჩნია არანაირი ფინანსური, სამხედრო თუ ინტელექტუალური რესურსი აწარმოოს თუნდაც საშუალო მასშტაბის და ვადის სამხედრო კამპანია,“-ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე  სოციალურ ქსელში...


მსგავსი სიახლეები

up