ნათია თურნავა -  „ინვესტორთა საბჭო კარგი გზაა, რომ ბიზნესმა თავისი ხმა გაგვაგონოს და კონკრეტულ რეჟიმში ვიმუშაოთ ამა თუ იმ რეფორმაზე, პოლიტიკასა თუ  კანონპროექტზე“

ნათია თურნავა - „ინვესტორთა საბჭო კარგი გზაა, რომ ბიზნესმა თავისი ხმა გაგვაგონოს და კონკრეტულ რეჟიმში ვიმუშაოთ ამა თუ იმ რეფორმაზე, პოლიტიკასა თუ კანონპროექტზე“

access_time2020-02-03 17:20:03

„ინვესტორთა საბჭო არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური პლატფორმა სახელმწიფო უწყებებს, ბიზნესსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის დიალოგისთვის, უკვე ორი წელია არსებობს და ჩამოყალიბდა, როგორც ძალიან ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც კონკრეტულ საკითხებზე მუშაობს, რათა ჩვენი საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ინვესტორთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.



მინისტრის თქმით, გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა ის წარმატებები, რაც მიღწეულია სწორედ ინვესტორთა საბჭოს ფორმატში. ნათია თურნავას ინფორმაციით, შემუშავდა მთელი რიგი კანონმდებლობა და ამაში ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო სწორედ ინვესტორთა საბჭოს მხრიდან.



„ეს არის გადახდის უუნარობის შესახებ კანონპროექტი, რომელიც მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის, ასევე საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტი, რომელიც მომზადდა ასეთი ურთიერთთანამშრომლობით და უახლოეს პერიოდში წარედგინება პარლამენტს“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.




ნათია თურნავას შეფასებით, საინვესტიციო საბჭოს ძალიან ბევრი საინტერესო მიგნება და რეკომენდაცია ეკუთვნის ტურიზმის 2020 წლის განვითარების გეგმებსა და სტრატეგიაში, ამ ინსტიტუციამ ასევე დიდი დახმარება გაუწია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავების პროცესში, სადაც ჩართულია საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია და მსოფლიო ბანკი.



„გადაწყდა, რომ ასეთივე სამუშაო ჯგუფების რეჟიმში, ამ პლატფორმის გამოყენებით ჩვენ ვითანამშრომლებთ ენერგეტიკის სექტორის რეფორმის ჩამოყალიბებისა და განხორციელების პროცესში, რადგან მიმდინარე რეფორმა იწვევს ძალიან დიდ ინტერესს ინვესტორთა მხრიდან“ - აღნიშნა მინისტრმა.



ინვესტორთა საბჭო საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელშიც ათამდე ბიზნესასოციაცია, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და დიპლომატები არიან გაერთიანებულნი. „ეს არის ძალიან კარგი გზა, რომ როგორც უცხოური კაპიტალით შექმნილმა, ასევე ბიზნესმა თავისი ხმა გაგვაგონოს და ჩვენ კონკრეტულ სამუშაო რეჟიმში ვიმუშაოთ ამა თუ იმ რეფორმაზე, პოლიტიკაზე თუ კანონპროექტზე. შევთანხდით, რომ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ ამ პლატფორმას და უფრო მეტ ახალ სფეროს დავფარავთ ამ თანამშრომლობით“ - განაცხადა ნათია თურნავამ.








დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-12-03 21:30:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. „ქართველი ხალხი ასეთი ბნელი და გაუნათლებელი არასდროს ყოფილა, როგორიც ახლაა“ - ეპიდემიოლოგი     „ხალხი არ იცავს სოციალურ დისტანციას, აღარ იკეთებს ნიღაბს და არ ატარებს სადეზინფექციო საშუალებებს. შეხედეთ რა ხდება ქალაქში - 10-დან 9-ს ნიკაპზე უკეთია ნიღაბი....

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს

Bloomberg: პანდემია კრიპტოვალუტებს აძლიერებს
access_time2020-12-03 21:00:49
2020 წელს ბიტკოინის კურსის ზრდამ ბევრი ჭკვიანი ადამიანი გააოცა. გასულ კვირას მთავარი კრიპტოვალუტის ღირებულება 20 000 დოლარამდე ავარდა, რამაც ბევრ სკეპტიკოსს აზრის შეცვლა აიძულა.   2018 წელს ცნობილმა ამერიკელმა ეკონომისტმა ნოელ რუბინიმ ბიტკოინს „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი საპნის ბუშტი“ უწოდა, თუმცა, დღეს ვირტუალური ფულის წარმატების ფონზე, 2020 წლის ნოემბერში, ის აღიარებს, რომ კრიპტოვალუტას ზრდის პერსპექტივა აქვს.   მაშინ რა ხდება...

Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?

 Forbes: როგორი იქნება 2021 წელი ნავთობის და გაზის ბარზებისთვის?
access_time2020-12-03 20:00:16
2020 წელი ნავთობის და გაზის ბაზრებისთვის უნიკალური და წარმოუდგენლად რთული იყო - კორონავირუსის პანდემიამ და ოპეკ+ის შეთანხმების ჩაშლამ ნავთობზე ფასების უპრეცედენტო ვარდნა გამოიწვია. აპრილში საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ნავთობი წამგებიანი გახდა, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.   2020 წელმა ისტორიაში პირველად მოხმარების შოკი მოიტანა. ბოლო 50 წლის მანძილზე მსოფლიოში მიწოდების შოკი საკმაოდ ხშირი მოვლენა იყო - მაგალითად, 1967 წელს ისრაელის მიერ წამოწყებული 6-დღიანი ომის დროს,...

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

3 დეკემბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-12-03 19:30:09
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 3 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3119 ლარი გახდა....

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“

ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქტზე - რა შემოსავალი აქვს „ავერსს“, „პსპ-სა“ და „ჯიპისის“
access_time2020-12-03 18:30:10
რამდენიმე ასეულობით მილიონი ლარის შემოსავალი და ასეულ მილიონიანი ფასნამატი ფარმაცევტულ პროდუქციაზე - ასეთი მონაცემები ჩანს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი კომპანიების ფინანსური ანგარიშგებებიდან.   „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორია მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლები. 2019 წლის სავალდებულო ფინანსური აუდიტი კომპანიების ნაწილმა უკვე გაიარა. მათ შორის არის ფარმაცევტული სექტორის მონაწილე სამი კომპანია - „ავერსი“; „პსპ“ და „ჯიპისი“. როგორც ფინანსური...


მსგავსი სიახლეები

up