ნათია თურნავა: ბანკებმა მზადყოფნა გამოთქვეს, სასტუმროების სესხების რესტრუქტურიზაციისთვის

ნათია თურნავა: ბანკებმა მზადყოფნა გამოთქვეს, სასტუმროების სესხების რესტრუქტურიზაციისთვის

access_time2020-10-08 15:00:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოში მოქმედი წამყვანი ბანკების ხელმძღვანელობასთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


შეხვედრაზე მთავრობის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული საშეღავათო პროგრამების მიმდინარეობის პროცესი განიხილეს და მცირე საოჯახო სასტუმროების საბანკო სესხების შემდგომი რესტრუქტურიზაციის შესახებ იმსჯელეს.


ნათია თურნავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი ადგილობრივი ტურიზმის წყალობით ჩატარდა, პანდემიის გამო ტურისტული ინდუსტრია საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, კვლავაც განიცდის პრობლემებს.


„აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიცით და კარგად გვესმის ტურიზმის ინდუსტრიის წინაშე არსებული გამოწვევები, განსაკუთრებით კი მცირე საოჯახო სასტუმროების პრობლემები, ვისაც მძიმედ აწევს ბანკების წინაშე არსებული დავალიანება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.



მისივე თქმით, პანდემიის დაწყებისთანავე, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა გვერდში დაუდგა ამ ბიზნესს და ძალიან ბევრი შეღავათი დაუწესა.


„თუმცა, კარგად გვესმის, რომ ამ ბიზნესებს კვლავაც სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. სწორედ ამ მიზნით გუშინ წამყვან ბანკებთან, მათი მაღალი რანგის მენეჯმენტთან ონლაინ შეხვედრა გავმართეთ, ვესაუბრეთ და ვთხოვეთ, რომ კვლავინდებურად მოახდინონ იმ სესხების რესტრუქტურირება, რომელიც მცირე საოჯახო სასტუმროებს დაუგროვდათ, რადგან პანდემიით გამოწვეული პრობლემები გრძელდება და ჩვენ ყველა კვლავაც გვერდში უნდა დავუდგეთ მათ. ბანკების მხრიდან მოვისმინეთ მზადყოფნა, რომ როგორც კი მცირე საოჯახო სასტუმროების მეპატრონეები მიმართავენ, მზად არიან, თითოეული კონკრეტული გარემოების გათვალისწინებით, განიხილონ სესხების შემდგომი რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობა“ - განაცხადა ნათია თურნავამ.


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და ირაკლი ნადარეიშილი, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა და ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე.








მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ

მაისი-ივნისში ბათუმში ფრენებს ყაზახური, პოლონური, უკრაინული და არაბული ავიაკომპანიები განაახლებენ
access_time2021-05-15 15:51:59
ბათუმის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში დღეს პირველი რეისი შეასრულა ყაზახურმა ავიაკომპანიამ „ეარ ასტანა", რომელმაც რეგულარული რეისების შესრულება განაახლა ალმათი - ბათუმი - ალმათის...

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა

ირაკლი ნადარეიშვილი: „ყველა საკითხი, რასაც ბიზნესი აყენებს რეგულაციების შემსუბუქების თუ ვაქცინაციის კუთხით, საქართველოს მთავრობის დღის წესრიგშია და მიმდინარეობს აქტიური განხილვა
access_time2021-05-15 11:53:01
„ბიზნესთან აქტიური კომუნიკაცია წარმოადგენს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს და პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით აქტუალურია, მათთან ერთად ვიმსჯელოთ როგორც რეგულაციების შემსუბუქების ან ეტაპობრივი მოხსნის, ასევე ვაქცინაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რათა დავიცვათ ბალანსი და ვიპოვოთ ისეთი შუალედი, რომ მაქსიმალურად დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი საზოგადოების ინტერესები და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები - ამის შესახებ...

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა

14 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარდა
access_time2021-05-14 18:00:19
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 14 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 14 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 15 მაისისთვისაა) ეროვნული ვალუტა აშშ...

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა

584 000 ლარიანი ჯარიმა ფულის გათეთრებისთვის - სებ-მა ბანკი და მისო დააჯარიმა
access_time2021-05-14 16:00:30
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი და ვალუტის გადამცვლელი პუნქტი (რაოდენობა უცნობია) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის დააჯარიმა. ფულის გათეთრებისა...

ნეტო აღრიცხვის პროგრამას აქვს პოტენციალი განახლებადი ენერგიების წახალისება და ათვისება მოახდინოს

ნეტო აღრიცხვის პროგრამას აქვს პოტენციალი განახლებადი ენერგიების წახალისება და ათვისება მოახდინოს
access_time2021-05-15 14:00:10
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“  სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის პირველმა მოადგილემ ზვიად გაჩეჩილაძემ ლიბერალური ელექტრო ენერგეტიკული ბაზრის პირობებში აღრიცხვის პოლიტიკის განვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ნეტო აღრიცხვა მასიურად ხელმისაწვდომი პროგრამაა, რომელსაც აქვს პოტენციალი, რომ როგორც მცირე კომერციულ და საშუალო ბიზნესისთვის, ასევე საყოფაცხოვრებო სუბიექტებისთვის განახლებადი ენერგიების წახალისება და ათვისება...


მსგავსი სიახლეები

up