ნათია თურნავა: კომერციულ ბანკებთან ერთად ვმსჯელობთ, დახმარების რა კონკრეტული გეგმა შევთავაზოთ  ტურიზმის ინდუსტრიას

ნათია თურნავა: კომერციულ ბანკებთან ერთად ვმსჯელობთ, დახმარების რა კონკრეტული გეგმა შევთავაზოთ ტურიზმის ინდუსტრიას

access_time2019-06-26 21:50:01

„კომერციულ ბანკებთან ერთად ვსაუბრობთ იმ გამოწვევებზე, რაც დაუდგა ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას. იკვეთება შესაძლებლობა, რომ ჩვენს ხელთ არსებული სხვადასხვა ფინანსური მხარდაჭერის სქემა და ფინანსური პროდუქტი, მათ შორის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი მოვარგოთ დღევანდელ გამოწვევებს. ძალიან მალე ვიქნებით მზად, რომ კონკრეტული გეგმით დავუბრუნდეთ ჩვენს ტურისტულ ინდუსტრიას" - ეს განცხადება ნათია თურნავამ ეკონომიკის სამინისტროში გამართული სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელშიც საქართველოს ყველა კომერციული ბანკის წარმომადგენელი მონაწილეობდა.


მინისტრმა საბანკო სექტორთან ერთად იმსჯელა იმ გეგმის ჩამოყალიბებაზე, რომელიც ტურისტულ სექტორში მოქმედ ბიზნესს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო სეგმენტს, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ნეგატიურ ზეგავლენებს შეუმსუბუქებს.



შეხვედრაზე კომერციული ბანკების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ეკონომიკის მინისტრის ინიციატივა, გამოხატეს აქტიური მხარდაჭერა და გამოთქვეს იმედი, რომ ერთობლივი მუშაობით მალე ჩამოყალიბდება ტურისტული სექტორის მხარდაჭერის კონკრეტული მიმართულებები.


"კომერსანტი"






თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით

თბილისის ყველაზე საშიში უბნები გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით
access_time2019-10-19 14:13:12
„თბილისი ენერჯი“ დედაქალაქში, გაზის მომხმარებელთა უყურადღებობის კუთხით, ყველაზე საშიში უბნების ჩამონათვალს ავრცელებს. „კომერსანტი“ „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციას უცვლელად გთავაზობთ: „თბილისის უბნები, სადაც მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში გაზის კუსტარულად დამონტაჟებული დანადგარების დემონტაჟის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა: • სანზონა • ვაზისუბანი• გლდანი• ჩუღურეთი• ისანი -...

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე გამოძიება დაიწყებოდა

გიორგი ქობულია: კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ჰქონდა ბევრად უფრო ადრე, ვიდრე  გამოძიება დაიწყებოდა
access_time2019-10-19 14:08:30
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია აცხადებს, რომ ანაკლიის კონსორციუმს ინვესტორების მოძიების პრობლემა ბევრად უფრო ადრე ჰქონდა, ვიდრე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყებოდა. „ინვესტორების მოძიების და საინვესტიციო ვალდებულების შესრულების პრობლემა ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე დაიწყებოდა სისხლის სამართლის საქმე და დაიძაბებოდა ურთიერთობა ხაზარაძე-ჯაფარიძესა და მთავრობას შორის- განაცხადა გიორგი ქობულიამ ტვ „პირველის“ ეთერში.მისი თქმით,...

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]

ვითარება გურამიშვილის გამზირზე, სადაც ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა [ფოტო]
access_time2019-10-19 12:08:50
გურამიშვილის გამზირზე, კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ყველა პირი გამოიკითხება, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ, ჟურნალისტებს ადგილზე...

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა

გურამიშვილის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, არის ნგრევა
access_time2019-10-19 09:21:35
ურამიშვილის გამზირის #34-ში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. არის ნგრევა. როგორც ინტერპრესნიუსს საგანგებო...

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“

შალვა ცხაკაია - „ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება“
access_time2019-10-19 11:00:59
ყველამ უნდა გაიგოს, რომ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მსგავსი წონიანი რეგულაციის ბრმად მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე შალვა ცხაკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“.   გადაცემაში ბიზნესომბუდმენისა და საქართველოს ბიზნესგაერთიანებების შეხვედრა განიხილეს, რომელიც შრომის კოდექსთან დაკავშირებულ საკამათო ცვლილებებს მიეძღვნა. ცვლილებების ინიციატორი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია და მისი...


მსგავსი სიახლეები

up