ნათია თურნავა: „ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკის მიმართ ნდობა იზრდება

ნათია თურნავა: „ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკის მიმართ ნდობა იზრდება"

access_time2019-12-16 13:10:47

როცა საქართველოსნაირ მცირე ქვეყანაზე ვსაუბრობთ, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა წლიდან წლამდე ბევრად არის დამოკიდებული ამა თუ იმ მსხვილი საინვესტიციო პროექტის დაწყება-დასრულების ვადებზე, ყველაზე სწორი და გამართლებული იქნება, ეს მაჩვენებელი განვიხილოთ საშუალოვადიან ჭრილში", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავამ ეს ინიციატივა დღეს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა.


ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ბოლო შვიდი წლის მანძილზე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საშუალო წლიური მაჩვენებელი 35%-ით არის გაზრდილი წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. „ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში რეგიონის სხვა ქვეყნებთან და მთელი რიგი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით სამჯერ უფრო მაღალია FDI-ს წილი მთლიან შიდა პროდუქტში. ძალიან დამაიმედებელია ბოლოდროინდელი სტატისტიკა - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მე-3 კვარტლის შედეგები, რომელმაც ცხადყო, რომ FDI საქართველოში ორნიშნა რიცხვით ხასიათდება და რაც მთავარია, პრაქტიკულად, გაორმაგებულია რეინვესტირებული მოგების მოცულობა", - აღნიშნა ნათია თურნავამ.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, მის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკა მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს - ინვესტორების მხრიდან იზრდება ნდობა საქართველოს ეკონომიკის მიმართ. „თუმცა ეს არ გვაძლევს თვითკმაყოფილების საფუძველს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 2020 წელს ეს ტენდენციები გაძლიერდეს", - აღნიშნა მან.





როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ

როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ
access_time2020-01-26 20:00:26
ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევები სულ უფრო იზრდება. საინტერესოა, რატომ წარმოიქმნება მუდმივად ახალ-ახალი ვირუსები? რატომ არ არსებობს უნივერსალური წამალი? მოსალოდნელია თუ არა ახალი გლობალური ეპიდემია?   როგორ წარმოიქმნება გლობალური ეპიდემია? გლობალურ ეპიდემიას ან პანდემიას უწოდებენ დაავადებას, რომელიც არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან ქალაქის ფარგლებში ვრცელდება, არამედ მთელ მსოფლიოს მოიცავს და ამით ადამიანების...

Tesla-ს ახალი კონკურენტები გაუჩნდა

Tesla-ს ახალი კონკურენტები გაუჩნდა
access_time2020-01-26 19:00:51
Hyundai და Kia-მ ერთობლივად ჩადეს 100 მლნ.  საავტომობილო სტარტაპ Arrival-ში, რომლის ღირებულებაც შეფასდა 3 მლრდ. დოლარად - კომპანია შექმნა რუსეთის მოქალაქე დენის სვედრლოვმა, რომელიც ამჟამად საქმიანობს ინგლისში. შესაბამისად, კორეული გიგანტები მიიღებენ კომპანიის აქციების 3,3%-ს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ გარიგების მიზანია კომერციული ელექტრომობილების საყოველთაო დანერგვა, და 2025 წლისთვის ამ ტიპის მანქანების მწარმოებელთა სამეულში...

Google-ის ახალი ყურსასმენი 40 ენიდან თარგმნის

Google-ის ახალი ყურსასმენი 40 ენიდან თარგმნის
access_time2020-01-26 15:00:16
Google-ის ახალი ყურსასმენი - Pixel Buds – თავსებადი იქნება Pixel-ის სმარტფონებთან.   მოწყობილობა შეუერთდება ვირტუალური თანაშემწეს პროგრამას Google Assistant და გააქტიურდება სპეციალური ღილაკის დაჭერით.   ყურსასმენის მართვა შესაძლებელია ხმოვანი მითითებებით - მაგალითად, მომხმარებელს შეეძლება სთხოვოს მოწყობილობას ჩართოს ესა თუ ის სიმღერა, დარეკოს ტელეფონით, უჩვენოს გზა, და ა.შ.   თუმცა, ახალი ყურსასმენის ყველაზე საინტერესო ფუნქცია იქნება...

Balenciaga მაღალ მოდაში ბრუნდება

Balenciaga მაღალ მოდაში ბრუნდება
access_time2020-01-26 17:00:19
  ჟან-პოლ გოტიე სამუდამოდ ტოვებს მოდის სცენას, თუმცა დემნა გვასალია იწყებს გააქტიურებას.   კერძოდ, დიზაინერმა განაცხადა, რომ ამა წლის ზაფხულში პირველად52 წლის მანძილზე Balenciaga წარმოადგენს კუტიურ-კოლექციას.   ბრენდის ისტორია შეწყდა 1968 წელს, როდესაც კრისტობალ ბალენსიაგამ  დახურა თავისი სამკერვალო, შემდეგ კი გარდაიცვალა. 1986 წელს კომპანია აღდგა, თუმცა, უარი განაცხადა მაღალი მოდის კოლექციების შექმნაზე.   დღეს...

„კრისტალბეთი“ გამარჯვებულ მოქალაქეს ჯეკპოტს არ აძლევს

„კრისტალბეთი“ გამარჯვებულ მოქალაქეს ჯეკპოტს არ აძლევს
access_time2020-01-26 11:00:22
არის შემთხვევები, როცა აზარტული თამაშების კომპანია „კრისტალბეთში“ მოთამაშეებმა ჯეკპოტი მოიგეს, თუმცა ონლაინტოტალიზატორი თანხას არ გასცემს, – ამის შესახებ ადვოკატებმა გიორგი ჩერქეზიამ და სალომე აბესლამიძემ, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას...


მსგავსი სიახლეები

up