ნათია თურნავა კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა

ნათია თურნავა კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა

access_time2019-06-26 20:00:24

საქართველოს საბანკო სექტორი დღესდღეობით არსებული გამოწვევების დასაძლევად ეკონომიკის სამინისტროსთან აქტიურ თანამშრომლობას გეგმავს - ამის შესახებ ბანკირებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადეს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრისა და საბანკო სექტორის წარმომადგენელთა შეხვედრა დღეს სამინისტროში გაიმართა, სადაც განიხილეს სექტორში არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით.



როგორც „საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს იმ მექანიზმების შესახებ, რომლებიც არსებულ ვითარებაში შეიძლება იქნას გამოყენებული. მისი თქმით, განხილულ იქნა დარგის სხვადასხვა გამოწვევები, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით. „ასევე განვიხილეთ ის მექანიზმები, რომლებიც შეიძლება იყოს გამოყენებული, განსაკუთრებით საგარანტიო მექანიზმები. მივესალმებით ეკონომიკის სამინისტროს ამ ინიციატივას და იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე რაღაც კონკრეტულ ნაბიჯებამდე მივალთ - განაცხადა გაჩეჩილაძემ.




საბანკო სექტორის მიერ საგარანტიო სქემის ამოქმედების პერსპექტივაზე ისაუბრა ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ. მისი განცხადებით, დღეის მდგომარეობით საუბარია რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობაზე, უპირველეს ყოვლისა - საგარანტიო სქემის უახლოეს მომავალში ამუშავებაზე. „ეს მეტნაკლებად დააბალანსებს ახალი პროექტების მოთხოვნას ამ მიმართულებით. მოლაპარაკებები აქტიურად გაგრძელდება, მიმდინარე ეტაპზე კი ვფიქრობთ, რომ ამ მომენტში არსებული სიძნელეები დაძლეული იქნება, - აღნიშნა მან.








თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით

თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით
access_time2019-10-19 14:13:12
„თბილისი ენერჯი“ დედაქალაქში, გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით, ყველაზე საშიში უბნების ჩამონათვალს ავრცელებს. „კომერსანტი“ „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: „თბილისის უბნები, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გაზის კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარების დემონტაჟის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა: • სანზონა • ვაზისუბანი• გლდანი• ჩუღურეთი• ისანი -...

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე გამოძიება დაიწყებოდა

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე  გამოძიება დაიწყებოდა
access_time2019-10-19 14:08:30
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ანაკლიის კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ბევრად უფრო ადრე ჰქონდა, ვიდრე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყებოდა. „ინვესტორების მოძიების და საინვესტიციო ვალდებულების შესრულების პრობლემა ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე დაიწყებოდა სისხლის სამართლის საქმე და დაიძაბებოდა ურთიერთობა ხაზარაძე-ჯაფარიძესა და მთავრობას შორის- განაცხადა გიორგი ქობულიამ ტვ „პირველის“ ეთერში.მისი თქმით,...

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]
access_time2019-10-19 12:08:50
გურამიშვილის გამზირზე, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ყველა პირი გამოიკითხება, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ, ჟურნალისტებს ადგილზე...

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
access_time2019-10-19 09:21:35
ურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო...

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“
access_time2019-10-19 11:00:59
ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.   გადაცემაში ბიზნესომბუდმენისა და საქართველოს ბიზნესგაერთიანებების შეხვედრა განიხილეს, რომელიც შრომის კოდექსთან დაკავშირებულ საკამათო ცვლილებებს მიეძღვნა. ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია და მისი...


მსგავსი სიახლეები

up